x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ძველი ბერძნები ინდოეთამდე რომ ჩასულიყვნენ, ეს ნაგებობა მსოფლიოს საოცრებათა სიაში იქნებოდა

7, ძველ საბერძნეთში, აპოლონის ბედნიერ რიცხვად ითვლებოდა და ამიტომ, ბერძნები მას წმინდა თვლიდნენ. შესაძლოა, სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ მსოფლიოს საოცრებათა ჩამონათვალში, მხოლოდ 7 არქიტექტურული ნაგებობა და ძეგლი უნდა ყოფილიყო. ამიტომ, სია გამუდმებით იცვლებოდა და ახლდებოდა. სია, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, IV საუკუნეშია შედგენილი. თუმცა, მანამდე, სხვა სიებიც არსებობდა და როდესაც ბერძნები, სიაში შეტანილ ძეგლზე, უფრო დიდ საოცრებას აღმოაჩენდნენ, იქიდან რომელიმე ობიექტს იღებდნენ და ახალს ამატებდნენ. მოკლედ, სია სტატიკური არ იყო და გამუდმებით იცვლებოდა...


image


და ძველ ბერძნებს ინდოეთში ჩასვლის და მისი არქიტექტურული ძეგლების ნახვა რომ შესძლებოდათ, შესაძლოა, მსოფლიოს საოცრებათა სიაში, მაჰარაშტრას შტატში მდებარე, ელორის კლდეში ნაკვეთი ტაძრების კომპლექსიც მოხვედრილიყო.


image


ეს ისტორიული ძეგლი ქ. აურანგაბადის ჩრდ–დას–ით 30 კილომეტრში მდებარეობს და ინდოეთის კლდეში ნაკვეთი არქიტექტურის მწვერვალად ითვლება.


image


ელორის ბუდისტური ტაძრები მონოლითური კლდიდან არის გამოკვეთილი და შექმნის თარიღად, VI საუკუნე ითვლება. თუმცა, ალტერნატიული მეცნიერების წარმომადგენლები, მას უფრო ძველ არტეფაქტად მიიჩნევენ (ბუდიზმის დამაარსებელი სიდჰართა გაუტამა ძვ. წ. აღრ. 563 – 483 წწ. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა).

ძეგლი ყურადღებას ყველაზე მეტად, ფრესკებით და ქანდაკებებით იქცევს და ის ბუდისტური ხელოვნების შედევრებად ითვლება. თავად ინდოელი ხელოვნებათმცოდნეები კი ამბობენ, რომ კლასიკურ ინდურ ხელოვნების განვითარებას, სწორედ ელორის ტაძარმა მისცა დასაბამი. ხოლო, ინდოეთის არქეოლოგიურმა სამმართველომ, მას ინდური ხელოვნების საუკეთესო ნიმუშის სტატუსი მიანიჭა.


image





image

არხის სხვა სიახლეები:


* ჰიტლერის უკანასკნელი ინტერვიუ, რომელიც მან ბუნკერში, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, მისცა

* სულ სხვა რაკურსით – ჩვენთვის ცნობილი ნივთები შიგნიდან

* დიზაინერების საინტერესო მიგნება, რომლის ნახვა ნამდვილად ღირს (II ნაწილი), განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ სახლში, ფართის დეფიციტს განიცდით

* ხე თანამედროვე სამზარეულოს ინტერიერში – 35 კრეატიული იდეა



0
275
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
275
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0