x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რატომ გასკდა მსოფლიოში ყველაზე დიდი აკვარიუმი?

მომნუსხველი წყალქვეშა სამყარო, საოცარი და მრავალმხრივია. მაგრამ ზოგჯერ ჩვენ, უბრალოდ, ვერ ვაცნობიერებთ მის მთელ სილამაზეს და უნიკალურობას, ხშირად კი, მის არსებობას, საერთოდ ვივიწყებთ... სწორედ ამ ხარვეზის აღმოფხვრა გადაწყვიტეს ბერლინში, სასტუმრო — Radisson Blu–ს მფლობელებმა და დაწესებულების იმიჯისთვის და კლიენტების მოსაზიდად, სასტუმროს ცენტრალურ ჰოლში, მსოფლიოში ყველაზე დიდი აკვარიუმი — DomAquaree დაამონტაჟეს, რომელიც თავისი მასშტაბებით, გინესის რეკორდების წიგნშიც კი მოხვდა. აკვარიუმი მყარი მინით იყო გაკეთებული, ხოლო მისი ტევადობა 1 მლნ ლიტრს შეადგენდა, მასში 1, 5 ათასამდე სახეობის თევზი იყო.


imageDomAquaree — Radisson Blu–ს სავიზიტო ბარათი


სასტუმროში ეს უნიკალური აკვარიუმი 2003 წ. დეკემბერში გაიხსნა. აკრილის მინის ეს გრანდიოზული კონსტრუქცია კომპანია Tchoban Voss–მა შექმნა. ხოლო, პროექტის ავტორი, რუსი არქიტექტორი სერგეი ჩობანი იყო.


image


აკვარიუმში, რომელიც 12, 8 მლნ ევრო დაჯდა, ასამდე ეგზოტიკური თევზი მოათავსეს და გასული წლის 16 დეკემბრამდე, ის ყველაზე დიდი ცილინდრული აკვარიუმი იყო მსოფლიოში.


image


მის ცენტრში მინის ლიფტი იყო ჩამონტაჟებული, რომლის სიმაღლე 16 მ–ს შეადგენდა, ხოლო თავად კონსტრუქცია 9 მეტრიან «ფეხზე» იდგა. ხოლო, ნაგებობის საერთო სიმაღლე, თითქმის 25 მ. იყო. რაც შეეხება გარე დიამეტრს, –ის 11, 5 მ–ს შეადგენდა.


image


აკვარიუმის ლიფტში, ერთდროულად, 40 ადამიანი ეტეოდა და 19 ევროდ, ლიფტით მგზავრობა და ზღვის ფაუნის დათვალიერება შეიძლებოდა.



image


აკვარიუმში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 97 სახეობის, 1500–მდე თევზი იყო. ყოველდღიურად მათ 8 კგ–მდე საკვები ესაჭიროებოდათ, ხოლო კედლებს ჭუჭყისგან 3-4 აკვალანგისტი ასუფთავებდა.


image


ორი წლის წინ, ექსპლუატაციიდან თითქმის 17 წლის შემდეგ, DomAquaree–ის კაპიტალური შეკეთება გადაწყდა. სპეციალისტებმა ლიფტის მოდერნიზება მოახდინეს, შეცვალეს სილიკონის ლუქები და აღჭურვილობა, რომელიც წყალქვეშა მაცხოვრებლების სასიცოცხლო აქტივობას უზრუნველყოფდა. რემონტზე 2, 6 მლნ ევრო დაიხარჯა და ეს საოცარი აკვარიუმი, 2022 წლის ზაფხულში ექსპლუატაციაში ისევ შევიდა. მაგრამ, იმავე წლის 16 დეკემბერს გასკდა…


2022 წლის 16 დეკემბერი


დილის 5 საათსა და 45 წუთზე, სასტუმროს ბინადარნი, ბზარის გაჩენის ძლიერმა ხმამ გააღვიძა და წყლით სავსე გიგანტური ნაგებობა, ძალიან სწრაფად ჩამოიშალა. რამდენიმე წამში, ჰოლი, პირველი სართული და სარდაფი წყალმა დატბორა. დარტყმის ტალღამ კარ–ფანჯარა ნაწილებად დაშალა, ხოლო ავეჯი ქუჩაში გარიყა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აკვარიუმის წყლის ნგრევის ძალა იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ის სეისმოლოგიურმა სადგურებმაც კი დააფიქსირა.


image


გატეხილი მინით, ორი ადამიანი დაშავდა და აკვარიუმის თითქმის ყველა ბინადარი დაიღუპა. მხოლოდ თევზის იმ სახეობების გადარჩენა, რომლებსაც წყლის გარეშე, გარკვეული პერიოდის მანძილზე, არსებობა შეუძლიათ.


imageimage


ინციდენტის მიზეზი


შემთხვევის ადგილზე, მაშინვე მივიდნენ აკრილის პანელების მწარმოებელი, ამერიკული კომპანიის წარმომადგენლები. ექსპერტიზის დასკვნა კი ასეთი იყო: მსოფლიოში ყველაზე დიდი ცილინდრული აკვარიუმის განადგურებისთვის, განსაკუთრებული მიზეზი არ იყო საჭირო. ის თავისთავად ჩამოიშალა, სამშენებლო მასალის დაძველების გამო, რომელიც გამოწვეული იყო მექანიკური დაზიანებით და მინის პანელებში მცირე ბზარების დაგროვებით.


image


P.S. უნდა აღინიშნოს, რომ ბერლინში მომხდარი ინციდენტი, სამწუხაროდ, სენსაციას არ წარმოადგენს... პირველი მსგავსი შემთხვევა, 2010 წ. დუბაი–მოლში მოხდა და მაშინ 10 მლნ. ლ. ტევადობის აკვარიუმი გასკდა.
მსგავს შემთხვევას ადგილი, 2012 წ. შანხაიშიც ჰქონდა – Dongfang სავაჭრო ცენტრში დამონტაჟებული აკვარიუმი გასკდა. დამსხვრეული კედლების და წყლის დარტყმითი ტალღის გამო, 50–ზე მეტმა ადამიანმა მიიღო დაზიანება, დაიღუპა 7 ზვიგენი და ზღვის კუ. მაშინ ინციდენტის მიზეზად, ცუდი ხარისხის ჩინური მინა დაასახელეს.


image

არხის სხვა სიახლეები:


* "რას უზამდით ჰიტლერს, ტყვედ რომ ჩავარდნილიყო?" – ჰკითხა ჩერჩილმა სტალინს...

* სტალინი, ჰიტლერი, პუტინი – ევროპის უახლეს ისტორიაში, ყველა ომი მათი მიზეზით მოხდა

* ყალბი ფოტოები, რომელიც ბევრს ნამდვილი ჰგონია



0
305
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
305
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0