x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ყველაზე იდუმალი წიგნი მსოფლიოში, რომელიც დღემდე ვერავინ გაშიფრა

ცოდნის გადაცემის უპირველესი მეთოდი კაცობრიობის ისტორიაში ზეპირი გადაცემა იყო. ძველი ცივილიზებული სახელმწიფოების მეცნიერები ცდილობდნენ ინფორმაციის გადაცემას უფრო სისტემური მეთოდებით- წერილობითი სახით, რამაც პიქტოგრამების, იეროგლიფებისა და ანბანების გაჩენა გამოიწვია. ქაღალდის გაჩენამდე კი ადამიანები წერდნენ ყველაფერზე, რაც ხელთ მოხვდებოდათ- თიხის ფირფიტებზე, კედლებზე, ფოლადის ნაჭრებზე და ხის მერქანზე. ძველ დროში ჩამოყალიბდა წიგნის კონსტრურების ორგანიზაცია- ფირფიტების ან ფურცლების ერთობლიობა, რომლებიც შეკრული იყო ოზმის ან ბლოკის სახით. მე-XIII საუკუნიდან ევროპაში წიგნის საწარმოებლად უკვე ქაღალდს იყენებდნენ.


წიგნი ინფორმაციის მნიშვნელოვანი საშუალება, ცოდნის გავრცელების, განათლებისა და აღზრდის იარაღია. 1629 წელს პირველი ნაბეჭდი ქართული წიგნი გამოვიდა რომში. ეს იყო ქართული ანბანი ლოცვებითურთ და ქართულ-იტალიური ლექსიკონი. მე-18 საუკუნეში თბილისშიც მოეწყო სტამბა და უკვე 1709 წელს დაიბეჭდა "სახარება", "დავითნი", "სამოციქულო" და "ვეფხისტყაოსანი".


გასული საუკუნეებიდან დღემდე ისტორია სავსეა რიგი წიგნებისა და მათში ავტორების მიერ მოცემული იდუმალებისა, რომელთა ამოხსნა არცთუ ისე ძნელი აღმოჩნდა, თუმცა არსებობს ისეთი წიგნებიც, რომელთაც მეცნიერები ჩიხში შეიყვანა და ნამდვილ თავსატეხს წარმოადგენს.

image

გთავაზობთ სტატიას ყველაზე იდუმალ წიგნზე მსოფლიოში, რომლის გაშიფვრა მეცნიერებმა დღემდე ვერ მოახერხეს.


წიგნს სახელწოდებაც კი არ გააჩნია და უბრალოდ შეგვიძლია ვუწოდოთ "უცნობი, უცნობი, უცნობი", რადგან მისი ავტორი, ენა და ანბანიც კი უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ წიგნი შედგენილია ადრეული რენესანსის ეპოქაში დაახლოებით 1404-1438 წლებში და დართული ნახატების მიხედვით ცნობილია, რომ ავტორი კარგად ცნობდა ჩრდილოეთ იტალიის მაშინდელ არქიტექტურას.


წიგნის გაშიფვრას მეცნიერები, მოყვარულები თუ კრიპტოანალიზიკოსთა პროფესიონალები ცდილობდნენ ხანგრძლივი დროის მანძილზე და 2003 წელს მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ წიგნში წარმოდგენილია სიმბოლოების კომპლექტი. 2013 წელს კი ფიზიკოსმა Marcelo Montemurro-მ უარყო 10 წლის წინანდელი დასკვნა და ამტკიცებს, რომ სემანტიკური მოდელები ტექსტში განსაზღვრავს დაშიფრულ გზავნილებს.


წიგნი ამჟამად შედგება 240 გვერდისგან, რამოდენიმე ფურცლის დაკარგვამდე კი სულ 272 გვერდი იყო. თითოეული გვერდის ზომა 16.2 -23.5 სმ-ზეა, სისქე კი 5 სმ-ია. მოცემული ილუსტრაციები- ბოტანიკური, ასტრონომიული, ბიოლოგიური, ფარმაცევტული, კოსმოლოგიური და რეცეპტები მიუთითებს, რომ მასში სულ ექვსი თავისგან შედგება. "დროებით" ატარებს მფლობელის Wilfrid Voynich-ის სახელს, რომელსაც 1912 წელს გადაეცა. ამჟამად კი ბეინეკში, იელის უნივერსიტეტში იშვიათი წიგნების ბიბლიოთეკაში ინახება.


imageimageimageimageimageimage

0
3191
19-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
3191
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0