x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
ბავშვთა ბულინგი სკოლებში
imageაეროს ბავშვთა
ფონდმა (unicef) 2008 წელს სკოლებში არსებული
ძალადობის - ბულინგის - შემთხვევებიც შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ გამოკითხული ბავშვების
80%-მა თანატოლების მხრიდან ერთხელ მაინც განიცადა ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობა.


ბულინგი- ბავშვთა ძალადობა, აქტუალური პრობლემაა მთელ მსოფლიოში და როგორც unicef-ის კვლევის შედეგებიდან ჩანს საქართველოშიც.რა არის ბავშვთა სისასტიკის მიზეზი? ვინ არის პასუხისმგებელი მსგავსი მოვლენების პრევენციაზე?
რა ზომები უნდა იქნას მიღებული, რათა მინიმუმადე დავიყვანოთ ბულინგის საფრთხე?


სამეცნიერო ლიტერატურაში სასტიკი მოპყრობის აღსანიშნავად იყენებენ ტერმინებს – ბულინგი (ინგ. bully-ხულიგანი, მოძალადე).ბულინგი წარმოადგენს აგრესიულ და ნეგატიურ ქცევას, რომელიც რეგულარულად ხორციელდება და არის განზრახული, მიზანმიმართული აქტიობა.ეს შეიძლება იყოს სისტემატიური დაცინვა, მსხვერპლის ნივთების დაზიანება, ფულის ან პირადი ნივთების გამოძალვა, აბუჩად, მასხრად აგდება.ბულინგი განსაკუთრებით ხშირად გვხვდება შუა ბავშვობის და ადრეული მოზარდობის პერიოდში.


ბულინგი გვხვდება როგორც გოგონებში, ასევე ვაჟებში თუმცა განსხვავდებიან ბულინგის სტრატეგიებითა და ფორმებით. გოგონები იყენებენ ზეწოლის ირიბ ფორმას (ჭორების გავრცელება, ურთიერთობის შეწყვეტა და ა. შ.), ხოლო ბიჭები მიმართავენ ფიზიკურ ბულინგს (პანღურის ამორტყმა, ხელის კვრა და ა.შ.)



ბავშვთა საზოგადოებაში არსებობს ძალადობის მსხვერპლთა “რისკის ჯგუფი”, რომელშიც შეიძლება მოხვდნენ: ფიზიკური ნაკლის, თავისებური ქცევის, სხვა ეროვნების, ცუდი ჯამრთელობის, დაბალი სოციალური სტატუსის მქონე ბავშვები და ა.შ.


აგრესორ ბავშვს ბულინგის განხორციელების გარკვეული მოტივაცია ამოძრავებს მაგ. კონკურენცია, შურისძიება, მორჩილება ლიდერისადმი, მიუღებლობა, სამართლიანობის აღდგენა და სხვა.პირველი სისტემატიზირებული ბულიგის კვლევა ჩაატარა ოლვეუსმა (Olweus, 1984) 1970 წლების დასაწყისში ნორვეგიაში და დაახლოებით 7% სკოლის მოსწავლეებისა მან მიაკუთვნა აგრესორთა ჯგუფს.


ოლვეუსის (Olweus, 1984) “სკეჩ-თეორიის” თანახმად, მოძალადესაც და მსხვერპლსაც აქვთ ტიპიური მახასიათებლები.
მოძალადის ტიპიური მახასიათებლებლად შესაძლებელია მოგვევლინოს: სხვებზე ბატონობის მოთხოვნილება, იმპულსურობა, ხშირად აგრესიულად და გამომწვევად იქცევიან უფროსების მიმართ ხოლო თუ მოძალადე ბიჭია, მაშინ ის ფიზიკურად ძლიერია.
ბულინგის მსხვერპლი ბავშვის ტიპიური მახასიათებლებია: მორიდებულობა, ჩაკეტილობა, ასევე აქვთ დაბალი თვითშეფასება, მიდრეკილნი არიან დეპრესიისადმი და თავის თანატოლებთან შედარებით ხშირად ფიქრობენ თვითმკვლელობაზე, ხოლო თუ ბიჭია, მაშინ ის თავის თანატოლებთან შედარებით, ფიზიკურად სუსტია.


ბულინგის მონაწილეთა მახასიათებლები შეისწავლა არაერთმა მეცნიერმა, თუმცა საბოლოოდ უნდა ითქვას, რომ ბულინგის მსხვერპლის პრობლემები შემდეგია: დეპრეისია, თვითშეფასების დაქვეითება, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთქმედების პრობლემები.ძალადობის მსხვერპლი ბავშვი შეიძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ განიკურნოს ფიზიკური დაზიანებისგან ან განიცდიდეს მუდმივ შიშს, შფოთვას, თავს დამცირებულად ან დათრგუნულად გრძნობდეს.


როგორც წესი ტიპიური მოძალადე საკუთარ თავში დარწმუნებულია. მოძალადე იყენებს საკუთარ ძალას მიზანმიმართულად, ინარჩუნებს სიმშვიდეს და გულგრილობას.მეცნიერთა აზრით, ბულინგის ინიციატორი ბავშვები აგრესიულობის დემონსტრირებას მოზრდილობის ასაკშიც აგრძელებენ და ხშირად ცხოვრების კრიმინაკურ გზას ირჩევენ.


ბულინგის პროცესი არის სოციალური სისტემა სადაც, თითოეულ მონაწილეს აქვს გარკვეული როლი.იკვლევდნენ ბულინგის როლების გამძლეობის საკითხს. ა.სურანდერმა ჩაატარა ლონგიტუდური კვლევები, რომლებმაც აჩვენეს, რომ 8 წლის შემდეგ აგრესორთა 11% და მსხვერპლთა 12% შეინარჩუნა თავისი პოზიცია კლასში. სხვა მონაცემების მიხედვით კი ბულინგში მონაწილეთა ნახევარი 4 წლის შემდეგაც თამაშობდნენ იგივე როლებს. მ.შეფფერი (М. Шеффер) მივიდა დასკვნამდე, რომ როლის გამძლეობა დამოკიდებულია კლასის სტრუქტურაზე: რაც უფრო მკაცრია, მით
უფრო რთულია სკოლის მოსწავლისათვის თავი დააღწიოს თავის როლს.


როგორ ამოვიცნოთ ბულინგის მსხვერპლი ბავშვი?


ბულინგზე ბავშვები განსხვავებულად რეაგირებენ, აქედან გამომდინარე,
მშობელს შეუძლია ამოიცნოსარის თუ არა მისი შვილი ბულინგის მსხვერპლი.


ბულინგის მსხვერპლი ბავშვები გარკვეული ქცევითი და ემოციური მახასიათებლების მატარებლები არიან.
ამ შემთხვევაში ქცევითი მახასიათებლებია: უფროსებისა და თანატოლებისგან დისტანცირება, ნეგატივიზმი ბულინგის თემის განხილვისას და აგრესიულობა.
რაც შეეხება ემოციურ მახასიათებლებს, ესენია: დაძაბულობა და შიში თანატოლების დანახვისას, გაღიზიანებადობა და ფხუკიანობა, ასევე დარდი, წუხილი, გუნება-განწყობილების ხშირი ცვლილება.


ბულინგის დროს ფსიქოლოგიური ტრავმა შეიძლება იმ ბავშვებმაც მიიღონ, რომლებიც ძალადობის უშუალო მსხვერპლი არ არიან, მაგრამ არიან ტერორის, დევნის ფაქტის შემსწრენი. ასეთ ბავშვებს ეშინიათ, თვითონაც არ გახდნენ აგრესიის მსხვერპლი.დადგენილია, რომ მათი თვითშეფასება მნიშვნელოვნად ქვეითდება, უჩნდებათ საკუთარი უსუსურობის განცდა. მათი პოზიციაა _ “კარგია, რომ მე არ დავზარალდი”.
დევისმა (Davies, 1990) შეისწავლა პედაგოგების დამოკიდებულება ბულინგის მიმართ და გააკეთა დასკვნა, რომ ისინი განიცდიან ბრაზისა და საკუთარი უსუსურობის შერეულ გრძნობას ანალოგიურად მოსწავლეები თვლიან, რომ პედაგოგები ვერ შეძლებენ მათ დაცვას და შედეგად ვღებულობთ ე.წ. “სიჩუმის შეთქმულებას”.

როგორ მოვახდინოთ ბულინგის პროფილაქტიკა?


ბულინგის პროფილაქტიკა უნდა განხორციელდეს 3 მიმართულებით:უნდა შეიქმნას ისეთი პირობების, სადაც ბულინგი ვერ განხორციელდება, ბავშვი დავიცვათ
სტრესისგან განვახორციელოთ ორგანიზმის დამცავი ძალების განმტკიცება, როგორც “ჯამრთელი”, აგრეთვე იმ ბავშვებისთვის ვისაც აქვს სომატური ან ფსიქიკური პრობლემები.

პირველ რიგში, სკოლამ უნდა აღიაროს აღნიშნული მოვლენის არსებობა. სასურველია სკოლის თანამშრომლებს შეუერთდნენ ბავშვებიც და მშობლებიც. პირველად უნდა დადგინდეს პრობლემის მაშტაბი. ეს შეიძლება განხორციელდეს მოსწავლეების, მასწავლებლების და მშობლების ანონიმური გამოკითხვით – ჰქონიათ თუ არა სკოლაში პრობლემები, იცნობენ ვინმეს, ვისაც აქვს პრობლემები სკოლაში, ხომ არა აქვთ დაუცველობის განცდა.

შემდეგ, უნდა განისაზღვროს პრობლემა -მისი არსი, სერიოზულობა, სიხშირე, ხანგრძლიობა, მსხვერპლის, მოძალადის, მოწმის მდგომარეობა, ასევე შემუშავდეს სამოქმედო გეგმა.
საბოოოლოდ, უნდა მოხდეს შემუშავებული გეგმის რეალიზაცია, რომელიც
მოიცავს შემდეგ პირობებს: სკოლაში ძალადობის ნებისმიერი აქტის მიუღებლობა, დაკვირვების განხორციელება სკოლის დერეფანში, ეზოში, ბუფეტში;მუშაობა კლასთან, თავისუფალი დისკუსიის რეჟიმში;ფსიქოლოგის მუშაობა მოძალადე ბავშვთან და მსხვერპლთან.


რა რჩევები შეიძლება მივცე პედაგოგებს?
- შეეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და მართოთ სიტუაცია.
- სერიოზულად მოეკიდეთ ბავშვის მონათხრობს ბულინგის შესახებ, მიიღეთ შესაბამისი
ზომები და შესთავაზეთ ძალადობის მსხვერპლს კონკრეტული დახმარება, რჩევა.
- მოიქეცით ისე, რომ მოძალადე მიხვდეს, რომ მისი ქცევა არ მოგწონთ და შეეცადეთ დაანახოთ მოძალადეს მსხვერპლის შეხედულება.მკაფიოდ და ნათლად აუხსენით მოძალადეს რისთვის და როგორ ისჯება.მოძალადის მიმართ გამოიყენეთ სანქციები.
-დააწესეთ კონკრეტული და მკაცრი შეზღუდვები, რომელსაც მიმართავთ ბულინგის გამეორების შემთხვევაში.
- გააძლიერეთ კონტროლი. იყავით ბავშვთან ახლოს როცა ის სხვა ბავშვებთან ერთად თამაშობს.
-გასათვალისწინებელია, რომ რთულ შემთხვევაში მიმართოთ ფსიქოლოგს.ძალადობის მსხვერპლს და მოწმეს უნდა გაეწიოს კვალიფიციური დახმარება. რთული შედეგების შემთხვევაში უნდა მოხდეს მსხვერპლი ბავშვის რეაბილიტაცია.

0
778
შეფასება არ არის
ავტორი:თამუნა ბასილაია
თამუნა ბასილაია
778
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0