x
მშობელი-შვილის ურთიერთობის გავლენა ბავშვზე– გიპოპროტექცია.

ყველა მშობლის ბავშვთან დამოკიდებულება განსხვავებულია. არსებობს აღზრდის ტიპები, რომლებიც განისაზღვრება მშობლის ორი სახის დამოკიდებულებით: ერთი- სიყვარული და სითბო და ორი– ბავშვზე კონტროლის დონე. კონტროლის დონე, რომელიც ვარირებს ავტორიტარული სტილიდან თავაშვებულობამდე და სიყვარული და სითბო ორივე ეს საკმაოდ ძლიერ მოქმედებს ბავშვის ხასიათის ჩამოყალიბებაზე. არსებობს უამრავი კვლევა რომელიც აჩვენებს ამ ორი ფაქტორის მნიშვნელობას. ასევე ამ ორი ფაქტორის გარდა მკვლევრები გამოყოფენ "მშობელის განგაშისა და ბავშვის გათამამების დონეს", რომლის უკიდურესი სახე თავისთავში მოიცავს ძლიერ ემოციურ დამოკიდებულებას ბავშვთან რომელიც ხელს უშლის მშობლის გაწონასწორებულ და ფხიზელ მსჯელობას.

ოჯახური ურთიერთობები და განსაკუთრებით ბავშვის აღზრდის საკითხი მნიშვნელოვან როლს უნდა იკავებდეს ნებისმიერი მშობლის ცხორებაში რადგან უსიტყვოდ დიდი კვალს ტოვებს პატარის მთელ შემდგომ ცხოვრებაზე. ამის მიუხედავად არსებობს უამრავი მშობელი, რომელსაც აღზრდის არასწორი პოზიციია გააჩნია. ასეთი პოზიციები მჟღავნდება ბავშვის მიმართ ყურადღებისა და ზრუნვის ნაკლებობაში ან/და გადაჭარბებული კონტროლი დონით. ამ ყველაფერს თავისი ტერმინი აქვს მინიჭებული - გიპოპროტექცია. ეს სახელწოდება არ არის შემთხვევით, რადგან მსგავსი დამოკიდებულების შედეგად ბავშვი განიცდის დაცვის (პროტექციის, Eng, protect) დეფიციტს. ასეთი ბავშვი არ ენდობა გარე სამყაროს და გამუდმებით განიცდის მარტოობას. მშობლები ამ პოზიციამდე რიგი მიზეზების გამო შეიძლება მივიდნენ. შესაძლოა დედა ან/და მამა უყურადღებო ან ცივი პიროვნება კი არ არის არამედ უბრალოდ ცდილობს ჰიპერმზრუნველი არ იყოს და ბავშვი დამოუკიდებლობას მიაჩვიოს ამასობაში კი მეორე უკიდურესობაში ვარდება. ასეთ შემთხვევაში ეს პრობლემა ადვილად გვარდება კარგი პედაგოგი ან ფსიქოლოგის დახმარებით.
imageასეთ გიპოპროტექციას შეგვიძლია "მარტივი შემთხევევა" ვუწოდოთ. სამწუხაროდ ასეთი "მარტივი შემთხვევების" გარდა უფრო რთული ვითარებაც შეიძლება შეგხვდეს მშობლის ბავშვთან ურთიერთობებში. უფრო რთული შემთხვევები შეიძლება იმ მიზეზით აიხსნას რომ მშობელს რეალურად უღელვებელი დამოკიდებულება აქვს შვილის ბედის მიმართ. ასეთი მშობლები, როგორც წესი, მსგავსი დამოკიდებულების დამასვას ცდილობენ. ეს მცდელბები ხშირად გამოიხატება პატარასთვის მიძღვნილ ძვირადღირებულ საჩუქრებში, ბავშის გათამამებაზე მსჯელობებით და ა.შ. ამ ყველაფერში საინტერესოდ შეიძლება ის ჩაითვალოს, ყველა ეს მოქმედება არა მხოლოდ გარემოს გაკიცხვის შიშით სრულდება არამედ ადამიანები ასეთ დროს საკუთარ ნამუსსაც გაურბიან. ამ დროს მშობლები შეიძლება ვშვილებს ზედმეტადაც აკონტროლებდნენ, რაც ასევე მხოლოდ ფორმალობას წარმოადგენს. ისინი თითქოსდა ზრუნავენ მათზე როდესაც სინამდვილეში პატარას მხოლოდ ყურადღება და სითბო სჭირდება, სჭირდება ადამიანი რომელიც მასთან ერთად გაიკვირვებს, გაიხარებს, დაინტერესდება და ჩაეფლობა მის პრობლემებსა და წუხილში.


შვილის მიმართ სიცივე და უდარდელობა არაა ერთადერთი ცუდი გამოვლინება მშობელი-შვილის ურთიერთობაში. მეორე უკიდურესობაა შვილის კუმირად გადაქცევა. მსგავსი ფენომენი დამახასიათებელია ოჯახებისთვის სადაც ბავშვი დიდი ხნის განმავლობაში დაავადებულია ან იყო დაავადებული ქრონიკული სომატური დაავადებით ან/და გააჩნია/ გააჩნდა ფიზიკური დეფექტები. ამ დროს პატარის აღზრდა ცენტრალურ საზრუნავად იქცევა და მშობლები მათ უკიდურეს ზედამხედველობას უწევენ, მათ აქვთ მისწაფება ბავშვს ნებისმიერი წვრილმანი საზურნავი მოხსნან და დაუკმაყოფილონ ყვენაირი მოთხოვნილება მაქსიმალურად. image


ორივე ზევით აღწერილი აღზრდის სტილი პრობლემური აღზრდის მაგალითია. არსებობს პრობლემური აღზრდის ბევრი სხვა მაგალითებიც თუმცა მათი ჩამოთვლა ნაკლებად თუ გამოადგებათ თავად მშობლებს. ეს ინფორმაცია ფსიქოლოგებისა და ბედაგოგებისთვისაა საჭირო, რათა დაეხმარონ ოჯახებს რომლებიც ამისსთვის კონსულტაცაიზე მიუვლენ, ხოლო ის რისი ცოდნაც მშობლებს სჭირდებათ არის ბალანსირება. ბალანსირებულ აღზრდის სტილად ხშირად მიიჩნევა ავტორიტარული აღზრდის სტილი რომელიც არის კომბინაცია სითბოსა და გარკვეული მკაცრი კონტროლის. მკაცრი კონტროლი ამ შემთხვევაში ისეთი სახისაა რომელიც ხორციელდება გაკრვევით, მიმდევრობით და ბავშვისთვის გასაგებად. ამ შემთხევვაში ბავშვებმა იცინა რას უნდა მოელოდეს, თუ მათ დაარღვიეს მშობლების მიერ წაყენებული წესები.

image"პრობლემური აღზრდის სტილი ბევრია, სწორი კი ავტორიტარული"-მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ვიღაცამ ასე ჩათვალოს, ალბათ ეს ასე მაიცნ არ არის. ასე ვთვათ, დადებითI აღზრდის სტილებიც არაერთი მოიძებნება თუმცა მთავარია მშობლის არჩევანი გათვითცნობიერებული და ცვალებადი იყოს. აღზრდის ტიპი უნდა იცვლებოდეს ბავშვისთვის საჭირო მომენტში და უნდა შეესაბამებოდეს როგორც ბავშვს ისე მშობლებს, მათ ხასიათს. მთავარი საზრუნავი კი ყოველთვის პატარის ბედნიერებაა, რისთვისაც არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ყურადღება, ზედამხედველობა, სიყვარული და სითბოა საჭირო.

0
55
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთევან ბაირამაშვილი
ქეთევან ბაირამაშვილი
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0