x
რელიგია როგორც მოთხოვნილება
დღეს მსოფლიოში ადამიანების საკმაოდ დიდი პროცენტი რელიგიურია, მაგრამ რა განაპირობებს რელიგიურობის არჩევანს და ამ სახის რწმენის ცხოვრების სხვადასხვა სიტუაციებში აქტიურად გამოვლენას. ის რომ ადამიანების
რელიგიურობა, როგორც წესი, ცხოვრების ყველა ასპექტში იჩენს თავს, შეიძლება მიგვიყავნოს აზრამდე, რომ ის გარკვეულწილად მოთხოვნილებას წარმოადგენს. შევეცდები ეს ფენომენი აბრაამ მასლოუს მოტივაციების თეორიის ფარგლებში ავხსნა, როგორც მოვლენა რომელიც შესაძლოა ასევე მოთხოვნილებას წარმოადგენს.

მასლოუს მიხედვით ყველა ადამიანი თავისი ცხოვრების
მანძილზე მსგავსი გზით მიდის. მან ცხოვრების მანძილზე გარკვეული მოთხოვნილებები უნდა დაიკმაყოფილოს და ეს უზრუნველყოფს მის რეალიზაციას. ამ მოთხოვნილებების პირველი საფეხურს ფუნდამენტალური მოთხოვნილებები წარმოადგენს, რომლის არ დაკმაყოფილების გარეშე ადამიანი ვერ იარსებებს ან/და სერიოზულ ზიანს მიაყენებს საკუთარ ფიზიკურ მდგომარეობას. შემდეგი სამი შრე არის, ე.წ. დეფიციტური საჭიროებები. მათი არ დაკმაყოფილების შემთხვევაში ფიზიკურად ადამიანს არაფერი მოუვა, თუმცა ფსიქოლოგიურად მძიმე მდგომარეობაში იქნება გარკვეული დეფიციტის განცდის გამო. ბოლოს კი, თვითრეალიზაციის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ადამიანი სრული ბედნიერების შეგრძნებამდე მიყავს. ეს საჭიროებები იძენს პირამიდის სახეს, რასაც მასლოუს მოთხოვნილებების პირამიდა ეწონდება.
მასლოუს პირამიდა
ამ პირადმიდაში პირველ
ადგილზეა ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები, რომელშიც შედის საკვები, ძილი სექსუალური აქტიობა
და ა.შ. შემდეგ მოდის დაცულობის, უსაფრთხოების საჭიროება. შემდეგ სიყავრული, პატივისცემა
და ბოლოს თვითრეალიზაცია. იმისათვის, რომ განვიხილოთ თუ რომელი საფეხურის საჭიროებებში ჯდება რელიგიურობის მოთხოვნილება, მოკლედ განვიხილოთ ის თითოეული პირამიდის
საფეხურზე არსებული მოთხოვნილება-საჭიროებებთან ერთად.


პირველი საფეხური, ეს როგორც უკვე ავღნიშნეთ ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებია. მასში რელიგია მოთავსდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ეს რწმენა მიგვიყვანდა ამ სახის საჭიროებების დაკმაყოფილებამდე. ჩვენ, ისტორიის საფუძველზე, ვიცით რომ ყოფილა ასეთი შემთხვევებიც ძველ დროს, როდესაც ადამიანებს არ უტოვებდნენ სხვა გზას რამე კონკრეტული რელიგიის აღიარების გარდა.


რელიგია, როგორც უსაფრთოხების მოთხოვნილება მარტივად შეიძლება განვმარტოთ, რადგან ღმერთი ბევრის თვალში სწორედაც რომ იმ დამცველ ფუნქციას ასრულებს, რომლის შესრულებაც ალბათ სხვას არ ძალუძს. ადამიანებს შეიძება სწამდეთ, რომ მათ იცავს უხილავი, აბსოლუტური, კეთილი ძალა და ეს აძლევთ მათ უსაფრთოხოების შეგრძნებას. საკმაოდ ხშირად ვიგებთ შემდეგი სახის ფრაზებს, -"ღმერთი შენთანაა, არ ინერვიულო, ყვეალფერი კარგად იქნება." და მსგავსი ფრაზები ხშირად მართლაც დამაწყნარებლად მოქმედებს.


სოციალურ მოთხოვნილებებში რელიგია ასევე მარტივად შეიძლება განვმარტოთ. ადამიანი სოციალური რეალიზების მიზნით ირჩევს იმ რელიგიას, რომლის მიმდევარიც ჯგუფის სხვა წევრები არიან, ამ ჯგუფთან მიკუთვნებულობის მიზნით. მაგალითად, პატარა ბავშვს შეიძლება საერთოდაც ეგონოს, რომ ის ეყვარებათ მაშინ თუ ისაც რელიგიური იქნება.



რელიგიურობამ ასევე თვითპატივისცემის გრძნობაც შეიძება გაუჩინოს ადამიანს. ადამიანი საკუთარ თავს როგორც წესი აფასებს, როგორც საკუთარი თავიდან გამომდინარე, ასევე სხვების აზრის გათვალისწინებით. ადამიანმა შეიძლება ჩათვალოს, რომ ის პატივსაცემია რელიგიურობის გამო, რადგან მან სწორი გზა აირჩია სხვებისგან განსხვავებით, ან/და იმიტომ რომ ის თავისი რელიგიის ყველა წესს მისდევს.


ბოლოს კი თვითრეალიზაცია. ადამიანი თვითრეალიზდება რელიგიით, როდესაც მისი ცხობვრების მთავარ აზრს სწორედ რელიგია წარმოადგენს. ადამიანი რომელიც ცხოვრობს რელიგიით შეიძლება იყოს სასულიერო პირი, ბერი.


რელიგიადასკვნის სახით, შემიძლია ვთქვა რომ რელიგია, მართლაც რომ ჩვენი ცხოვრების ბევრ ასპექტში იჩენს თავს. ის გვეხმარება დავიკმაყოფილოთ გარკვეული მოთხოვნილებები, თუმცა ისინი ასევე მის გარეშეც შეიძლება დაკმაყოფილდეს. არსებობს ადამიანის ნაწილი რომელიც არ არიან რელიგიურები. ასეთი ადამიანები შეიძლება სულაც არ საჭიროებდნენ რელიგიას, თუმცა დაიკმაყოფილონ მასლოუს პირამიდის ყველა საფეხური და თვითრეალიზდნენ კიდეც. ეს კი მეტყველებს, რომ რელიგია, როგორც ასეთი, არ წარმოადგენს კონკრტულ მოთხოვნილებას, თუმცა მისი დახმარებით, როგორც უკვე აღვნიშნე, შესაძლებელია დავიკმაყოფილოთ გარკვეული მოთხოვნილებები. ის კი, ვიქნებით თუ არა რელიგიურები, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხერხებს ვირჩევთ და როგორ ვიკმაყოფილებთ ჩვენ საჭიროებებს.

0
290
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთევან ბაირამაშვილი
ქეთევან ბაირამაშვილი
290
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0