სხვა ჰერმანის ბადე: რამდენ შავ წერტილს ხედავთ თქვენ? 2016, 18 სექტემბერი, 23:40 ზოგიერთ შემთხვევებში ადამიანის თვალს არ შესწევს უნარი გადაამუშაოს ინფორმაცია და სწორედ ამ დროს წარმოიქმნება ოპტიკური ილუზია. მსგავსი მოვლენის ყველაზე საინტერესო მაგალითების რიცხვშია- ეგრეთწოდებული „ჰერმანის ბადე“. ჯერ კიდევ 1879 წელს გერმანელმა ფიზიოლოგმა ლიუდიმარ ჰერმანმა აღმოაჩინა „მოციმციმე ბადის“ ოპტიკური ილუზია : თეთრი ხაზების გადაკვეთაზე მუქი წერტილების დანახვაა შესაძლებელი, თუმცა სინამდვილეში ისინი იქ არ არიან. სპეციალისტები დიდი ხანია სწავლობენ ოპტიკური ილუზიის სხვადასხვა სახეობებს, მაგრამ ამ ნაშრომების შედეგები ადამიანთა ფართო წრისთვის ყოველთვის არაა ცნობილი. ახლახანს სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა თავის გამომწერებს შეახსენა 2000 წლის გამოკვლევები, განათავსა რა საიტზე გამოსახულება _ „ ჰერმანის ბადე“-ს ვარიანტი. ხაზების გადაკვეთაზე მდებარეობს 12 შავი წერტილი, მაგრამ ადამიანის თვალს არ შეუძლია ყველა მათგანის ერთად დანახვა. ინდივიდუალურ მახასიათებლებზეა დამოკიდებული ის, რომ ადამიანი ხედავს მხოლოდ რამდენიმე წერტილს, ამასთან ერთად ისინი ქაოტურად გადაადგილდებიან სურათზე. ეს ასე აიხსნება: თვალის მეზობელი ნეირონები ერთმანეთზე ახდენენ დამამუხრუჭებელ ზეგავლენას, ხოლო ტვინი, თავის მხრივ, გამოსახულებას ავსებს საკუთარი წარმოსახვით. ამგვარად, თვალი ვერ ხედავს მთლიან სურათს ან ხედავს იმას, რაც სინამდვილში არაა. მსგავს მაგალითებს მიეკუთვნება - ცნობილი კაბა და მისი გაუგებარი ფერთა გამა. ( კაბა, რომელიც სინამდვილეში შავია) 1514 11-ს მოსწონს
|