x
image
melody_inside
როგორ  აჯვარებდა ადამიანს  მაიმუნთან  საბჭოთა მეცნიერი აფრიკაში და სოხუმში
image




...იზრდება უფრო სწრაფად, 3-4 წლის ასაკში არაჩვეულებრივ ძალას ფლობს, გაცილებით ნაკლებ მგრძნობიარეა ტკივილის მიმართ, ყველა გართობას შორის უპირატესობას ანიჭებს სექსუალურ ტკბობას. მისი მნიშვნელოვანი უპირატესობებია - მართვის სიმარტივე და უმწიკვლოდ მორჩილი. გამოყენების შესაძლებლობები უსაზღვროა - ნესტიან სამუშაოებიდან დაწყებული, ჯარისკაცობით დამთავრებული. ...ილია ივანოვი, ბიოლოგი, სელექციონერი.





image




აი, როგორი შეიძლება ყოფილიყო მომავლის საბჭოთა ადამიანი. ყოველ შემთხვევაში, ასე ოცნებობდა ამაზე ბიოლოგი ილია ივანოვი, რომელმაც 1925 წელს სსრკ-გან 10 000 დოლარი მიიღო აფრიკაში კვლევების ჩასატარებლად.




რა თქმა უნდა, მეცნიერისთვის ასეთი თანხა უბრლოდ ისე არ მიუციათ. მან მანამდე სერიოზულ წარმატებებს მიაღწია ცხენების ხელოვნურ განაყოფიერებაში. მისი წყალობით, ერთ ულაყს 500 ცხენის განაყოფიერება შეეძლო სეზონზე.




ფრანგულ გვინეაში მეცნიერი ეძებდა გორილების მიერ გაუპატიურებული ქალების შვილებს. ის წერდა, რომ პოულობდა ასეთებს, მაგრამ ამის დოკუმენტალური მტკიცებულება არ არსებობს.


1926 წელი, ახალგაზრდა მუშათა ჟურნალი „Смена», სტატია ივანოვის ექსპერიმენტებზე.


image

შემდგომ მას სურდა შავკანიანი ქალების ხელოვნური განაყოფიერება შიმპანზის სპერმით. კოლონიალურმა ხელისუფლებამ ნება არ დართო მას, ცდები ჰოსპიტალში ჩაეტარებინა. მის გარეთ კი მეცნიერს არ შეეძლო ექსპერიმენტის სისუფთავის გარანტირება - და უარი განაცხადა მდედრ ადამიანებთან მუშაობაზე.



1927 წელს პროფესორმა სამი მდედრი შიმპანზის განაყოფიერება მოახერხა: ბაბეტის, სივეტის და შავის. თუმცა არც ერთი მათგანი არ დაორსულებულა.

კადრი დოკუმენტური ფილმიდან „ადამიანი - მაიმუნები. ექიმ ივანოვის საიდუმლო ცდები“ ВГТРК

image


მაშინ ივანოვმა გადაწყვიტა, ქალები გაენაყოფიერებია მაიმუნის სპერმით. ეს იყო უკვე სოხუმში, როდესაც მეცნიერმა ცდებისთვის რამოდენიმე მაიმუნი ჩამოიყვანა. მაგრამ მცდელობა ჩაიშალა: გარდაიცვალა ერთადერთი მამრი, რომელიც ივანოვს ჰყავდა _ ოცდაექვსი წლის ტარზანი. მან ვერ აიტანა ახალი კლიმატი და ქათმის კვერცხებისგან და მოხარშული ბანანებისგან შემდგარი უჩვეულო რაციონი.



image



შემდეგ მოხდა ივნოვის რეპრესირება და მისი ცდები დამთავრდა. მაგრამ მას ჰყავდა მიმდევრები. 1977 წელს ჯორჯ მაიკლ ბედფორდმა აღმოაჩინა, რომ ადამიანის სპერმატოზოიდები არ მაგრდება პრიმატების უმრავლესობის კვრცხუჯრედებზე, მაგრამ აღწევენ ჰიბრიდულ კვერცხუჯრედებში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჰიბრიდიზაცია სრულიად შესაძლებელია. ჰიპოთეზის შემოწმება არ დაუწყიათ ეთიკური მოსაზრებების გამო.

იხილეთ ასევე:



შოკისმომგვრელი ახალი კვლევა. სიეტლის უნივერსიტეტის და ფრედ ჰატჩინსკის სახელობის სიმსივნეთა კვლევის ცენტრის ახალი კვლევების მონაცემებით, ქალები ინახავენ და ატარებენ ყველა იმ მამაკაცის ცოცხალ დნმ-ს, ვისთანაც კი ჰქონიათ სექსუალური კავშირი, წერს YourNewsW...




საზოგადოებაში ტირილი მიღებული არ არის, თუმცა სწორედ ამ მეთოდს მიმართავენ ხშირად მედიაში. ახლობელი ან თუნდაც უცნობი ადამიანის ცრემლები დიდ ზეგავლენას ახდენენ საზოგადოებაზე. მათ შეუძლიათ მტერი მოკავშირედაც კი გადააქციონ. სწორედ ამიტომ, მრავალი ადამიანი იყენებს ცრემლებს, როგორც მანიპულირების საშუალებას.

1939 წელს აიოვას უნივერსიტეტის მეცნიერებმა ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტეს. ის მიზნად ისახავდა უშუალოდ ბავშვებში, მათ სრულყოფილ საუბარზე შეფასებითი მსჯელობების ზემოქმედების შესწავლას. აღნიშნული ცდებისთვის აიყვანეს ბავშვთა სახლის 22 აღსაზრდელი, რომელთა უმრავლესობის ცხოვრება ამ ექსპერიმენტის შემდეგ განადგურდა. ...

ფიზიკოსებმა გააკეთეს შოკისმომგვრელი განცხადება დრო არ არსებობს! ადამიანისთვის დრო გარკვეულწილად არსებობს: დილით ვიღვიძებთ, დღის განმავლობაში მივიწევთ დროში წინ და რაღაც მომენტში ვწვებით დასაძინებლად, ძილის დროსაც განვაგრძობთ დროში წინსვლას. ძველი ანდაზა "დრო არ იცდის" სამართლიანად ჟღერს, ხომ ასეა? ალბერტ ეინშტეინი ...

1
753
8-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
753
  
2019, 7 მარტი, 21:43
მეცნიერები ერქვათ და სახეობათა შეუთავსებლობაზე არაფერი იცოდნენ.
0 1 1