x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
ძილის დარღვევები-ინსომნია
imageმშვენიერია, როდესაც ყოველთვის შეგვიძლია ღამით კარგად დაძინება. სამწუხაროდ, მრავალი ადამიანი იტანჯება ძილის დარღვევებით, რაც სერიოულად მოქმედებს მათ პირად ცხოვრბასა და სამსახურეობრივ საქმიანობაზე.

მთავარი პრობლემა უძილობა, ან შედარებით იშვიათად, გადამეტებული ძილიანობაა. ბევრი პაციენტი, ვისაც ცუდად სძინავს, უჩივის დღის განმავლობაში დაღლილობას და უგუნებობას. მიუხედავად იმისა, რომ ხანგრძლივი უძილობა იწვევს ინტელექტუალური აქტივობის ხარისხის გაუარესებას და გუნება-განწყობილების დაქვეითებას, დროგამოშვებითი უძილობა ნაკლებ მნიშვნელოვანია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადამიანის მოვალეობები და საქმიანობა განსაკუთრებულ სიფხიზლეს მოითხოვს. ინსომნია უმნიშვნელოვანესი ძილის დარღვევაა.

როდესაც ადამიანები უკმაყოფილონი არიან თავიანთი ძილის ოდენობით ან ხარისხით,

ისინი ინსომნიისგან იტანჯებიან. სათანადოდ დაძინებაში ქრონიკული წარუმატებლობა ხასიათდება სწრაფად ვერ დაძინებით, ძილის განმავლობაში ხშირი ადგომებით, ან დილით ადრე გაღვიძებით. გარდამავლი უძილობა ჩნდება სტრესისა და ''ჯეტ-ლეგის'' დროს. ხანმოკლე უძილობა დაკავშირებულია პიროვნულ პრობლემებთან, როგორებიცაა: ავადმყოფობა, ახლობლის დაკარგვა, ურთიერთობების გართულება, სტრესი და დამქანცავი სამუშაო. უძილობა, ასევე შეძლება გაჩნდეს განსაკუთრებით მტკივნეული ფიზიკური მდგომარეობების, დეპრესიული და შფოთვითი აშლილობების ფონზე. ის ხშირად ახლავს ალკოჰოლისა და კოფეინის გადამეტებულ გამოყენებას და დემენციას. ძილის პრობლემები, ასევე იჩენს თავს ტკივილთან და დისკომფორტთან ასოცირებული ავადმყოფობისა და მეტაბოლური დარღვევების დროს.


ადამიანები განსხვავდებიან ძილის ხანგრძლივობის მოთხოვნილების მიხედვით და გარკვეულ ნაწილს, ვინც უძილობას უჩივის, შეიძლება საკმარისად დიდხანასაც სძინავდეს, მაგრამ ვერ აცნობიერებდეს ამ ფაქტს (Sateia, Nowell; 2004).

ინსომნიის სამკურნალოდ შედეგიანი შეიძლება აღმოჩნდეს, როგორც ფარმაკოლოგიური, ასევე არაფარმაკოლოგიური მკურნალობა. მიუხედავად იმისა, რომ უფრო ფართოდ

გამოიყენება ფარმაკოლოგიური მკურნალობა, ის დღეს არ არის რეკომენდირებული,

როგორც პირველი რიგის საშუალება. ძილის ჰიგიენა ეფექტურია ინსომნიის მქონე ყველა პირისთვის. ის მოიცავს რამდენიმე საფეხურს: ძილის გარემო უნდა იყოს ნაცნობი და

კომფორტული, ჩაბნელებული და მშვიდი. მნიშვნელოვანია ადგომა და დაწოლა ერთსა და იმავე დროს. დასაძინებლად დაწოლა უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც

ადამიანი დაღლილია; სასურველია რეგულარულად ვარჯიში.

გარდა ამისა, დაწოლამდე ადამიანი არ უნდა ჩაერთოს ისეთ აქტივობაში, რომელიც

ძლიერ აღაგზნებს მას; არ არის რეკომენდირებული დღის ბოლოს კოფეინის,

ალკოჰოლის შემცველი სასმელების მიღება, დიდი რაოდენობით სიგარეტის მოწევა, ბევრი საკვების მიღება, დღის მანძილზე დიდხანს დაძინება, ან საწოლში ფხიზელ

მდგომარეობაში ხანგრძლივად გაჩერება. უფრო სერიოზული და პერსისტენტული ინსომნიის შემთხვევაში რეკომენდირებულია კოგნიტური თერაპია, რომელიც განსაზღვრავს

და ცვლის ინსომნიის შესახებ არასწორ შეხედულებებს. სტიმულ-მაკონტროლებელი თერაპიის მთავარი პრინციპია ის, რომ ადამიანი უნდა დაწვეს

დასაძინებლად მხოლოდ მაშინ, როდესაც ეძინება და თუ 20 წუთის მანძილზე ვერ დაიძინა, უნდა ადგეს და ხელმეორედ დაწოლამდე ჩაერთოს

ნებისმიერ აქტივობაში, რომელიც მისთვის სიმშვიდის მომტანია.

არ არის რეკომენდირებული საძილე საშუალებების პროლინგირებული გამოყენება. ამის მიზეზი ისაა, რომ საძილეების მოხსნამ, შესაძლოა თავად გამოიწვიოს ინსომნია, რაც არანაკლებ სტრესულია. საძილეების ხანგრძლივი გამოყენება შეიძლება ასოცირებული იყოს დღის განმავლობაში აქტივობის ხარისხის გაუარესებასთან. ასევე, პიროვნება დამოკიდებული ხდება საძილე საშუალებებზე.

რატომ არის სრულყოფილი ძილი მნიშვნელოვანი?

ახალი კვლევების თანახმად დადგინდა, რომ უძილობა მნიშვნელოვნად განაპირობებს

ავტოკატასტროფების და მსგავსი ფატალური შემთხვევების დროს დაღუპვას. შედეგებმა ცხადყო, რომ უცაბედი ფატალური დაზიანებების რიცხვი იზრდებოდა ინსომნიის

სიმპტომების აღმოცენებასთან ერთად. ავტოკატასტროფებში დაღუპული ადამიანების

რიცხოვნება, რომელთაც ჰქონდათ ინსომნიის სიმპტომები, 2.8-ჯერ აღემატებოდა მათ, ვისაც არ ჰქონდათ ინსომნიის სიმპტომები. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ჯანმრთელი ძილი აუცილებელი წინპირობაა ფიზიკური და ფსიქიკური

ჯანმრთელობისთვის, პირადი და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის.



გამოყენებული ლიტერატურა:

1. რ. გერიგი, ფ. ზიმბარდო, ''ფსიქოლოგია და ცხოვრება''

2.ოქსფორდის კლინიკური ფსიქიატრიის სახელმძღვანელო

3.http:/projecthealthysleep.org

0
66
შეფასება არ არის
ავტორი:მაგდა ბერიშვილი
მაგდა ბერიშვილი
66
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0