x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
გოგონა თავის მშობლებს უჩივის "ფეისბუქში" გამოქვეყნებული ფოტოების გამო
image


18 წლის ავსტრიელი გოგონა საკუთარ მშობლებს უჩივის Facebook-ში გამოქვეყნებული ბავშვობის დროინდელი ფოტოების გამო.


ადვოკატის განცხადებით გოგონას ყველა შანსი აქვს მოიგოს სასამართლო.


The Local-ის ინფორმაციით გოგონას მშობლებმა ბოლო 7 წელიწადში Facebook-ზე თავიანთი ქალიშვილის 500 -ზე მეტი ფოტო გამოაქვეყნეს.



"დავიღალე იმით, რომ ჩემი მშობლები ჩემს პიროვნულ მეს სერიოზულად არ აღიქვავენ.მათ არასდროს რცხვენოდათ და ვერ ხედავდნენ ვერავითარ საზღვრებს, სულ ერთია, ვიჯექი უნიტაზზე, თუ საწოლზე შიშველი ვიწექი, ყველა ეტაპს ფოტოს უღებდნენ და ეს ყველაფერი ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იყო."-საყვედურით ამბობს გოგონა.


ადვოკატს იმედი აქვს, სასამართლოს მოიგებს." ფოტოები გოგონას უფლებებს არღვევს და მის პირად ცხოვრებაში ჩარევას ნიშნავს"-აცხადებს ადვოკატი მიხეილ რამი.

image

პარალელურად გოგონას მამა ამტკიცებს, რომ ფოტოები მისი საკუთრებაა და უფლება აქვს შეხედულებისამებრ გამოიყენოს.

ექსპერტების აზრით გოგონას დიდი შანსი აქვს, რომ მოიგოს სასამართლო.პროცესი ნოემბრის თვეშია დანიშნული.


The Local -ი აღნიშნავს, რომ ავსტრიაში სოციალურ მედიაში კონფიდენციალობის დაცვის კანონი ისეთი მკაცრი არ არის, როგორც სხვა ქვეყნებში.


მაგალითად, საფრანგეთში სხვისი ფოტოს დაუკითხავად გავრცელების შემთხვევაში ერთ წლიანი ციხე ან ჯარიმა, -45 000 ევროს გადახდა გელოდებათ.

image






0
50
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0