x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
"არც მე არ მომეწონა ის პოზები, რა პოზებშიც სექსი ჰქონდათ სხვა, ასევე ფარულად გადაღებულ და გავრცელებულ ჩანაწერებში."

image
ინტერნეტში გავრცელდა "მოძრაობა ხალხისთვის" ლიდერის პაატა ბურჭულაძისა და რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საუბრის აუდიოჩანაწერი. ამა ჩანაწერთან დაკავშირებით გიორგი ლაფერაშვილი, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი განცხადებას ავრცელებს სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" და განმარტებას აკეთებს თუ რაზე არიან პასუხისმგებელნი არხის ხელმძღვანელები:

"გენერალური დირექტორი - არხის ხელმძღვანელი, პასუხისმგებელია არხის ფინანსურ მდგრადობაზე, მფლობელებთან შეთანხმებით ადგენს მაუწყებლობის ძირითად პრიორიტეტებს, განსაზღვრავს არხის საშტატო პოლიტიკას. წარმოადგენს არხს მესამე მხარესთან მოლაპარაკების დროს.
საინფორმაციო მიმართულების ხელმძღვანელი -გენერალური დირექტორის მოადგილე, პასუხისმგებელია არხის სარედაქციო პოლიტიკაზე - ხელმძღვანელობს არხის პოლიტიკურ-საინფორმაციო გადაცემებს.
საინფორმაციო სამსახურის ხელმღვანელი -პასუხისმგებელია "კურიერში" გასულ მასალაზე და რუსთავი ორის ვებ-გვერდის საინფორმაციო კონტენტზე.
კიდევ გვყავს პროდიუსერები, ჟურნალისტები, ოპერატორები, მემონტაჟები, მძღოლები.
ყველა ეს ადამიანი ერთობლოვად - აყალიბებს არხის საინფორმაციო პოლიტიკას იმ სარედაქციო პოლიტიკის ფარგლებში, რომლებიც მფლობელებთან შეთანხმებით, გენერალური დირექტორი საინფორმაციო მიმართულების ხელმძღვანელთან და საინფორმაციო სამსახურის ხელმღვანელთან ერთად განსაზღვრავს და რომლის არსიც არაერთხელ ხმამაღლა და საჯაროდ გაცხადებულა.
ეს პასუხად იმ სპეკულაციებზე, რასაც გუშინ საღამოდან მოყოლებული ვკითხულობ.
მადლობთ ყურადღებისთვის.
დაინტერესებულ პირებს კი შეგახსენებთ, რომ სწორედ მსგავსი სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად, ერთი წლის წინ დაინტერესებულ ორგანიზაციებს, რუსთავი ორმა შესთავაზა პლატფორმა -სარედაქციო საბჭოს სახით.
საბოლოო ჯამში, ეს ორგანიზაციები შეთანხმდნენ, რომ მათთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო ტელეკომპანიის შენარჩუნება და დახმარება ამ მიმართულებით, ხოლო ორგანიზაციის შიგნით-ჟურნალისტების უფლებების დაცვა იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო მაინც მოახერხებდა და იძულებით დაათმობინებდა ტელევივიზიას მის ამჟამინდელ მფლობელებს.
პ.ს. როდესაც ამა თუ იმ კომენტარებში "რუსთავი ორის მარგინალიზაციაზე" ვკითხულობ, ძალაუნებურად მახსენდება ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში დაკომპლექტებული კომუნიკაციკაციების ეროვნული კომისიის მიერ დადებული დასკვნა, რომ რუსთავი ორი ყველაზე დაბალანსებულად აშუქებდა წინასაარჩევნო პერიოდს.
კიდევ ერთი მადლობა ყურადღებისთვის.
და ბოლოს - კიდევ ერთი მადლობა სუსს და გადაწყვეტილების მიმღებ ყველა სხვა პირს, ვინც გუშინდელი ჩანაწერი გაავრცელა. მორალისტების აღშფოთება მაშინ გენახათ, იმ ტიპის ჩანაწერი რომ გაევრცელებინათ, სადაც Nika Gvaramia იმ ლექსიკით საუბრობს, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში მოიხმარს.
ბოლომდე გულახდილი რომ ვიყო - არც მე არ მომეწონა ის პოზები, რა პოზებშიც სექსი ჰქონდათ სხვა, ასევე ფარულად გადაღებულ და გავრცელებულ ჩანაწერებში. გემოვნების ამბავია. მაგრამ არასდროს ამ დრომდე არ მიმიცა ჩემი თავისთვის უფლება ეს საკითხი საჯარო სივრცეში განმეხილა."
image

0
968
1-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
968
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0