x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
ეს ყველა მძღოლმა უნდა იცოდეს - რას აღნიშნავს ავტომობილის ხელსაწყოების დაფაზე გამოსახული ნიშნები?

თუ მძღოლი ხართ, მაშინ თქვენთვის საკმაოდ ნაცნობი იქნება შემდეგი სიტუაცია: ავტომობილის ხელსაწყოების პანელზე მოულოდნელად იწყებს ციმციმს რაღაც სიმბოლო, რომელიც მანამდე არ გინახავთ და რომლის მნიშვნელობაც არ იცით. თქვენდაუნებურად აღმოჩნდებით გამოუვალ სიტუაციაში: ახლომახლო არავინაა, რომ ჰკითხოთ სიმბოლოს დანიშნულება, მაგრამ იქნებ ეს სასწრაფოა და ხვალამდე გადადებას არ იცდის? იქნებ ექსტრემალური სამსახური გამოგეძახებინათ?

მოკლედ, გადავწყვიტე, რომ ამ წამებისაგან გიხსნათ. ამ პოსტში ჩამოთვლილია სხვადასხვა ავტომობილის ხელსაწყოების პანელზე გამოსახული სიმბოლოების მნიშვნელობები.

ახლა თქვენ არამარტო თავდაჯერებულად იგრძნობთ თავს საჭესთან, არამედ სხვებსაც გაუზიარებთ შეძენილ ცოდნას.


image


მაშ ასე, დაიხსომეთ:


1. ნისლის საწინააღმდეგო ფარები (წინა)

2. საჭის მექანიზმის გამაძლიერებლის გაუმართაობა

3. ნისლის საწინააღმდეგო ფარები (უკანა)

4. მინების სარეცხი სითხის ნაკლებობა

5. სამუხრუჭე ხუნდების გაცვეთა

6. ჩართული კრუიზ-კონტროლის ნიშანი

7. ჩართულია მოსახვევი სიგნალები

8. წვიმის და სინათლის მაუწყებელი

9. ზამთრის რეჟიმი

10. საინფორმაციო შეტყობინების ინდიკატორი

11. სანთლების მუშაობის ინდიკატირი

12. ყინვაა

13. უკონტაქტო გასაღების ინდიკატორი

14. გასაღები არ ჩანს

15. გასაღების ბატარეა შესაცვლელია

16. დისტანციის სახიფათო შემცირება


image
17. დააჭირეთ გადაბმულობის (იმედია "სცეპლენია" სწორად ვთარგმნე) პედალს

18. დააჭირეთ სამუხრუჭე პედალს

19. საჭის მექანიზმის (''კალონკის'') ბლოკირება

20. შორი შუქები

21. დაბალი წნევაა საბურავებში

22. გარე განათების ჩართვის ინდიკატირი

23. გარე განათების გაუმართაობა

24. არ მუშობს სტოპ-სიგნალი

25. გაფრთხილება ჭვარტლის ფილტრის შესახებ

26. გაფრთხილება მისაბმელი მოწყობილობის შესახებ

27. გაფრთხილება პნევმატური საკიდის შესახებ

28. მოძრაობის ზოლის შეცვლა

29. კატალიზატორი გადახურებულია

30. უსაფრთხოების ღვედი შეკრული არაა

31. გააქტიურებულია სადგომი მუხრუჭი

32. აკუმულატორის გაუმართაობა


image


33. დახმარე სისტემა პარკირების დროს

34. საჭიროა ტექნიკური მომსახურეობა

35. ადაპტური წინა ფარები

36. ფარების ავტომატური დახრის გაუმართაობა

37. უკანა სპოილერის გაუმართაობა

38. კაბრიოლეტის სახურავის გაუმართაობა

39. უსაფრთხოების ბალიშების გაუმართაობა

40. ხელის მუხრუჭის გაუმართაობა

41. საწვავის ფილტრში წყალია

42. უსაფრთოების ბალიშია დეაქტივირებულია

43. გაუმართაობა

44. ახლო შუქის ფარები

45. საჰაერო ფილტრის დაბინძურება

46. საწვავის ეკონომიის რეჟიმი

47. მთიდან დაშვების რეჟიმის სისტემა

48. მაღალი ტემპერატურაა


image


49. მუხრუჭების ანტობლოკირების სისტემის გაუმართაობა

50. საწვავის ფილტრის გაუმართაობა

51. კარებია ღია

52. კაპოტი ღიაა

53. საწვავი მთავრდება

54. ავტომატურ გადაცემათა კოლოფის გაუმართაობა

55. სიჩქარის ავტომატური შემზღუდველი

56. ამორტიზატორების გაუმართაობა

57. ზეთი დასამატებელია

58. საქარე მინის გათბობა

59. საბარგულია ღია

60. სტაბილიზაციის სისტემა გამორთულია

61. წვიმის მაუწყებელი

62. ძრავის გაუმართაობა

63. უკანა მინის გათბობა

64. საქარე მინის ავტომატური გაწმენდა


image


იმედია, ცოტათი მაინც გამოგადგებათ ზემოთ ჩამოთვლილი სიმბოლოების განმარტებები. გისურვებთ მწვანე შუქსა და უსაფრთხოდ სიარულს!


22
29230
20-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
29230
  
2018, 24 ნოემბერი, 23:34
ისე გამოსადეგი სტატიააა
2018, 24 ნოემბერი, 23:34
62 ძრავის გაუმართაობა არ უნდა იყოს,ეს მაჩვენებელი,როგორც ვიცი განიშნებს რომ მანქანამ გაიაროს ზოგადი ტექ დათვალიერება,ამ დროს დიაგნოსტიკს ჯობია შეამოწმებინო,თუ სადაა კონკრეტულად პრობლემა.
2017, 6 მარტი, 23:33
მაგდენი არ ვიცი ნამდვილად.. სიმართლე გითხრა, მანქანის მართვაც კი არ ვიცი :დ
2017, 6 მარტი, 20:14
ზეთი ახალი შეცვლილია და მაგის ამბავი ხო არაა ნეტა?
2017, 6 მარტი, 20:11
MAINT REQD რას ნიშნავს ხო არ იცით ტოიოტაზე დამიწერა?
2016, 15 სექტემბერი, 9:51
ძალიან სასარგებლო და საინტერესოა,

ისე ჩეკი თუ ძრავის გაუმართაობას გულისხმობდა არ მეგონა , ერთხელ აანთო მანქანაზე შევამოწმებინე და კატალიზატორის რაღაცა ამოაგდო (როგორც ხელოსანმა ამიხსნა "კარგი" საწვავის ბრალიაო ) მერე ეფიქსი ჩავასხი და ცოტა ხანში თავისით ჩაქრა.
2016, 14 სექტემბერი, 15:27
არა არც კი უცდიათ, ისე კი საკმაოდ ვიმხიარულეთ რომ ვუთხარი: თეთრის ღირებულების არ მომიგია და მორიგი "გაბითურება" მეგონა მეთქი. :)
2016, 14 სექტემბერი, 15:21
კიდევ კარგი, რომ არ გაბრაზდნენ არ წაგართვეს :D
2016, 14 სექტემბერი, 15:16
მეც ასე მეგონა აქამდე, და როცა დამირეკეს ლამის "შევუკურთხე" სხვა ვერავინ ვერ ნახეთ მეთქი?! :)
2016, 14 სექტემბერი, 15:10
გილოცავთ :) ღმერთMა მშვიდობაში მოგახმაროთ. მე მაგის იღბალი სად მაქვს? თუ დავკარგავ, თორე მოგება გამორიცხულია :)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10