x
image
მანჩო 777
15 შესანიშავი იდეა თქვენი ოცნების ფანჩატურის მოსაწყობად
ნებისმიერი თქვენგანი, ვისაც კი აგარაკი ან საკუთარი ეზოიანი სახლი აქვს, ალბათ ოცნებობს მოაწყოს ისეთი ადგილი, სადაც ზაფხულის მშვიდ, გრილ საღამოს სუფთა ჰაერზე, ალუბლის ან ლეღვის ხის ჩრდილში შესაძლებელი იქნება ფინჯანი ჩაის დალევა, ოჯახური ვახშმის ან სადღესასაწაულო ბარბექიუს მოწყობა მეგობრების წრეში.

დიდ ხანია ოცნებობთ ფანჩატური გააკეთოთ აგარაკზე და არ იცით, საიდან დაიწყოთ, როგორი სტილი აირჩიოთ, რომ ლანდშაფტს ლამაზად შეუხამოთ? - დღევანდელ სტატიაში წარმოდგენილი 15 მაგალითი დაგეხმარებათ თქვენი ოცნების ფანჩატურის მოწყობაში.


მაშ ასე, თქვენს წინაშეა 15 შესანიშნავი იდეა თქვენი ოცნების ფანჩატურის მოსაწყობად.


მინისაგან კონსტრუირებული ფანჩატური დაგიცავთ როგორც წვიმის, ასევე მცხუნვარე მზისაგან და რაც მთავარია, არაჩვეულებრივად გამოიყურება


image


რვაკუთხედის ფორმის ფანჩატური ბუხრით. უშუალოდ სახურავის ქვეშ მოწყობილ ბუხარზე შეძლებთ სხვადასხვა დელიკატესების მომზადებას და სტუმრების გამასპინძლებას

image


ყვავილებში ჩაფლული ფანჩატური ულამაზესია და კომფორტული. ნებისმიერი შეკრების ან სუფრის დროს ყვავილების არომატი სიამოვნებას მოგანიჭებთ

image


ფაქიზად და კოხტად მოწყობილი დასვენების ზონა, სადაც სახურავის გარდა, ყველა დეტალი ხისგანაა გაკეთებული

image


ყვავილოვანი საჩრდილობელი დაგიცავთ მზის მცხუნვარე სხივებისაგან

image


ისევე როგორც ბებიის ძველ სახლში: ფანჩატური აგებულია მხოლოდ გაუთლელი ხის მორებით

image


მეტალისაგან შეკრული ფანჩატური ჰაეროვანი ფარდებით


image

ამ ფანჩატურის მთავარი ღირსშესანიშნაობა-ბუხარია. წარმოიდგინთ, რა სასიამოვნო იქნება მთელი ოჯახით აქ შეკრება წვიმიან ამინდში


image

მეტი კომფორტის მოყვარულთათვის ფანჩატურში დივანის დადგმაც შეიძლება


image

ფანჩატური აღმოსავლური სტილის მოყვარულთათვის. აზიური ელემენტები, მასიური ტრადიციული სვეტები და სკულპტურები-შესანიშნავ ატმოსფეროს ქმნის რელაქსისათვის

image


უბრალო და საინტერესო

image


ფანჩატური ხმელთაშუაზღვისპირეთის სტილში. მოაწყვე ის ორნამენტებიანი ტენტით, გრეხილი ავეჯით და ჭაღით

image


ეს ფანჩატური კი უბრალოდ ხელოვნების ნიმუშია

image


ფანჩატური ახალგაზრდული თავყრილობების და მხიარული საღამოებისათვის. ულამაზესი ფარდები და ცოცხალი ყვავილები შნოსა და ლაზათს მატებენ ნაგებობას

image


მინიმალისტურ სტილში გადაწყვეტილი ფანჩატური. მრგვალი ქვები ბაღის დიზაინს განსაკუთრებულ სილამაზეს და ორიგინალობას მატებენ


image



0
4239
9-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
4239
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0