x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134545
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508668
შოკისმომგვრელი ფაქტი:ახალგაზრდა ქალმა 2 წლის ბავშვი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა(ვიდეო)
image


ქალაქ ივანოვოში დააკავეს ახალგაზრდა ქალი, რომელიც ორი წლის გოგონას გატაცებასა და მკვლელობაშია ბრალდებული.


შემთხვევა 1 სექტემბერს მოხდა ქალაქ ივანოვოში.მკვლელობაში ეჭვმიტანილმა, 25 წლის გ.შირალიევამ, ისარგებლა იმით, რომ ბავშვის ბებია ცოტა ხნით გავიდა, ამოიყვანა გოგონა საბავშვო ეტლიდან, ჩაჯდა ტაქსში, გავიდა ქალაქგარეთ ლოდიჩნაიას სადგურზე და ბავშვი წყალში დაახრჩო.


ამ დროისთვის სამართალდამცავებმა ქალი დააკავეს, პატარა გოგონას გვამი ნაპოვნია.ეჭვმიტანილის დაკავება დააჩქარა სათვალთვალო კამერამ და ტაქსისტის ჩვენებამ.



წინასწარი მონაცემებით ბავშვის მკვლელობის მოტივი გახდა ეჭვიანობა.როგორც გაირკვა შირალიევამ მკვლელობის განხორციელების შემდეგ დაურეკა ქმარს, ბავშვის ბიოლოგიური მამას, რომელიც ამ დროს სხვა ქალთან ერთად ზღვაზე დასასვენებლად იმყოფებოდა.


"ბრალდებულმა, რომელიც ოფიციალურად 2 წლის გოგონას ბიოლოგიური მამის მეუღლეა, განახორციელა ბავშვის გატაცება და მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე"-ნათქვამია საგამოძიებო კომიტეტის პრეს-სამსახურის განცხადებაში.


როგორც ირკვევა, მოკლული გოგონა მეუღლის უკანონო შვილია, რომელიც სხვა ქალისგან შეეძინა, სწორედ მასთან ერთად იმყოფებოდა ზღვაზე მისი მეუღლე.


ქალს კიდევ საკუთარი ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.




1
428
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
428
  
2016, 4 სექტემბერი, 9:18
არანორმალური
0 1 1