x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134583
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508658
"მოუსვენარი ტუსაღი" – ტაბუირებული თემა სტალინის შესახებ

სსრ კავშირის ბელადი – არც ისე კანონმორჩილი ადამიანი იყო, როგორც ამის წარმოდგენა შეგვიძლია. თავის დროზე, სტალინი გამოცდილი ტუსაღი და «ეტაპის» (ტუსაღების ღამის გასათევი პუნქტი გზაზე) ხშირი სტუმარი იყო. რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირში, ამის შესახებ, თითქმის, არ საუბრობდნენ, «ერის მამის» კომპრომეტირება რომ არ მოეხდინათ.


image


სტალინმა კანონი პირველად, XX საუკუნის დასაწყისში დაარღვია. ის იატაკქვეშეთის წრის სხდომაზე დააკავეს და ბანაკში 2 წლით (1902–1904 წწ.) გაგზავნეს. თავიდან ბათუმში იჯდა, შემდეგ – ქუთაისში, ხოლო ამის შემდეგ, ირკუტსკის გუბერნიაში გადაგზავნეს. სასჯელი სრულად არ ჰქონდა მოხდილი, როდესაც ბანაკი დატოვა და მიმალვა შეძლო...

ის 4 წელი თავისუფლებით ტკბებოდა. მაგრამ, 1908 წ. ბაქოს გარეუბანში, საგამოძიებო იზოლატორში მოხვდა. ამჯერად, ქვეყნის მომავალი ხელმძღვანელი ვოლოგდის გარეუბანში გადაასახლეს, სადაც 2 წლის მანძილზე, ზედამხედველობის ქვეშ უნდა ეცხოვრა. მაგრამ, 7 თვის შემდეგ, იქიდანაც გაიქცა...

მესამედ მისი «გადასახლება» 1910 წ. მოხდა და ის ისევ ვოლოგდაში წაიყვანეს, სადაც 1 წელზე მეტ ხანს ცხოვრობდა. ხოლო შემდეგ, პეტერბურგში გაიქცა.

იქ მას უკვე პატიმრობის მეოთხე ვადა ელოდა... დააკავეს და ისევ ვოლოგდაში დააბრუნეს, საიდანაც ისევ გაიქცა... თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, სტალინი არ ნებდებოდა და პარტიის «წმინდა» საქმის სჯეროდა – რის გამოც, ფაქტობრივად, იტანჯებოდა კიდეც.


image


რისთვის იჭერდნენ? – რა თქმა უნდა, ჩადენილი დანაშაულისთვის: რევოლუციური საქმიანობისთვის არასაკმარისი თანხების გამო, სტალინი ძარცვის და ყაჩაღობის ჯგუფის აქტიური მონაწილე იყო. ხოლო, ამ დაჯგუფების უკან, თავად ლენინი იდგა.

მაგ., ცნობილია, რომ სტალინს ან. ვიშინსკისთან (სსრ კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი 1949–1953 წწ.) ერთად, ბაქო ხელში «ეჭირა». რსდმპ–ის (რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია) დაჯგუფება ელიტარულ ბანკებს ატერორებდა, მატარებლებს აყაჩაღებდა და ნავთობ–მრეწველებისგან «წილებს» აგროვებდა.

დღეს უკვე ცნობილია, რომ 2 წლის მანძილზე, სტალინ–ვიშინსკის კრიმინალურმა დაჯგუფებამ სიცოცხლეს 1000–მდე ადამიანი გამოასალმა და 3 მლნ. რუბლი მიითვისა. ხოლო, დაჯგუფების ყველაზე თავხედურ საქციელად ორთქლმავალი – «კავკასია და მერკურის» ძარცვა ითვლება. ბანდის წევრებმა პოლიციელების ფორმები გადაიცვეს, ეკიპაჟი მძევლად აიყვანეს და სეიფი გატეხეს. შედეგად, სტალინმა 200 000 რუბლი «მიიღო» და ლენინს «კეთილი მიზნებისთვის» გადასცა.

ახლა, იმის შესახებ, თუ რას აკეთებდა ციხეში მომავალი ბელადი?

ის საპატიმროს წესები უგულებელყოფდა, ბორკილებს აპროტესტებდა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, შეწყალებას ითხოვდა. ხოლო, თხოვნაზე უარი რომ მიიღო, საკანში პარტიული წრე ჩამოაყალიბა. აქტიურად კითხულობდა და წერდა სტატიებს – მოკლედ, დროს უქმედ არ კარგავდა.

ასე, რომ, სტალინი ციხეში არაერთხელ მოხვდა და საკმაოდ, დამსახურებულადაც. თუმცა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მისი კრიმინალური წარსული «დავიწყებას მიეცა»...


image

სხვა სიახლეები:


* ატლანტიდის ბიბლიოთეკა

* იცით რომ დრაკონები კიდევ არსებობენ?

* საინტერესო და უცნაური ფაქტები ჩვენი სამყაროს შესახებ (III ნაწილი)

* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად



1
509
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
509
  
13 იანვარი, 9:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1