x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
სამი საინტერესო ფაქტი ფილმ "დათა თუთაშხიას" შესახებ

image

16 იანვარს დაიბადა, მსახიობი ოთარ მეღვინეთუხუცესი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი და ორგზის საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, რომელიც მაყურებელმა გაიცნო მრავალფეროვანი და საინტერესო როლებით, თუმცა ყოველგვარი ორჭოფობის გარეშე, დათა თუთაშხიას როლი ამავე სახელწოდების სატელევიზიო ფილმიდან მის სავიზიტო ბარათად იქცა. დღეს გთავაზობთ სამ საინტერესო ფაქტს ფილმის შესახებ, რომელიც ჭაბუა ამირეჯიბის რომანის" დათა თუთაშხიას" მიხედვით იქნა გადაღებული.



***

ფილმ „დათა თუთაშხიას" ეპიზოდური თანმიმდევრობით ვიღებდით. ყოველი გადაღების შემდეგ ჭაბუასთან ერთად მთელი გადამღები ჯგუფი ვიკრიბებოდით და საპროექციო დარბაზში ვუყურებდით მასალას. ფილმის მეორე სერიის გადაღება ისე დავიწყეთ, რომ ვერ გავიგეთ ჩვენი ნამუშევარი მოსწონდა, თუ არა მწერალს. მაგრამ რესტორნის სცენამ, სადაც მუშნი ზარანდია და დათა თუთაშხია შემთხვევით ხვდებიან ერთმანეთს, სრულიად შეცვალა დამოკიდებულება ჭაბუა ამირეჯიბსა და გადამღებ ჯგუფს შორის, რაც კინოში იშვიათად ხდება: ეკრანზე თენგიზ არჩვაძე გამოჩნდა მსხვილი ხედით და... პირველად მთელი ამ ხნის განმავლობაში გავიგონეთ ჭაბუას ხმა, რომელიც ჩუმად იჯდა ნახევრად ჩაბნელებულ დარბაზში და ეკრანს ადევნებდა თვალს. ეს იყო ნიშანი, რომ მგონი, რაღაც მოეწონა. შემდეგ კადრში გამოჩნდა ჩემი პერსონაჟი მსხვილი ხედით; მომდევნო კადრში თენგიზ არჩვაძის ხედი კიდევ უფრო „გამსხვილდა" - ჩვენი გმირები უკვე პირისპირ უყურებენ ერთმანეთს. უცებ ბნელ დარბაზში ჭაბუას ქვითინი გავიგონეთ".
(ოთარ მეღვინეთუხუცესი)
image
***
ოთარ­მა თა­ვი­დან­ვე იცო­და, რომ ის იქ­ნე­ბო­და დათა. ერთ-ერთი თა­ნა­ავ­ტო­რია ამ ფილ­მი­სა. იმ პე­რი­ოდ­ში, თე­ატ­რშიც და კი­ნო­შიც ყვე­ლა სხვა როლ­ზე უარი თქვა და­თას რო­ლის გამო. მხო­ლოდ ფი­როს­მა­ნი ითა­მა­შა რამ­დენ­ჯერ­მე. უამ­რავ როლს სთა­ვა­ზობ­დნენ, 4 წე­ლი­წა­დი მთე­ლი ცხოვ­რე­ბაა მსა­ხი­ო­ბის­თვის. რო­დე­საც ფილ­მს ვამ­თავ­რებ­დით, მხო­ლოდ მა­შინ გვი­თხრა, - თენ­გიზ აბუ­ლა­ძემ შე­მომ­თა­ვა­ზა როლი და იქ რომ არ წა­ვი­დე, არ შე­იძ­ლე­ბაო. ელი­ო­ზის როლი იყო "ნატ­ვრის ხეში". ოთა­რი მო­აზ­როვ­ნე კა­ცია, ფიქ­რი უყ­ვარს. რე­ჟი­სო­რე­ბი ამას ვი­ყე­ნებ­დით - ხში­რად გა­დავ­დი­ო­დით მსხვილ ხედ­ზე, რო­დე­საც მისი პერ­სო­ნა­ჟი ფიქ­რობ­და, რა­ღა­ცას გა­ნიც­დი­და, რო­დე­საც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა მი­ე­ღო... ფილ­მს რე­პე­ტი­ცი­ე­ბის გა­რე­შე ვი­ღებ­დით. მი­ზან­სცე­ნას კი ვა­ლა­გებ­დით, ფი­ზი­კურ მოქ­მე­დე­ბებს ოპე­რა­ტორ­თან, მხატ­ვარ­თან ერ­თად გავ­დი­ო­დით, მაგ­რამ არ დაგ­ვჭირ­ვე­ბია მსა­ხი­ო­ბებ­თან ტექ­სტზე მუ­შა­ო­ბა, რად­გან ოთა­რიც, თენ­გი­ზიც, სხვე­ბიც დიდი მსა­ხი­ო­ბე­ბი არი­ან, ნა­წარ­მო­ე­ბი კი - იმ­დე­ნის მომ­ცე­მია, რომ ახ­სნაც აღარ იყო სა­ჭი­რო, სა­კუ­თა­რი გმი­რი რომ შე­ე­სის­ხლხორ­ცე­ბი­ნათ. ამან გა­სა­ო­ცა­რი სი­მარ­თლე შექ­მნა ეკ­რან­ზე.(გიზო გაბესკირია)
image
***"დათა თუთაშხია" სსრკ-ის დროს და შემდგომ რუსეთში „ნაპირების“ (რუს. Берега) სახელწოდებით გახდა ცნობილი. ეს რუსების მოთხოვნა იყო. „დათა“ რუსულად „დატად“ (რუს. Дата) გამოითქმის, რაც თარგმანში „თარიღს“ ნიშნავს. ნაწარმოების იდეა გახდა შემდეგნაირი: დათა ხან ერთ გზას ირჩევს, ხან — მეორეს, თავისი ცხოვრების კრედოდ, ხან — ჩაურევლობას, ხან — ჩარევას, ხანაც — მმარგვლელის როლის აუცილებლობას; სხვადასხვა ნაპირს აწყდება იმის ძიებაში, თუ როგორ უნდა იცხოვროს. ამიტომაც დაერქვა ფილმს „ნაპირები“.
image
0
504
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
504
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0