x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
მანიაკზე დაქორწინებულები - ოთხი ქალი და ერთი მამაკაცი, რომელთაც სასტიკი მკვლელები შეუყვარდათ
ჩვეულებრივ ადამიანებში ეს წყვილები თუ ზიზღს არა, გაოცებას მაინც გამოიწვევენ - ჩვენი დღევანდელი პოსტის გმირებმა გადაწყვიტეს უცნაურად მოეწყოთ პირადი ცხოვრება: მათ თავიანთი ბედი მკვლელებსა და მანიაკებს დაუკავშირეს.


image


მაშ ასე, თქვენს წინაშეა ოთხი ქალი და ერთი მამაკაცი, რომლებიც სერიულ მკვლელებსა და მანიაკებზე იყვნენ (არიან) შეყვარებული.


ეფტონ ბარტონი, ჩარლზ მენსონის საცოლე



image

ორი წლის წინ საზოგადოება შოკში ჩააგდო ამერიკელი ქარაფშუტა გოგონას განცხადებამ, რომელმაც გადაწყვიტა მთელ მსოფლიოში ცნობილ სერიულ მკვლელს ჩარლზ მენსონს გაჰყოლოდა ცოლად, რომელიც ციხის გისოსებს მიღმა 1972 წლიდანაა. მენსონმა დააარსა კომუნა "ოჯახი", რომლის წევრებიც მათ მეთაურთან ერთად აწყობდნენ მასობრივ მკვლელობებს ლოს-ანჟელესთან ახლოს მდებარე მიტოვებულ რანჩოში 1969-1971 წლებში.

გოგონა, რომელმაც გადაწყვიტა ბედი სერიული მკვლელისათვის დაეკავშირებინა, 25 წლის ეფტონ ბარტონი აღმოჩნდა. მან განაცხადა, რომ ყურებამდეა შეყვარებული მენსონზე და აღფრთოვანებულია მისი პიროვნებით.


image


რამოდენიმე წლის განმავლობაში გოგონა რეგულარულად ნახულობდა თავის "შეყვარებულს'' ციხეში და ექსპერიმენტებსაც კი ატარებდა საკუთარ გარეგნობაზე, სანამ მენსონი მას ქორწინებაზე არ დათანხმდა.


image


გასულ წელს შეყვარებულებმა ქორწინების ოფიციალური ნებართვა მიიღეს. წყვილს მალევე უნდა დაედგა გვირგვინი, რომ უცებ მენსონმა გადაწყვიტა დაქორწინებაზე თავი შეეკავებინა. 80 წლის საქმრომ შეიტყო, რომ გოგონას ანგარება ამოძრავებდა: ეფტონი აპირებდა მენსონის სიკვდილის შემდეგ მისი სხეული მინის სარკოფაგში მოეთავსებინა და გარვეული თანხის სანაცვლოდ მსურველებისათვის ეჩვენებინა.


image


მენსონს საქმის ასეთ განვითარება არ მოეწონა. საცოლის იდეას მან სულელური უწოდა. მანიაკის თქმით, ის სიკვდილს არ აპირებს, რადგან თავს უკვდავად თვლის.

მიუხედავად დროებითი უთანხმოებისა, წყვილი შერიგდა და შესაძლებელია იდეა ქორწინების შესახებ მალე მოიყვანონ სისრულეში.


ედიტ კასასი - ცოლად გაჰყვა თავისი ტყუპისცალი დის მკვლელს


image

აი, 23 წლის არგენტინელი ედიტ კასასი კი ყოველგვარი ანგარების გარეშე ცოლად გაჰყვა კაცს, რომელმაც მისი ტყუპისცალი და მოკლა.

ტრაგედიამდე ორი წლით ადრე ედიტის და ხვდებოდა ახალგაზრდა კაცს, სახელად ვიქტორი. ერთ დღეს გოგონა მკვდარი ნახეს-მას პირდაპირ გულში ჰქონდა ორი ტყვია მოხვედრილი. მკვლელი მისი კავალერი აღმოჩნდა. ახალგაზრდა კაცს 13 წელი ციხე მიუსაჯეს, მაგრამ საქმე სულ სხვაგვარად დატრიალდა: დაღუპული გოგონას და ედიტი არათუ არ დაეთანხმა ამ განაჩენს, არამედ რომანიც კი გააბა დის მკვლელთან.


image


ამის შემდეგ კი მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა- მათი ხანმოკლე შეხვედრები გისოსებს მიღმა მალე ხელისა და გულის შეთავაზებაში გადაიზარდა. მშობლები დიდხანს ცდილობდნენ ედიტისათვის გადაეთქმევინებინათ საკუთარი გადაწყვეტილება, მაგრამ გოგონა შეუვალი აღმოჩნდა -მან საბოლოდ გადაწყვიტა დის მკვლელზე დაქორწინება. ქორწინების რეგისტრაციისათვის დაცვის ქვეშ მყოფი ვიქტორი მიიყვანეს ადგილობრივ მერიაში. სანამ წყვილი ხელს აწერდა, მერიის შესასვლელთან თავი მოიყარა გაღიზიანებულმა ბრბომ, რომელიც აპროტესტებდა მკვლელისა და მსხვერპლის დის კავშირს. საქმე იქამდე მივიდა, რომ დაცვა იძულებული გახდა ვიქტორი უკანა გასასვლელით გამოეპარებინათ შენობიდან. ედიტი კი იძულებული გახდა დაეცადა, სანამ ბრბო დაიშლებოდა, რისთვისაც მას რამოდენიმე საათი ლოდინი მოუწია, ამის შემდეგ გოგონამ მერიის შენობა პოლიციის თანხლებით დატოვა.


image



''ბიცევსკელი მანიაკის'' საცოლე - ნატაშა


image

სერიული მკვლელი ალექსანდრე პიჩუშკინი, ცნობილი ფსევდონიმით ''ბიცევსკელი მანიაკი'', 2007 წელს დააკავეს და სამუდამო პატიმრობის მუხლით გააგზავნეს კოლონიაში.

ორი წლის შემდეგ საინფორმაციო საშუალებები ''ააფეთქა'' ახალმა ამბავმა: მანიაკი დაქორწინებას აპირებს. ბევრმა ეს მაშინ ხუმრობად ჩათვალა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ 49 ადამიანის მკვლელს მართლაც ჰყავდა საცოლე-ციმბირელი გამყიდველი ქალი-ნატალია..აი, ისიც:


image


გოგონამ აღიარა, რომ მანიაკი ტელევიზორიდან შეუყვარდა-როცა მისი დაკავების კადრები ნახა. მის გაცნობამდე კი გატაცებული იყო სხვა, არანაკლებ სასტიკი მანიაკის ბიოგრაფიის შესწავლით-ეს იყო ანდრეი ჩიკატილო. რაც შეეხებოდა ახალ გატაცებას, ნატალიამ გადაწყვიტა ემოქმედა-მან მოძებნა იმ კოლონიის მისამართი, სადაც ალექსანდე პიჩუშკინი იხდიდა სასჯელს და ციხეში მყოფ შეყვარებულთან მიმოწერა გააჩაღა.


image


"ის ჩემთვის სინათლის სხივია სიბნელეში"- განაცხადა გოგონამ ინტერვიუში. ნატალიას ნათესავებმა პირველი შოკისაგან გონს მოსვლა ვერ მოასწრეს, რომ გოგონამ მათ კიდევ ერთი სიურპრიზი მოუმზადა: იყიდა საქორწინო ბეჭდები, საქორწინო კაბა და კოლონიაში გაეშურა მანიაკთან დასაქორწინებლად.


image


მაგრამ ნატალიას ოცნებას ახდენა არ ეწერა-მას ხელი შეუშალეს კოლონიის თანამშრომლებმა, თუმცა შყვარებული ქალი არ აპირებს ფარ-ხმალის დაყრას, ამბობს, რომ პიჩუშკინი სიცოცხლეზე მეტად უყვარს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა საოცნებო ქორწილი გადაიხადოს.


ლარისა ტრემბოლვერი, ისრაელის პრემიერ-მინისტრის მკვლელის ცოლი


image

აი, კიდევ ერთი ქალბატონი, რომელმაც არჩია თავისი ბედი მკვლელისათვის დაეკავშირებინა. ესაა ლარისა ტრემბოლვერი, ცოლი იგალ ამირისა, რომელზეც ხშირად ამბობენ, რომ ისრაელის ისტორიის მსვლელობა შეცვალა.

იგალ ამირი ციხეში მოხვდა 1995 წელს ისრაელის პრემიერ-მინისტრის იცხაკ რაბინის მკვლელობის ბრალდებით. იცხაკ რაბინი გამოდიოდა მოწოდებებით ეღიარებინათ პალესტინის ავტონომია. იგალმა პოლიტიკოსი დემონსტრაციის დროს რევოლვერის მიბჯენით გასროლით მოკლა.


image


თავისი მომავალი ქმრის არსებობის შესახებ ლარისამ ტელევიზორიდან შეიტყო. იმ დროისათვის ქალი ისრაელში ცხოვრობდა და ქმარი და ოთხი შვილი ჰყავდა, მაგრამ ის სასწრაფოდ გასცილდა ქმარს და თავის ბედი სტუდენტ იგილს დაუკავშირა, რომელსაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ცოლად გაყოლა იგილმა ლარისას სატელეფონო საუბრის დროს თხოვა.

სასამართლო დიდი ხნის განმავლობაში არ რთავდა ნებას პატიმარს დაეკანონებინა ქორწინება. მაშინ წყვილმა გადაწყვიტა ჩაეტარებინა უძველესი რელიგიური რიტუალი, იურიდიული ფორმალობების გარეშე. ამისათვის იგილს დასჭირდა ჩუმად შეეტანა საკანში ნიშნობის ბეჭდები, შემდეგ კი ის საცოლისათვის დაებრუნებინა. რამოდენიმე ხნის შემდეგ წყვილს ვაჟი შეეძინა.


image


დღეს ლარისა იერუსალიმის რელიგიურ რაიონში ცხოვრობს შვილებთან ერთად, მას დიდი იმედი აქვს, რომ ოდესმე მოხდება სასწაული და მის ქმარს გაათავისუფლებენ ამნისტიით (ძალზე საეჭვოა ეს ოდესმე მოხდეს).


იური შჩუკა, სამუდამო პატიმრობამისჯილი ქალის ქმარი


image

ხანდახან პირიქითაც ხდება-ქალები კი არ ეძებენ თავიანთ მეორე ნახევრებს ციხის კედლებს მიღმა, არამედ მამაკაცები. ამის მაგალითია უკრაინელი ''ვაჟკაცი" იური შჩუკა, რომელმაც მიმდინარე წელს ცოლად მოიყვანა ქალი, რომელსაც ორმაგი მკვლელობის მუხლით სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. თავისი მომავალი მეუღლე ეკატერინე იურიმ მიმოწერით გაიცნო. შემდეგ ისინი ურთიერთობდნენ ტელეფონით, სკაიპით და ბოლოს ჰქონდათ სამი ხანმოკლე პაემანი ციხის შეხვედრების ოთახში.


image


თავდაპირველად გოგონა ცდილობდა გადაეთქმევინებინა ახალგაზრდა კაცისთვის სერიოზული განზრახვა და ისიც კი ურჩია, საცოლე ციხის კედლებს მიღმა, თავისუფლებაზე მოეძებნა, მაგრამ მამაკაცი შეუვალი და ჯიუტი აღმოჩნდა და წყვილმა მალე ქორწილიც გადაიხადა... კოლონიაში.


image


კოლონიის ხელმძღვანელების თქმით, მსგავსი ქორწინება უკრაინაში პირველად მოხდა. ახლა ცოლ-ქმარს ეკუთვნის თვეში ერთი ხანგრძლივი და ორიც ხანმოკლე პაემანი. ახალგამომცხვარ ქმარს ეს განრიგი, როგორც ჩანს, ძალიან მოსწონს. იურის თქმით, ის ფაქტი, რომ მის ცოლს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, სულაც არ შეუშლის ხელს მათ სიყვარულს.


2
772
13-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
772
  
2016, 26 აგვისტო, 22:08
ნამდვილად
2016, 26 აგვისტო, 11:48
ავადმყოფები
0 1 2