x
image
ციცი
Mediator image
"დამირეკა მაგდა პაპიძემ... მიყვებოდა თავის მარტოობის საკანზე..."
image
საზოგადოებრივი მაუწყებელის ჟურნალისტი, "გამომძიებელი რეპორტიორის" ავტორი ლია ტოკლიკიშვილი ქმარ-შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ, უვადო პატიმრობა მისჯილ მაგდა პაპიძის საქმეზე ჟურნალისტურ გამოძიებას აწარმოებს და იღებს ფილმს ამ საქმის შესახებ:

"მაგდა პაპიძის საქმეზე ფილმი მზად გვაქვს. რჩება მხოლოდ პროკურორთან შეხვედრა. არავითარ დათმობაზე არ წავალთ - გადაცემა იქამდე არ გავა, სანამ პროკურორი არ გასცემს ჩვენს კითხვებს პასუხს. შეხვედრაზე შეთანხმება მიღწეულია. სამწუხაროდ, შეხვედრა ვერ შედგა წინა კვირას, რადგან ჩვენს რესპონდენტს, ბატონ დავითს, უახლოესი ნათესავი გარდაეცვალა. ორშაბათს დაგეგმილი გვაქვს მაგდა პაპიძის თემაზე საუბარი. პროკურატურა ჯერჯერობით სრულიად კონსტრუქციულად ურთიერთობს ჩვენთან და ამისთვის დიდი მადლობა მათ პრესსამსახურს. ვნახოთ, როგორი იქნება პროკურორ დავით ნეფარიძის პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც იურისტებთან ერთად შევადგინეთ..."

image

"მაგდა პაპიძეზე ფილმის მზადება ისევ გრძელდება. არც ვიცი, როდის ექნება ამას ბოლო. რაღაც ისეთს შევეჭიდეთ, ყველაფერი რომ უნდა ჩადო და ჩაანთხიო შიგ. ზაფხული გადის და ისევ შუაღამემდე ტელევიზიაში ვართ. არის ამ საქმეში რაღაც ისეთი - ბეწვის ხიდზე გავლას რომ ჰგავს. თან ზომიერად ფრთხილად უნდა იარო და თან შიშით - ფეხი არ დაგიცდეს. ორივე მხარეს ადამიანები არიან: გარდაცვლილები და ცოცხლები. მაგდა პაპიძემ წერილი მოგვწერა ციხიდან და ერთი სული გვაქვს, ამ ინფორმაციებს ჩავუსხდეთ და ესენიც გადავამოწმოთ. ახლაც ვსხედვართ და მსგავსი გამოძიებების ქეისებში ვიქექებით. თან მეორე ხელით შეხვედრას ვათანხმებ სამართალდამცავებთან ახალი ინფორმაციების გადასამოწმებლად ... როგორ გგონიათ, ღირს ალბათ გადაცემის დროში გადავადება ყველა დეტალის გასარკვევად... ვიცი, რამდენი ადამიანი ელოდება ამ გადაცემას. ამიტომ მაინტერესებს ამ თემით დაინტერესებული ყველა ადამიანის აზრი."imageჟურნალისტი ლია ტოკლიკიშვილი საზოგადოების იმ ნაწილს მიეკუთვნება, რომელსაც ძალიან ეცოდება მაგდა პაპიძე და არ სურს იმის დაჯერება, რომ დედა შვილს მოკლავდა.


როგორც მისი სოციალურ ქსელზე გამოქვეყნებული სტატუსებიდან ირკვევა მსჯავრდებულთან მას ხშირი კონტაქტი აქვს:

"დღეს ციხიდან მაგდა პაპიძის წერილი მივიღეთ. მთელ ჯგუფში ხმამაღლა ვკითხულობდით. შვილზე წერს გამამაოგნებელ ამბებს. დაუჯერებელია, რომ მას შვილის მოკვლა შეძლებოდა. და კიდევ იმას მივხვდი, რომ სიმწარე ადამიანს მიწასთან ასწორებს და ამ წერილის წაკითხვა რაღაცით ცუდი იყო."

imageუკანასკნელ სტატუსში კი, რომელიც მაგდა პაპიძეს ეხება ლია ტოკლიკიშვილი წერს, რომ პაპიძემ დაურეკა და თავის მარტოობის საკანზე ესაუბრა... მაგდას თხოვნაა, რომ მისი ხმა ჟურნალისტმა ხალხს მიაწვდინოს:



"რა კარგია, აივანზე რომ ხარ წამოგორებული, შორს, თვალსაწიერზე, ალაზანი მიიკლაკნება ბავშვობაში სახატავი ფანქრით გავლებული პირველი დადღაბნილი ხაზივით და ზარმაცი მოსწავლის მთქნარებით წერ პასუხებს კოლეგის მიერ გამოგზავნილ კითხვებზე. გუშინწინ, ამავე პოზიციაზე მყოფს, დამირეკა მაგდა პაპიძემ. უცებ დაცხა ამ სიგრილეში და ქადაგად დავეცი. მიყვებოდა თავის მარტოობის საკანზე და რამდენიმემეტრიან სასეირნო ოთახზე, საიდანაც ერთი საათი ხედავს ხოლმე ცას. მკითხა, ხომ გააკეთებთ ყველაფერს, რომ მიაწვდინოთ ჩემი ხმა ხალხსო. შევპირდი, რომ გადაცემას ბოლომდე მივიყვანდით. არ დამიმალავს, რომ საქმეში თითქმის 50/50 მისი საწინააღმდეგო და მისი მხარდამჭერი არგუმენტები. საშინლად განწირული ხმა ჰქონდა. რაღაც ძალიან ცუდის მოლოდინი გამიჩინა მისმა ხმამ. როგორ მეცოდება სამივე."imageimage
image

0
540
1-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
540
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0