x
image
ციცი
"იმედია კომპანია "აიპლიუსი" შეასრულებს მორიგების პირობას და აღარ გააგრძელებს ისტერიას ფბ-ზე..."-ნანუკა ჟორჟოლიანი

image
დღეს, საქალაქო სასამართლოში ჩანიშნული იყო "აიპლუსის" მიერ ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა.

თუ რატომ უჩივლა "აიპლიუსმა" ნანუკამ სოციუალურ ქსელში გამოაქვეყნა სტატუსი:

"ამბავი იყო შემდეგი.
მობილური შევიძინე, გაფუჭდა და პოსტში, რომელშიც ვყვებოდი ამბავს, მაღაზიის დასახელება შემეშალა.
როგორც კი გავიგე, მაღაზიის დასახელება შემეშალა, ახალი პოსტით (რომელიც წარდგენილია სასამართლოში) გავაკეთე შესწორება, სადაც ეწერა, რომ მომხმარებელი შეცდომაში შევიყვანე და რეალურად მობილური თურმე სხვაგან შემიძენია.
ამის პარალელურად მირეკავდა აიპლიუსი და მეუბნებოდა, რომ ეს განმარტება არ იყო საკმარისი და მეთქვა სად შევიძინე მობილური, რომელიც მალე გაფუჭდა. 24 საათში შეცვალა იმ კომპანიამ
ტელეფონი და სწორედ ამ მიზეზით არ ვთვლიდი საჭიროდ ეს გამეკეთებინა.
აპლიუსს ვუხსნიდი, რომ უკვე გაკეთებული მქონდა განმარტება, თუმცა კომპანიის წარმომადგენელი პირდაპირ მეუბნებოდა, რომ ეს არ იყო საკმარისი და უნდა დამედო პოსტი მათ კონკურენტებზე.
მე, მათ ვუთხარი, რომ სასამართლო ვერ დამავალებს უარყოფას რადგან უკვე გაკეთებული მაქვს და ასევე, ვერ დამავალებს სხვა კომპანიის დასახელებას, რადგან იქ პრობლემა აღმოფხვრილია.
აი, ასეთი კონკურენცია იცის აიპლიუსმა. მხოლოდ იმიტომ რომ არ დავასახელე მაღაზია სადაც შევიძინე მობილური (რომელიც გამომიცვალეს 24 საათში) დაიწყეს ფეისბუკით ისტერიკა:) სხვა არაფერი ჰქვია მათ პოსტებს.
თავიდან ვფიქრობდი რომ არ უნდა ავყოლოდი. ახლა მგონია, რომ ადამიანებმა უნდა იცოდნენ ამ
კომპანიის წყენის რეალური მიზეზი.
პარალელურად, სულ მწერდნენ ადამიანები, რომლებიც უჩივიან ამ კომპანიას. ძალიან ბევრნი არიან და ყველა მათგანის შეტყონიბა გახდება საჯარო. არ მინდოდა, მაგრამ რადგან არ გაჩერდნენ პასუხიც შესაბამისი იქნება."

დღეს ჩანიშნული სასამართლოს სხდომა თუ რითი დასრულდა, ტელეწამყვანმა მორიგი და უკანასკნელი პოსტით ამცნო საზოგადოება:

"დაგღალეთ ამ თემით, მაგრამ ბოლო პოსტია...
იყო სასამართლო პროცესი, რომელზეც აიფონ+ ითხოვდა ამბის უარყოფას და 50.000 ლარს. ამბავი დასრულდა იმით, რომ მოსამართლემ მხარეებს შესთავაზა მორიგება საკითხზე, რაზეც კომპანიამ
თავის მხრივ და ჩემმა ადვოკატმა განაცხადეს თანხმობა. მორიგება შედგება 3 პუნქტისგან.
1. რომ განვათავსებ ფბ-ზე იმ პოსტს, რომელიც ისედაც არაერთხელ გავაკეთე.
2. რომ მხარეები ერთმანეთს აღარ ახსენებენ მორიგების შემდეგ. (ეს იყო ადვოკატის მოთხოვნა, კომპანიის მიერ დაწერილი პოსტების გამო)
3. პოსტი განთავსებული იქნება ჩემს ფბზე 24 საათი.
სულ ესაა.
რად უნდოდა ამას ამდენი შეურაცხყოფა მართლა არ ვიცი. მე რომ აიფონ + ხელმძღვანელი ვიყო, აუცილებლად ვუსაყვედურებდი იმ ადამიანს, რომელმაც მას მრუდე გზით წასვლა ურჩია.
შესაბამისად, მეგობრებო, რამდენჯერმე ვთქვი, მაგრამ:
კიდევ ერთხელ უნდა გითხრათ, რომ 2015 წლის 19 ნოემბერს გაკეთებული განცადება (პოსტი) შეცდომით გაკეთდა. აღნიშნული ტელეფონი აიფონ + ში არ შემიძენია. დაზიანებული ტელეფონი სხვა მაღაზიაში შევიძინე.
იმედია კომპანია შეასრულებს მორიგების პირობას და აღარ გააგრძელებს ისტერიას ფბ-ზე. თუ დაარღვევს შეთანხმების ამ პუნქტს, არც ეგ არის პრობლემა. პასუხიც შესაბამისი იქნება."
imageimage

3
326
2-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
326
  
2 სექტემბერი, 0:00
ჰეროსტრატეს სინდრომით დააავადა ხალხი ამ ფეისბუქმა)
1 სექტემბერი, 2:52
ოხ ნანუკია ნანუკია შენ მეისპე :D
0 1 3