x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
"ეს გოგო, რომლის ფოტოც დღეს პირველად ვნახე - აღარ გვყავს, ავარიამ იმსხვერპლა..."-ბაია პატარაია

image


ბოლო დროს ძალიან გახშირდა ავტოსაგზაო შემთხვევები, რომლებიც საშინელი შედეგებით სრულდება. გუშინ კიდევ ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა გორის ავტობანზე მომხდარმა ავტოკატასტროფამ. სატვირთო მანქანა გაჩერებულ ავტომობილს დაეჯახა, რომლის შედეგადაც გარდაიცვალა 10 წლის ბიჭი და შიდა ქართლში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის პროექტის ფარგლებში სახალხო დამცველის მონიტორი და წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის გორის ოფისის წარმომადგენლი შორენა ყაყიტაშვილი. ეს გორის ავტობანზე ბოლო ორ კვირაში მომხდარი მეორე ავტოკატასტროფაა, პირველს ორი მცირეწლოვანის სიცოცხელე შეეწირა.


ადამიანის უფლებათა დამცველი, ქალთა მოძრაობის წევრი და კავშირი "საფარი"-ის ხელმძღვანელი ბაია პატარაია შორენა ყაყიტაშვილის დაღუპვას სოციალური ქსელით ეხმიანება:

"ეს გოგო იყო ვარსკვლავი. თქვენ არ იცით, რა საოცარი გოგო იყო შორენა. "გორში შორენა გვყავს" - ლელაკო იტყოდა ხოლმე. მე არ ვიცნობდი, თითქმის ყველა რომ იცნობდა, შორენას. ერთხელ დამჭირდა ინფორმაცია კონფლიქტისპირა სოფლებზე. დაურეკეო შორენას, დავურეკე. ერთ დღეში ყველაფერი გაარკვია, ყველას იცნობდა იქ. Sophie Tkemaladze გახსოვს? და ეს გოგო, რომლის ფოტოც დღეს პირველად ვნახე - აღარ გვყავს, ავარიამ იმსხვერპლა...
მე არ ვიცი, რა უნდა ვქნათ, რომ ავარიებით არ ვიხოცებოდეთ... მაგრამ მთლიანად გადასახედია საგზაო უსაფრთხოების სისტემა.
მანამდე კი... ან ტირილს რა აზრი აქვს... ადამიანის უფლებების დაცვაში მედლები არ რიგდება, თორემ ჩათვალეთ, რომ გორელი ჩემპიონი დავკარგეთ..."image

0
1024
1-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1024
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0