x
image
ნინო ნინო
ქართული სუფრის ,,აკადემია"და მისი სოციოკულტურული ნიშნები
image მართალია, ბევრს ყურით მოთრეულად ეჩვვენება ქართული სუფრის ურყევი ინსტიტუტის მიმოხილვა სოციალურ და პოლიტიკურ კონტექსტში, თუმცა საქმე არც ასე მარტივად არაა. საკმარისია დამკვირვებლის პოზაში დაესწრო მთელ ამ რიტუალს და ყველაფერს ნათელი ეფინება. დავუკვირდეთ რამდენი სოციოკულტირული მომენტი ვლინდება “ქართული სუფრის აკადემიაში".

ძირითადი და ზოგადი მახასიათებლები: მკაცრად სტრუქტუირებული იერარქია: თამადა, მისი მოადგილე, დანარჩენი მოქეიფეები (“ძვირფასო მაგიდის წევრებო"!),

თამადა, რომელიც დიქტატორია და მოადგილე, რომელიც ზოგჯერ მის ნაცვლად სვამს სტალინის ან გმირი წინაპრების სადღეგრძელოს-მინი- სახელმწიფო. დაკარგული ტერიტორიების, სამშობლოსა და პატრიოტიზმის თემები- გამორიცხულია ყოველგვარი დისკუსია, ორი აზრი. გენდერის საკითხი- მანდილოსნების(დიასახლისების) სადღეგრძელო, რომელიც მორჩილია, დამყოლი და მათეული გაგებით “ღირსეული, პატიოსანი".

“ქართული სუფრა, რომელსაც მარაზმები ნამდვილად არ აკლია, რაღაც კუთხით გასაგები მოტივით “აკადემიად" არის წოდებული. ეს არის ადგილი, სადაც ხშირად იმართება, მართალია ინტელექტსა და წიგნიერებას მოწყვეტილი, თუმცა ეროვნული-ისტორიულ იდენტობასა თუ საზრისთან დაკავსირებული სჯა-ბაასი. თამადა აქ ერთგვარი მსაჯის როლშიც კი გვევლინება და ამდენად, ჩამოყალიბდა ქართული სუფრის, საკამოდ მყარი საკრალიზებული ინსტიტუტი.


სუფრა რომ ტიპიურად ქართული და თანაც ქართული სოციოკულტურული თუ სამოქალქო აზროვნების მადემონსტრირებელი ფენომენია, აქ არსებული მკაცრი წესებისა თუ მარეგლამენტირებელი ნორმებისგან გაოგნებული, უცხოელთა გაფართოებული თვალებიც ადასტურებს. ნებისმიერი მათგანი მთელ ამ პროცესს რიტუალად აღიქვამს და ხვდება, რომ საკმაოდ ტრადიციულ ქვეყანაში მოხვდა, სადაც ერთმანეთშია აღრეული მზერა ევროპისკენ და აზიატიზმი.

საინტერესოა, რომ ბოლო დროს ქართული სუფრის ფენომენს საჯარო დისკუსიები და კონფერენციაც კი მეძღვნა. ხომ არ ღირს დასავლურ იდეალებზე “შექანებული" საზოგადოება დაფიქრდეს რამდენად თავსებადია დემოკრატია და ტოტალიტარული სახელმწიფოს მინი-მოდელი:“ ქართული სუფრის “აკადემია"?

27
867
3-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ნინო ნინო
ნინო ნინო
867
  
2013, 1 მარტი, 15:49
მაგრამ არა იმ ფორმით დღეს რომაა... დეფორმირებული
2013, 20 თებერვალი, 16:12
ერთ-ერთი, რამაც ქართველი ერი გადაარჩინა და დღევანდელობამდე მოიყვანა, სწორედაც, რომ ქართული სუფრაა... დიახ, ქართული სუფრა!!!
2012, 16 აგვისტო, 21:43
მასეა!
2012, 16 აგვისტო, 21:42
გული არ გაიტეხო,დრო ან გამოასწორებს ან საერთოდ დაივიწყებს ამ ტრადიციას :)
2012, 16 აგვისტო, 16:25
მოკლედ, თქვენ უკეთ წარმოაჩინეთ რამხელა დეგრადაცია გაიარა ამ ინსტიტუტმა, მე მგონი:) ძალაინ სწორად გამიგეთ ნათქვამი და ეს ჩემთვის მთავარია. ეს ყველაფერი იმდენად დეფორმირდა, მე, პირადად, ამაში ღირსეულს ვერაფერს ვეღარ ვხედავ და ვინც რა უნდა ის თქვას.
2012, 16 აგვისტო, 11:36
დიდოსტატის მარჯვენა ხო გაქვთ წაკითხული.აი იქ არის ერთი მონაკვეთი ლექსებად და შაირებად რო ბაასობენ გლეხად გადაცმული მეფე და მისი ქვეშევრდომები.ისეთი იყო ქართული სუფრა ჩემი აზრით,მერე და მერე ტრადიციები დაამახინჯეს.მეც შემიმჩნევია ხშირად რო უაზრო ბოდვისკენ წასულა სადღეგრძელოები.ნინომ კარგად აღნიშნა კომუნისტური წყობის და ბელადის კულტის გავლენა რომ დაჰკრავს ქართულს სუფრის ტრადიციებს.ქართული სუფრა ჩემი აზრით იყო ერთმანეთთან სითბოს გამოხატვის,სამშობლოს და მოყვასის სიყვარულის,სუფრაზე მჯდომების ერთმანეთისადმი მეგობრული ატმოსფეროს შექმნის ინსტიტუტი.ახლა დამახინჯებულია.სიყვარულზე ღაღადებენ ახლა და მერე თავებს უჩეხავენ ერთმანეთს.დღევანდელი რეალობა ესაა.
2012, 30 ივლისი, 17:49
არასწორად გამიგე საყვარელო, მე ვთQვი მოგეწონებოდა თქო, ანუ კარგი იქნებოდა რომ მოგესმინა თქო, ანუ გაუგებდით ერთმანეთს თქო და კიდე ბევრი თქო : )
რა შუაშია დასკვნები ? :D
2012, 30 ივლისი, 17:46
მე მისი სტუდენტი არ ვარ და არც მისი იდეები ვიცი. მისი არაფერი წამიკითხავს რასაც კითხულობთ ჩემი ნაფიქრი და ნამსჯელია მე ტსუ ში არ ვსწავლობ და ფოტოზე თუ გეცნობატ პირი, ის ჩემი დაა ასე რომ დასკვნებისგან თავის შეკავება ჯობია
2012, 30 ივლისი, 15:30
მორის შალიკაშვილის ლექციები მოგეწონებოდა შენ : )
2012, 18 ივლისი, 12:27
მაგიტომაც ვართ ასე შორს წასული
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10