x
image
ნინო ნინო
კონფორმული და ნონკონფორმული
კონფორმიზმის თემა მეოცე საუკუნეში განსაკუთრებით აქტუალური გახდა და დღემდე საკამაოდ მტკიცედ ინარჩუნებს თავის პოზიციებს. გააჩნია როგორც პოლიტიკური, ისე ფსიქოლოგიურ-სოციოლოგიური ასპექტები. სულ მოკლედ შეიძლება განიმარტოს რა პრინციპული განსხვავებაა მათ შორის და სულ მარტივად შეიძლება აღმოაჩინო საკუთარი თავი რომელიმე კონკრეტულ ორბიტაზე.

კონფორმიზმი ესაა პასიური ქცევა, რომელიც გულისხმობს შემთანხმებლობას, ადაპტაციას არსებულ რეჟიმთან, საკუთარი თვალსაზრისის არ არსებობას და თავსმოხვეულ, გაბატონებული შეხედულებებისადმი უსიტყვო მორჩილებას.

კონფორმიზმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია ჯგუფური კონტროლისა და ამ ჯგუფის მიერ შემოღებული ნორმებისადმი მორჩილება.

ნონკონფორმიზმი უფრო მეტად სოციოლოგიური კატეგორიაა, რომელსაც ახასიათებს ტენდენცია გამოვიდეს საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული ნორმების წინააღმდეგ, ის კონფორმისტებისგან განსხვავებით ერგება უმცირესობას, მათ მიერ არტიკულირებულ ნორმებსა და ღირებულებით სისტემას. მათგან მცირედ განსხვავდება ანტიკონფორმული ადამიანი, რომელიც, ძირითადად, საკუთარი განწყობის შესაბამისად მოქმედებას ამჯობინებს.


ნონკონფორმისტები არიან სუბკულტურის წარმომადგენლები: ჰიპები, პანკები, ემოები და ა.შ.

კონფორმისტული ქცევა ხშირად თვითგადარჩნისთვის ერთადერთი გამოსავალია. ბოლშევიკური თუ ფაშისტური ტერორისგან ფიზიკური გადარჩენის უალტერნატივო გზა სწორედ კონფორმისტულ პოზიციაზე გადასვლა იყო, რაც ინტელექტუალთა უმრავლესობის მხრიდან კომპრომისადაც კია აღქმული, თუმცა საყოველთაო შემთანხმებლური განწყობის შექმნა ხშირად სტიმულირდება მეშჩანური მოტივებით.

კონფორმისტული საზოგადოების კრიტიკა გახდა მეოცე საუკუნის მწერლობის ერთ-ერთი მთავარი თემაა. მხატვრულ ლიტერატურაში შეიქმნა არაერთი გმირი, რომელში ჩახედვისასაც არაერთს შეუძლია საკუთარი თავის აღმოჩენა.



კონფორმულობასა და ნონკონფორმულობის თემებთან დაკავშირებული საინტერესო მხატვრული ნაწარმოებები:

ჟან მარი გუსტავ ლე კლეზიო-“ შიმშილის მისამღერი"

ალან რობ გრიე- “ეჭვიანობა"( ფრანგულ ენაზე “Jalousie'

სარტრი- “კედელი"

მიხეილ ჯავახიშვილი “კვაჭი კვაჭანტირაძე"...


ასევე გოგი გვახარიას “კონფორმიზმი და კოლაბორაციონიზმიimage

11
584
8-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ნინო
ნინო ნინო
584
  
2012, 22 აგვისტო, 13:47
გმადლობ:)
2012, 14 აგვისტო, 9:05
+1000
2012, 14 აგვისტო, 1:11
ძალიან სწორი მიგნებაა ჩემი აზრით:0
2012, 14 აგვისტო, 0:45
ხოო აი ეღაა პრობლემა, მსგავსი რამ მკითხველტა უმრავლესობის ინტერესში არ შედის, მხოლოდ მცირე ნაწილს აინტერესებს, (თუმცა ხო გაგიგონია "პროგრესი რაოდენობაში კი არა ხარისხშია" , ჩვენში რო დარჩეს) ;)
2012, 14 აგვისტო, 0:00
ხოო ისე მგონი ეს თემები ძალიან ცოტასღა გვაინტერესებს:D
2012, 13 აგვისტო, 23:49
გაიხარე, შენც მაგარი ადამიანი ხარ, ისეთი თემები გაინტერსებს, რაც ძაან მომწონს მე პირადად =))
2012, 13 აგვისტო, 23:26
ხოო ეგ კი ვიცი, მადლობ შენიშვნისთვის და ზალიან კვალიფიციური შენიშვნისთვის რაღაც დაუკვირვებლად მომივიდა მახასიათებს:))) ძალიან კარგი გოგო ხარ:)
2012, 13 აგვისტო, 23:10
ისე კი მართალი ხარ, სუბკულტურის წარმომადგენლები ნონკონფორმისტები არიან, მაგრამ კონტრკულტურის წარმომადგენლებიც, თავისთავად... სუბკულტურისაგან განსხვავებით, სწორედ, კონკრკულტურა ეწინააღმდეგენა გაბატონებულ კულტურას, ასე ვთქვათ, მასაზე მორგებულ კულტურას და ამიტომ კონტრკულტურისტებიც უპირველესი ნონკონფორმისტები არიან.
ძალიან მომეწონა სტატიის თემა +1000
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10