x
image
melody_inside
ჰალკ ჰოგანი და სხვა ცნობილი ულვაშიანი ადამიანები

11 აგვისტო ჰალკ ჰოგანის _ ცნობილი ამერიკელი მებრძოლის (wrestler) და მსახიობის დაბადების დღეა. ჰალკის იმიჯისყველაზე უცვლელი და გამორჩეული ნაწილი მისი ულვაშებია, ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვეკრიბა ყველაზე ცნობილი ულვაშიანები.

image


1. ჰალკ ჰოგანი

მებრძოლი ჰალკ ჰოგანი - Fu Manchu-ს ულვაშების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოყვარულია. 2009 წელს მან თავისი ავტობიოგრაფია გამოსცა.
image


2. ალბერტ ეინშტეინი

იმის გარდა, რომ ეინშტეინი იყო მათემატიკის გენია და თანამედროვე ფიზიკის მამა, ის ლამაზ ულვაშებსაც ატარებდა. ხშირ და გაწეწილ თმასთან ერთად, ულვაშები ავსებდა ბრწყინვალე, მაგრამ დაბნეული პროფესორის იმიჯს.

image


3. ფრედი მერკური
„ ჩვენ თქვენ დაგშოკავთ“, - მღეროდა ჯგუფ Queen-ის სოლისტი, რომელიც დიდხანს
ატარებდა ულვაშებს. ეს უძლიერესი ვოკალისტი, რომელიც დაიბადა კუნძულ ზანზიბარზე, 1991 წელს 45 წლის ასაკში შიდსით გარდაიცვალა.

image


4. ჩარლი ჩაპლინი

ულვაშები ამშვენებდა XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ადამიანს - მუნჯი კინოს მეფის, ჩარლი ჩაპლინის სახეს. პატარა ულვაშები ავსებდა „ პატარა მაწანწალა“-ს
იმიჯს. თავის ავტობიოგრაფიაში ჩაპლინი წერდა, რომ ულვაშები თავის იმიჯს იმიტომ დაამატა, „ რომ გამოჩენილიყო უფრო ასაკოვანი, გამომეტყველების შეცვლის გარეშე“.

image


5. ჯეისონ ლი
ულვაშები ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია ფილმის „ მე მქვია ერლი“-ს გმირის იმიჯში, რომლის როლიც ითამაშა ყოფილმა პროფესიონალმა სკეიტბორდისტმა ჯეისონ ლიმ. მაგრამ მეორე ფილმის „ სიცხე მემფისში“ როლისთვის ჯეისონს ულვაშების მოპარსვა მოუწია.

image

6. საშა ბარონ კოენი

ბრიტანელმა
მსახიობმა საშა ბარონ კოენმა ითამაშა ყაზახი ჟურნალისტის ბორატ საგდიევის როლი -
უმეცარი, ცოლის მოძულე და ანტისემიტი ამოჩემებული აზრებით პამელა ანდერსონზე -
ფსევდოდოკუმენტურ ფილმში „ ბორატი“. მისი ხშირი ულვაშები გამოგონებულ ყაზახურ
სოფელში ბოლო მოდად მიიჩნეოდა.

image


7. რონ ჯერემი

მათთვის, ვისაც არ უნახავს „Charlie Chaplin porn“ მოქმედებაში, ულვაშები უფრო ცნობადი თავისებურებაა. ინტერვიუში ჯერემიმ აღიარა, თუ რატომ ატარებს ულვაშებს: „ მათი დახმარებით ჩემი ცხვირი შედარებით პატარა ჩანს“.

image



8. ბრედ პიტი ალდო რაიანის როლში

ვარსკვლავს მოუხდა გაეზარდა ულვაშები ეროლ ფლინტის სტილში. მათ მშვენივრად შეავსეს იმ ლეიტენანტის იმიჯი, რომელიც ხელმძღვანელობდა ებრაელთა წინააღმდეგობას კვენტინ ტარანტინოს მიერ მეორე მსოფლიო ომზე გადაღებულ დრამაში "Inglourious Basterds".

image

9. კლარკ გეიბლი

ამერიკის კინოს ინსტიტუტის მიერ ყველა დროის უდიდეს მსახიობად აღიარებულ კლარკ გეიბლს შეეძლო მხოლოდ ყველაზე კარგად ემტკიცებია, რომ ძლიერი მამაკაცის პოპულარული იმიჯის შესაქმნელად ულვაშებია საჭირო. ფილმების უმრავლესობაში გეიბლი ულვაშებით მონაწილეობდა, მათ შორის „ ქარწაღებულ“-ში. შესაძლოა სამხედრო მეზღვაურების წესია ასეთი.

image


10. იოსებ სტალინი
ოფიციალურ პორტრეტებზე მრისხანე საბჭოთა დიქტატორი ყოველთვის იყო მასიური და ძლიერი. სინამდვილეში კი ულვაშები საშუალებას იძლეოდა დაეფარა თხელი სახე და კბილების უმრავლესობის არარსებობა.

image


11. ფრენკ ზაპა

როკ-მუსიკოსი თავისი საფირმო ულვაშების წყალობით იმდენად ცნობადი იყო,
რომ ზაპის ოჯახმა მისი სიკვდილის შემდეგ 1993 წელს ამ სურათზე უფლება შეისყიდა.

image


12. სალვადორ დალი
ესპანელი სურეალისტი- მხატვრის სალვადორ დალის ზემოთ აპრეხილი ულვაშები მისი არაორდინალური პიროვნების განუყოფელი ნაწილი იყო. „ ყოველ დილით, გაღვიძებისას მე განვიცდი არაჩვეულებრივ სიამოვნებას იმის გამო, რომ არსებობს სალვადორ დალი“, - განაცხადა ერთხელ მხატვარმა.

image



13. მიხაილ ბოიარსკი

ქუდი და ულვაშები - აი ის ორი ნივთი, რაც ხალხში გამოარჩევს ცნობილ მსახიობს.
მაგრამ ასეთი დიდი ულვაშებითაც ხდება კაზუსები. „ ფილმის „ დ’არტანიანის და სამი
მუშკეტერი“ -ს გადაღების დაწყებამდე მე დიდხანს და ტანჯვით ვიზრდიდი ულვაშებს,
მაგრამ პირველივე დღეს მათი დახვევის დროს ვიზაჟისტმა მუშკეტერის სიამაყე დაწვა.
მომიხდა ხელოვნურის მიმაგრება, სანამ ჩემი ულვაში გაიზრდებოდა“, - ყვება მიხეილ
სერგეის ძე.

image



14. ნიკიტა მიხალკოვი

იქმნება შთაბეჭდილება, რომ რეჟისორი და მსახიობი მთელი ცხოვრება ულვაშებს ატარებდა, მის ქალიშვილსაც კი ვერ წარმოუდგენია ის ულვაშების გრეშე „ მეწყინებოდა, რომ მოიპარსა. ადრე არ მიყვარდა, მამა კოცნისას რომ იჩხვლიტებოდა.
ახლა კი მამა ისე მომწონს, რომ ვერ წარმომიდგენია ულვაშების გარეშე“, - თქვა ნადია
მიხალკოვმა.

image


15. სადამ ჰუსეინი
ერაყის რესპუბლიკის ყოფილი ლიდერის და დამხობილი ტირანის საფირმო
ულვაშები მას ისე გასცემდა, რომ მოიპარსა დ მხოლოდ წვერი დაიტოვა ამერიკელებს რომ დამალვოდა.

image



16. ჩე გევარა
კუბაში მეამბოხეთა არმიაში შემოვიდა მოდა ულვაშებზე და წვერზე. მაგრამ ყველაზე საკულტო წვერ-ულვაში კუბელ წვეროსნებში ეკუთვნის ჩე გევარას. ის დააკანონეს მთელ მსოფლიოში მილიონობით მაისურებზე, ბარათებზე და პოსტერებზე, რომლებიც ყოველ წელს გამოიცემოდა მისი სიკვდილის დღიდან.

image


17. ალექსანდრე ლუკაშენკო

ბელორუსიის პრეზიდენტის ულვაშები მთელ მსოფლიოშია ცნობილი. მათ ლიტვაში ახლახანს მომხდარ სკანდალშიც მიიღეს მონაწილეობა. ოპოზიციონერები აპროტესტებდნენ რა ლუკაშენკოს ვიზიტს ლიტვაში გამოფინეს ბანერი წარწერით „ ულვაშას შესვლა აკრძალულია“.

image


18. სემიონ ბუდიონი

სიკვდილამდე ულვაშები ბუდიონის იმიჯის განუყოფელი ნაწილი იყო. ის მას ძალიან უფრთხილდებოდა. სამოქალაქო ომის დროს პირველ საცხენოსნო არმიაში მსახურობდა მისი ძმა, რომელმაც ისეთივე ულვაშები მოიზარდა. ბუდიონს ეს არ მოეწონა. ერთხელ, მოიწვია რა სტუმრად, მოხერხებულად მოაჭრა ულვაშების ბოლოები და თქვა: „ ბუდიონი უნდა იყოს ერთი“.

image


19. ლეონიდ იაკუბოვიჩი


ლეონიდ იაკუბოვიჩი თანამედროვე ტელევიზიის და პირველი არხის ბრენდად იქცა თავისი ულვაშების გამოც. ხოლო თაყვანისმცემლების მისდამი სიყვარულს საზღვარი არ აქვს. ერთ-ერთი გადაცემის დროს ნოვოსიბირსკელი მონაწილე ქალბატონმა, პროფესიით დაზღვევის აგენტმა, წამყვანის ულვაშები დააზღვია დიდ თანხაზე, იმაზე დაყრდნობით, რომ იაკუბოვიჩი ეწევა ჩიბუხს და ულვაშებისთვის ეს წარმოადგენს გაზრდილ რისკს.

image


20. ვალერი გაზაევი

რუსი მწრთვნელის ულვაშები ფეხბურთის მრავალი მოყვარულთათვის გახდა სიმბოლო და თილისმანი. ერთხელ გაზაევმა პირობა დადო, რომ თუ მისი გუნდი უეფას თასის გათამაშების ფინალში გავიდოდა, ულვაშებს მოიპარსავდა. და, როდესაც ცსკა-მ ნახევარფინალში მოწინააღმდეგე დაამარცხა, გულშემატკივრებმა მწვრთნელი წერილებით აავსეს, სადაც ემუდარებოდნენ არ მოეპარსა წარმატების მომტანი ლეგენდარული ულვაშები.

image



21. ადოლფ ჰიტლერი

დღემდე ისტორიკოსების უმრავლესობა მიიჩნევდა, რომ ადოლფ ჰიტლერი ასეთ ულვაშებს ატარებდა უბრალოდ მოდის გამო. მომავალ ფიურერთან ერთად მსახურობდა მწერალი ალექსანდრე ფრაი, რომელმაც თავის ჩანაწერებში აღწერა, სინამდვილეში ჰიტლერმა როგორ შეიძინა თავისი დამახასიათებელი ულვაშები. აღმოჩნდა, რომ ჰიტლერს, როგორც გერმანიის არმიის დანარჩენ ჯარისკაცებს, უბრძანეს დაემოკლებიატ ულვაშები, რათა ხელი არ შეშლოდათ აირწინაღების გაკეთებისას. მანამდე მომავალი ფიურერი ფუმფულა პრუსიული ულვაშების მფლობელი იყო.

image


22. ალექსანდრე დრუზ

თამაშის „რა? სად? როდის?“ მაგისტრი ტელეეკრანებზე ყოველთვის ჩნდება მომხიბვლელი ულვაშებით. შეიძლება, ეს უბრალოდ ჩვევაა, ან შესაძლოა თილისმანიც კი. ერთი კი შეიძლება დაზუსტებით ითქვას: მის ულვაშებზე უამრავი ხუმრობა მისი პოპულარობის დამადასტურებელია.

image

21. ვასილ ჩაპაევი

ვასილ ივანეს ძე თავისი ფუმფულა ულვაშებით იყო ცნობილი. სწორედ ასეთი ულვაშებით გამოსახავდნენ პორტრეტებზე და ფილმებში. ქალაქ ჩებაქსარის მუზეუმში ინახება მისი ულვაშები, მართალია, არა ნამდვილი, მხოლოდ ბუტაფორია _ ცნობილ ფილმში მთავარი როლის შემსრულებლის, მსახიობ ბაბოჩკინის.

image

22. ფრიდრიხ ნიცშე

გერმანელი ფილოსოფოსის ულვაშები ადამიანებს იმდენად ხიბლავდა, რომ
დაიწყეს მიბაძვა და იზრდიდნენ მსგავსს. ასე მაგალითად, რუსმა მწერალმა მაქსიმ
გორკიმაც ასეთივე ფუფულა წამონაზარდი დაიყენა სახეზე.

image


23. პეტრე დიდი

პეტრე პირველმა რუსეთში გაპარსვაზე დასავლეთის მოდა შემოიღო, მაგრამ რომ არ ეკამათა ეკლესიასთან და არმიასთან, ნება დართო ეტარებიათ წვერ- ულვაში მღვდელმსახურებს, ხოლო ულვაშები - ოფიცრებს. პეტრე პირველი წვერ-ულვაშზე პასპორტს გასცემდა სპილენძის მედალიონის სახით, რომელზეც მამაკაცის ეს ატრიბუტები იყო გამოსახული და გადასახადებსაც კრებდა მათზე. დამახასიათებელია, რომ თვითონაც ატარებდა ულვაშებს, რაც იმ დროის დასვლეთ ევროპულ ნორმებიდან გადახვევას წარმოადგენდა.


image

1
425
13-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
425
  
2016, 18 აგვისტო, 8:34
იაკუბოვიჩი და გაზაევი როგორ გვანან ერთმანეთს
0 1 1