x
image
natia.a
"გადავამოწმე ჩემი ანგარიში და სად არის...“- უფრთხილდით სატელეფონო თაღლითებს!
image
მწერალი და ასტროლოგი, რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში ყვება სატელეფონი თაღლითობის ამბავს, რომელიც თავად გადახდა:


"მირეკავს ვიღაც, დავხედე, ჩემი ნომერია ოღონდ სხვა ინდექსით.
- გისმენთ.
- ძმაო, ხუთი ლ'არი ჩაგირიცხე შეცდომით და გადმომირიცხე უკან თუ შეიძლ'ება.


ახლავე-მეთქი. გავუთიშე. მაგრამ ფრთხილი ვარ მეტ-ნაკლებად. გადავამოწმე ჩემი ანგარიში და სად არი ხუთი ლარი, არალი.


მეთქი, გადავურეკავ და ვეტყვი რომ არ ჩარიცხულა, მაგრამ ახლა ფასიანი ნომერი არ ჰქონდეს და მინუსებში არ გადამაგდოს-მეთქი



დავუმესიჯე. „არ ჩარიცხულა და თუ ჩაირიცხა, ეგრევე გადმოგირიცხავთ“.


მირეკავს ეგრევე, „რას მიმესიჯებ, რომ მიმესიჯებ. ნახევარი მაინც გადმომირიცხე“.


ვაჰ. „არ ჩარიცხულა ბატონო და თუ ჩაირიცხა, აუცილებლად-მეთქი“.


„კაი, კაი“ და გამითიშა ყურმილი.


P.S. საღამოს ქუჩაში რომ გავალ, კურტკას ხომ არ გამხდიან?" - წერს რამაზ გიგაური.


image

0
684
5-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
684
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0