x
image
natia.a
რატომ აღაშფოთა ხალხი სტიქიის ადგილზე "X-ფაქტორის" მონაწილეების გამოჩენამ
დედაქალაქში მომხდარი სტიქიური უბედურების ადგილზე დასახმარებლად გუშინ მეგა-შოუ "X-ფაქტორის" მონაწილეები და რუსთავი 2-ის სხვა ცნობილი სახეები მივიდნენ.


"ჩვენი წამყვანები, კონკურსანტები უკვე მივიდნენ შემთხვევის ადგილზე და ერთვებიან სამუშაოებში. შესაძლოა დაგვჭირდეს თქვენი დახმარებაც და ამის შესახებ დეტალებს აუცილებლად შეგატყობინებთ." - "X-ფაქტორის" ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ ამ სტატუსს ადგილზე მისული მონაწილეების ფოტოებიც თან ახლდა.


image

imageimageimageimage
imageimage



თუმცა ამ ერთი შეხედვით მისასალმებელმა აქციამ სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ბევრმა მომხმარებელმა მოუწონა მათ საქციელი, მაგრამ ბევრი აღშფოთდა. ამ უკანასკნელთა აზრით, ქალაქში დატრიალებული უბედურება "რუსთავი 2"-მა პიარისთვის გამოიყენა. ხოლო ყველა ეს ცნობილი სახე სტიქიიის ადგილზე მხოლოდ და მხოლოდ საპოზიოროდ მივიდა. ასე რომ არ ყოფილიყო, ისინიც უამრავი სხვა ადამიანის მსგავსად ფოტოების გადაღების გარეშე დაეხმარებოდა ხალხსო - ვკითხულობთ კომენტარებში.


უცვლელად გთავაზობთ რამდენიმე მწვავე კომენტარს:


"Didish Didish: ნუ ხართ პაკაზუხა ხალხი რა. ამ შოუში, რომ არ ყოფილიყავით ვნახავდი ერთი რომელი თქვენთაგანი იქნებოდა ახლა მანდ!!!"


"Tinatin Kikvadze: ესენი ძაან მიეხმარებიან...სურათების გადაღებაში. ან შორენიკომ რა უნდა ქნას ყავის ჭიქას ვერ რეცხავს ჭურჭლის სარეცხი მანქანის გარეშე რო კითხო:)) სხვის დასანახად არ უნდა აკეთო სიკეთე რო გამოჭენდით რუსთავი ორის ეთერში..."


"Maiko Gociridze: სიკეთეს ჩუმად აკეთებენ და არა ასე როგორც რუსთსვი ორი და მათი ამფსონები, სიკეტეს პოზიორობა არ სჭირდება".


"Ani Maghradze: ეს რა პონტია სურათების გადასაღებად აყარეთ წამყვანები და მერე სახლში გაუშვებთ და იტყვით რომ წვილილი მიუძღვით რაიმეში თუ რა მაფიაა? ამ ჩემ ფეხს თქვენი შოუ და თქვენი რეიტინგი რა დღეშია ქალაქი, სუ არ გვკიდია რას იზავეთ თქვენი წამყვანები? მითუმეტეს ბეგაშვილი? რაიმე ცოტა რეალური მაინც დაგეპოსტათ..."



"Nen Se: თავს იპიარებენ, პუბლიცისტები...უამრავი მოხალისე ეხმარებოდა სტიქიის შედეგად დაზარალებულებს თავისა და ქცევის გაუპიარებლად, ესენი კიდევ ფოტოებს იღებენ სამაშველო სამსახურის ტანსაცმლით...ნამდვილი გმირები ყოველთვის ჩღდილქვეშ არიან და, როგორც წესი, თითქმის არავინ იცის მათი სახელი, რადგან მათ თვითმიზანს არავინაობის გაპიარება, არამედ ხალხის დახმარება წარმოადგენს."




დაბოლოს, "ჭრელო პეპელას" როლში აღმოჩენილი ჩვენი ვარსკვლავების მდგომარეობა ამ კომენტარითშეიძლება შევაფასოთ:


Xatuna Xaduri: "მივიდნენ და ერთი ამბავი ატყდა პიარიაო...არ მივიდოდნენ და მაგაზეც ერთი ამბავი ატყდებოდა ფეხებზე კიდიათო...რა ქნან ხალხო?"




3
7051
12-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
7051
  
2015, 17 ივნისი, 9:23
ხო ახლა მასალა იშოვეს და ხელიდან ხო არ გაუშვებენ... ფუ ამათი ძალათ პატრიოტი....
2015, 15 ივნისი, 13:39
რუსთავი2 რომ მხოლოდ საკუთარ პიარზე მუშაობს ეს სიახლე აღარაა და მოცემულ მომენტში დავიჯერო სხვა ტელევიზიის ჟურნალისტი არავინ იყო? ფოტოებზეც სწორედ რომ რუსთავი2-ის მიკროფონი ჩანს. ყველაფრიდან სარგებელი ხომ არ შეიძლება ნახოს ადამიანმა, რა უგუნურებააა!! :(((
2015, 15 ივნისი, 11:49
მართალია ხალხი, დახმარება თუ გინდა, კამერა და მიკროფონი, მაგისთვის სულ არ არის საჭირო.
0 1 3