x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ორი ინგრედიენტი, რომლითაც ჭყინტი სიმინდი გაცილებით ნაზი და გემრიელი გამოვა - სცადეთ!
image
ვის არ უყვარს ახლად მოხარშული ჭყინტი სიმინდის თავბრუდამხვევი არომატი! მაგრამ ბევრი სიმინდს უბრალოდ არასწორად ხარშავს. ყველაზე ხშირად სიმინდის ტაროებს უბრალოდ ვყრით მარილწყალში, ან მხოლოდ წყალში და ვხარშავთ... ამჯერად გაგანდობთ ერთ საინტერესო ხერხს, რომელიც დაგეხმარებათ მოხარშული სიმინდი ძალიან რბილი და გემრიელი გამოგივიდეთ. ამისათვის საკმარისია მომზადების დროს ქვაბში ორი უბრალო ინგრედიენტი დაამატოთ.


პირველ რიგში, საუკეთესო შედეგის მისაღებად, აუცილებელია აარჩიოთ ტკბილი ჯიშის სიმინდი, რომლის მარცლები ჯერ ისევ რძიანი იქნება.


მოხარშული ჭყინტი სიმინდის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:


5 სიმინდის ტარო;


1 ჩ.ჭ. რძე;

50 გ. კარაქი

მარილი

წყალი


მომზადება:


1. პირველი ნაბიჯი სრულიად სტანდარტულია: გატეხეთ შუაზე ტაროები და მოათავსეთ ქვაბში. დაასხით იმდენი წყალი, რომ მთლიანად დაფაროს სიმინდი, და დადგით ცეცხლზე.


2. როგორც კი წყალი ადუღდება, დაამატეთ რძე და კარაქი.


image

3. დაელოდეთ სანამ წყალი ისევ წამოდუღდება და ამის შემდეგ, ადუღეთ კიდევ 10-15 წუთი.


4. ამგვარი პროცედურის შემდეგ აღარ არის საჭირ სიმინდის საათობით ხარშვა. უგემრიელესი, ნოყიერი, ნაზი და რბილი ჭყინტი სიმინდი მზადაა.


5. სუფრაზე მიტანის წინ ტაროებს ოდნავ მოაყარეთ მარილი და... გემრიელად მიირთვით!


image

3
1024
6-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
1024
  
2016, 14 აგვისტო, 22:41
მეც არ გამესინჯა ეგ კომბინაცია და ამას წინათ შემომთავაზეს, სტუმრად როცა ვიყავი. გაოცებული დავრჩი, მაგრად უხდებიან ერტმანეთს.
2016, 14 აგვისტო, 22:39
სადაც მჭადს უხდება ყველი სიმინდს რატომ არ მოუხდება :))
2016, 14 აგვისტო, 22:37
ურძეოდაც კარგად მივირთვი დღეს:DDD ისე, რომ იცოდეთ, მოხარშულ ცხელ სიმინდს ჭყინტი ყველი უხდება.. გასინჯეთ, მოგეწონებათ:)
0 1 3