x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
"ერთხელ გახსნილს, ორჯერ გახსნილი ჯობიაო"- ანუ რატომ გახსნეს მეორედ ოფიციალურად გორის დაცვის პოლიციის შენობა ?
წინასაარჩევნოთ საქართველოში ძალიან ბევრი საინტერესო, სასარგებლო, ან თუნდაც

უსარგებლო მოვლენები ხდება, ხოლმე... საერთოდ ეს პერიოდი, ყოველთვის

დატვირთულია, პოლიტიკური სკანდალებით, პროექტებით, ტყუილითა თუ სიმართლით.

ეს ყველაფერი ყველას კარგად მოგვეხსენება და ბევრი, რომ აღარ გავაგრძელო, ერთი


ასეთი მოვლენის შესახებ მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვა:

ამ წლის 11 აგვისტოს გორში შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დაცვის პოლიციის"ახალი"ადმინისტრაციული შენობა გახსნა. გახნის ცერემონია ისეთივე

არაპომპეზური იყო, როგორც ჩვენს მთავრობას სჩვევია, თუმცა ალბათ უფრო იმიტომ

შეიკავეს თავი, რომ ეს შენობა, წინა ხელისუფლების დროს ერთხელ უკვე გაიხსნა და

გაცილებით პომპეზურადაც.

შენობის გახსნის შესახებ ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს facebook გვერდზე გამოქვეყნდა.


image


თითქმის ათი წელია ეს შენოაბა, გორში სუხიშვილის ქუჩაზე დგას, არ ვიცი იქნებ

გაარემონტეს და ამიტომ გახსნეს თავიდან, მაგრამ ტექსტში რომ ასე აღენიშნათ კარგი

იქნებოდა.

არ მინდა ვიფიქრო, რომ ჩვენს მთავრობას იმდენად ბრმა ჰგონია საკუთარი ამომრჩველი,

რომ ამას გამოაპარებდა.

იმედს ვიტოვებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ხარვეზსს გამოასწორებს, თუკი

ხარვეზია რაღა თქმა უნდა.

image






0
70
შეფასება არ არის
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0