x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134537
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
"ილოცეთ გიას გადარჩენისთვის!"-გია მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
image
სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, ჯოზე კოდუა ქართველი ეკონომისტის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის გია მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას თხოვნით მიმართავს, რომ ილოცონ გიას გადარჩენისთვის.

"ძვირფასო მეგობრებო, ახლახან მაცნობეს, რომ ჩვენს გია მაისაშვილს ჯანმრთელობა გაუუარესდა. ჩემი უმორჩილესი თხოვნაა თქვენს მიმართ, ილოცოთ გიას გადარჩენისთვის, მოიხსენიოთ ლოცვებში, სახლში იქნება ეს თუ ეკლესიაში. ამასთანავე გთხოვთ გააზიაროთ."-წერს გია მაისაშვილის მეგობარი.image

როგორც მოგეხსენებათ, გია მაისაშვილი უმძიმესი სენით, ტვინის სიმსივნით არის დაავადებული. მან წარუმატებელი ქიმიო-თერაპიის შემდეგ 40 დღიან შიმშილობასაც კი მიმართა, მაგრამ არანაირი შედეგი არ გამოიღო. მანამდე კი ვიდრე ქიმიო-თერაპიის კურსს გაიკეთებდა, გია მაისაშვილს სტამბულის ერთ-ერთი კლინიკაში უმძიმესი ოპერაციის შედეგაგ თავიდან სიმსივნე ამოკვეთეს. ბატონი გია ყველანაირი ხერხით ებრძვის ამ მძიმე სენს, მაგრამ მის წინაშე ყველა უძლურია.

13 ივლისს კი იგი ამერიკაში, ბოსტონში გადაფრინდა სამკურნალოდ და უიმედო პოსტი გამოაქვეყნა:


"გუშინ, 28 საათიანი ფრენის შემდეგ ჩამოვაღწიეთ ბოსტონამდე. ისე ბარბაც ბარბაცით მოვდიოდი აეროპორტ აეროპორტ, ხან ვის ვეჯახებოდი ხან ვის. როგორ ჩამოვედი ისე ვინმემ რომ არ მცემა გზაში მიკვირს. გუშინვე გადაგვიღეს ტომოგრაფია და ახლა ერთ საათში ექიმთან გვაქვს პირველი შეხვედრა, იმაზე თუ რა შესაძლო ვარიანტები გვაქვს. წასვლა არ მინდა, ვიცი საიმედო არაფერია..."

ახლა კი, როგორც ირკვევა გია მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, ვილოცოთ ბატონი გიას გადარჩენისთვის!imageimage

0
881
5-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
881
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0