x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ვირთხების მეფე – მითი თუ რეალობა?

ვირთხების მეფე — ევროპულ ზღაპრებში ნახსენები მითიური ცხოველია. ითვლება, რომ ვირთხების მეფე რამოდენიმე ერთმანეთთან შეზრდილი ან კუდებით გადაბმული ვირთხისგან შედგება. ხოლო სხვა ვირთხები, თითქოსდა, კვებავენ მეფეს და მასზე ზრუნავენ.


image


დოკუმენტური წყარო ცოცხალი ვირთხების მეფის რეალური არსებობისის შესახებ, არ არის. მაგრამ, სხვადასხვა მუზეუმებში, არის ამ ცხოველის მუმიფიცირებული ნარჩენების ექსპონატები. თეორიულად, ამ ცხოველის არსებობა შესაძლებელია, თუ დავუშვებთ, რომ ვიწრო სოროებში, დიდი რაოდენობით ვირთხების დაბადების შემთხვევაში, თამაშის და ფუტფუტის დროს, ვირთხების ჯერ კიდევ დრეკადი კუდების გადახლართვა ხდება. გარდა ამისა, კუდები შეიძლება ძილის დროსაც გადაეხლართოთ ან დაბალი ტემპერატურის პირობებში, ერთმანეთზე მიეყინოთ. მკვლევარების ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ ყველა მუზეუმის «მეფე» — მანიპულაციის შედეგია. და რომ ისინი, უკვე სიკვდილის შემდეგ, ვითაცამ, ოდესღაც, კუდებით გადააბა. მოკლედ რომ ვთქვათ, «ვირთხების მეფეების» არსებობის მტკიცებულება არ არსებობს.

imageთიურინგში (გერმანია), ქ. ალტენბურგის მუზეუმში არის დღემდე მეცნიერებისთვის ცნობილი ყველაზე დიდი «ვირთხების მეფეის» მუმიფიცირებული სხეული, რომელიც 32 ვირთხისგან შედგება. ის 1828 წელს ქ. ბუჰგაიმის წისქვილის ბუხარში იპოვეს. სპირტით კონსერვირებული ვირთხების მეფე ნაჩვენები იყო ჰამბურგის, გოტინგენის და შტუტგარდის მუზეუმებში.

საერთო ჯამში, ამ სახის ექსპონატების რაოდენობა, მთელს მსოფლიოში, დიდი არ არის. სხვადასხვა წყაროების მიხედვით, 35—50 იქნება.
ყველაზე ადრეული დოკუმენტი, რომელიც შეიცავდა ინფორმაციას «ვირთხების მეფის» შესახებ, 1564 წლით არის დათარიღებული. მას შემდეგ, რაც XVIII საუკუნეში, შავი ვირთხები შეავიწროვეს და მათი ადგილი ნაცრისფერმა ვირთხებმა დაიკავეს, ინფორმაციამ ასეთი ფენომენების არსებობის შესახებ, კლება დაიწყო. რაც შეეხება მუზეუმებში წარმოდგენილ ექსპონატებს – ძირითადად, 4 ვირთხისგან შემდგარი «ვირთხების მეფეები» ჭარბობს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ «ვირთხების მეფე» არ უნდა აგვერიოს სიამის ტყუპებში, რომლებიც ნებისმიერ სახეობაში შეიძლება გაჩნდნენს. «ვირთხების მეფე» შეიძლება იყოს მხოლოდ ცალ-ცალკე დაბადებული და შემდგომში ერთმანეთთან შეზრდილი 2 ან 2-ზე მეტი ვირთხა.

1
738
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
738
  
2016, 1 დეკემბერი, 22:31
ვარკეთილში რამდენიც გინდა იმდენია.... რა იშვიათი
0 1 1