x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
1927 წლის ბერლინი და ფილმი "Berlin: Symphony of a Metropolis"


1927წელს მოხდა სამოქალაქო ომი ნაციონალისტებსა და კომუნისტებს შორის, ამის შემდეგ ნაციონალისტები ჰიტლერის დახმარებით ჩამოყალიბდნენ ნაცისტებად. სწორედ ამ პერიოდში დაწერა ჰიტლერმა ნაწარმოები "ჩემი ბრძოლა" მეორე ნაწილი. ფილმში "ბერლინი, ქალაქის სიმფონია" ასახულია ბერლინის ცხოვრების ერთი დღე 1920-იანი წლების ბოლო, ნაციზმის კოშმარის დაწყებამდე სულ ცოტა ხნით ადრე. ფილმის რეჟისორი ვალტერ რუტმანი 1887 წელს ფრანფურტში დაიბადა და 1941 წელს ბერლინში გარდაიცვალა. სწავლობდა არქიტექტურასა და ფერწერას, მუშაობდა გრაფიკოსად. მისი კინოკარიერა 1920-იანი წლებიდან იწყება მოკლე აბსტრაქტული ანიმაციური ფილმებით "ოპუსი 1" (1921) და "ოპუსი 2" (1922), სადაც ის გამოხატვის ახალ ფორმებს ცდის. ავანგარდული მოძრაობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად რუტმანმა კინემატოგრაფიის, როგორც მედიუმის ენა ახალი ტექნიკური შესაძლებლობებით გაამდიდრა. მისი პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი "ბერლინი:ქალაქის სიმფონია" მის მთავარ ნამუშევრად ითვლება. გერმანული ექსპერიმენტულ-დოკუმენტური ფილმის "ბერლინი ქალაქის სიმფონია" პრემიერა შედგა 1927 წლის 23 სექტემბერს, ქალაქ ბერლინში.ფილმს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ "ყველა დროის ყველაზე გამოჩენილი დოკუმენტური ფილმი"... 1920–იანი წლების ბერლინის ცხოვრების ერთი დღე, გათენებიდან დაღამებდამდე. ფილმის მთავარი გმირი ბერლინია. ბერლინის სიმფონია შედგება უამრავი ადამიანისგან რომლებიც მოძრაობენ, ჩქარობენ, საუბრობენ, ეწევიან, ცეკვავენ, ითხოვენ დახმარებას, აქვთ ქორწილი, სწალობენ, ემსახურებიან, უყვართ, კვდებიან და მათ ყველას ბერლინი აერთიანებს. მატარებელი დიდი სიჩქარით მიემართება ბერლინისკენ, შემდეგ სვლას ანელებს და სადგურში შედის. ჯერ ძალიან ადრეა, დილის 5 საათზე ქალაქი ნელ–ნელა გაღვიძებას იწყებს. მალე ახალი დღე დაძაბულ სამუშაო რიტმს იძენს, რასაც საღამოს დასვენება და გართობ მოჰყვება, რომელიც გვიან ღამემდე გასტანს–ბერლინის ცხოვრებაში ეს ერთი ჩვეულებრივი დღეა, მაგრამ ის სავსეა სიცოცხლითა და ენერგიით.როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ფილმში იგრძნობა რიტმი და გარკვეული მელოდიურობაც.ეს ყველაფერი კი მიღწეულია შესანიშნავი მონტაჟით–ავტორს თავისმა ალღომ იმედები არ გაუცრუა.მაყურებლის თვალწინ იშლება ფართო ომპრესიონისტული ტილო დიდი ქალაქის ცხოვრებისა, თითოეული კადრი ან მომენტი დაკავშირებულია ერთმანეთთან–სწორედ ეს ქმნის მრავალფეროვან მუსიკალურ ქსოვილს. ფილმში აშკარად ჩანს მკაფიო რიტმი, ყურადღება პატარა დეტალებზე და ოპერატორის არაჩვეულებრივი მუშაობა. ფილმის თითოეული კადრი არის ის უნიკალური მომენტი, რომელიც ოდესღაც მართლა მოხდა ბერლინის ქუჩებში და აღარასოდეს განმეორდება, კინოკამერის წყალობით ეს მომენტები სამუდამოდ შემოენახა ისტორიას. ეს არის კინო, რომელსაც შეუძლია იმ ამბების მონაწილ გაგხადოს, რომლისგან წლები და თაობები გაშორებს!


აღსანიშნავია ისიც რომ ფილმი გადაღებულია სატვირთო მანქანებში დამონტაჟებული ფარული კამერების საშუალებით. მასში მოხვედრილმა ადამიანებმა არაფერი იციან გადაღებების შესახებ. ამიტომ ჩემი აზრით ფილმის გენიალურობა მხოლოდ და მხოლოდ კამერის დამსახურებაა, რეჟისორს რათქმაუნდა ვუწონებ იდეას თუმცა მთავარი როლი აქ ხალხმა და მონტაჟმა შეასრულა.

ფილმმა ქართველ მაყურებელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ის აჩვენეს კინოთეატრ ამირანში თბილისის მე–14 საერთაშორისო კინოფესტივალზე და აჩვენეს ზუსტად ისე, როგორც შორეულ ეპოქაში აჩვენებდნენ უხმო ფილმებს: ცოცხლად შესრულებული მუსიკის თანხლებით. ფილმს მუსიკალურ აკომპანიმენტს უწევდა მოწვეული გერმანელი პიანისტი იუნის მარტინსი.
ბოლოს კი მინდა ვთქვა რომ, ფილმი გენიალურია, იმიტომ რომ მარტივია და ყველანაირ სიმარტივეში არის ძალიან დიდი გენიალურობა. პირველ რიგში ის ფაქტი რომ, მთავარი მოქმედი გმირი არის ყველა და ყველაფერი, დაწყებული ადამიანით, განურცევლად სქესისა, სტატუსისა და ასაკისა, დამთავრებული ამავე ადამიანის მიერ შექმნილი სატრანსპორტო საშუალებებითა თუ მათ თავზე გადავლილი და მათ მიერ გამოცდილი გრძნობებით და ემოციებით. ეს ის ექსპერიმენტულ–დოკუმენტური ფილმია, რომელმაც ჩემი აზრით გაამართლა.შთამბეჭდავია ამ ყველაფრის გადასვლა უძრაობიდან მოძრაობაში, სიჩუმიდან ხმაურში, სიბნელიდან სინათლეში. რეჟისორმა გადმოსცა იდეალურად ინდუსტრიული ქალაქის რიტმი, პოეზია ავანგარდიზმისთვის.

0
14
2-ს მოსწონს
ავტორი:ნია ხუციშვილი
ნია ხუციშვილი
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0