x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134541
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
17 ნახატი-მაქცია, რომლებიც ჩვიდმეტჯერ მოატყუებს თქვენს ტვინს
უკრაინელი მხატვრის ოლეგ შუპლიაკის ნახატები გაიძულებენ რამდენჯერმე შეხედოთ მათ, თან სხვადასხვა კუთხითა და სხვადასხვა რაკურსით. მის ნამუშევრებში რამოდენიმე აზრია ჩადებული, რადგან ოლეგი ოპტიკური ილუზიის ოსტატია.


თქვენ გგონიათ, ამ ნახატზე მხოლოდ მოცეკვავე წყვილია დაა მეტი არაფერი?


image



შუპლიაკის შედევრები გაიძულებთ ბრძოლა გამართოთ საკუთარ შემეცნებასთან, რადგან ამ ტილოებზე გადატანილი გამოსახულებები ხანდახან საკმაოდ რთული აღსაქმელია. მათი დანახვა მხოლოდ ისეთ ადამიანებს შეუძლიათ, რომლებსაც ეგრეთ წოდებული ''მესამე თვალით'' ხედვის უნარი აქვთ.



image


ყურადღებით დააკვირდით ნახატს და მიპასუხეთ, რამდენ სახეს ხედავთ სურათზე?- სამს? - არა, ის აქ გაცილებით მეტია.


image
თუ ამ სურათს ახლო მანძილიდან შეხედავთ, მასზე თეთრ ცხენზე ამხედრებულ მხედარს შენიშნავთ, ხოლო შორი მანძილიდან თეთრწვერა მოხუცის სახე მოჩანს. ის, რაც ერთი რაკურსით დანახვისას მხედრის თავია, სხვა რაკურსით უკვე მოხუცის თვალს წარმოადგენს და პირიქით.


image


რამდენი სხეულია ამ სურათზე? -აბა სწორად დათვალეთ.


image


ამ ნახატზე დამალული სახის პოვნა იოლი არაა. ის ოსტატურადაა შენიღბული.


image
იგრძენით ამ ნახატების სიღრმე, ისწავლეთ ნიშნების ამოცნობა და თქვენი მიღწევით ნასიამოვნები დარჩებით.


image
image
მარგარიტა თუ?


image


თუ ამ ნახატს შორიდან შევხედავთ, ქალის ფიგურა თითქმის შეუმჩნეველია, მხოლოდ სახის დანახვის შემდეგ აღვიქვამთ მის ტანს.


image


სალვადორ დალი?


image


ოლეგ შუპლიაკს საკუთარი ავტოპორტრეტის ხატვის მიმართაც ორიგინალური მიდგომა აქვს.


image


ძნელია ეს სურათები მხოლოდ ზედაპირულად აღიქვა, რადგან თითოეულ მათგანში უცხო სიურპრიზია დამალული. ეს ნიჭიერი ხელოვანი სულ უბრალო ნამუშევრებითაც კი ახერხებს ჩვენს გაოცებას.


imageimageimageimage
imageimage








1
692
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
692
  
0 1 1