x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
ბულინგი
image ბულინგი არის ხანგრძლივი ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობა, ერთი ინდივიდის ან ჯგუფის მხრიდან, მეორე ინდივიდზე, რომელსაც არ შეუძლია თავის დაცვა კონკრეტულ სიტუაციაში (ROLAND 1988) და ის გამოიყენება დასაშინებლად, დასამცირებლად და დასამორჩილებლად.


სამწუხაროდ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ამ თემას არც თუ ისე დიდ პრობლემად მიიჩნევდენ არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვცარგარეთაც. დღეს-დღეისობით პრობლერმის აღქმა უფრო რეალურია, თუმცა მაინც არასათანადო. მის დამკვიდრებას ხელს უწყობს სწორედ ბავშვებში და უფროსებში ჩამოყალიბებული არასწორი დამოკიდებულება და მცდარი შეხედულებები.

საქართველოში 2008 წელს შემოღებული მანდატურის სამსახური სწორედ ბულინგის პრევენციის ერთ-ერთი გზა არის .


2012 წელს "უნისეფმა" ჩაატარა კვლევა და აღმოაჩინა, რომ საქართველოს სკოლებში გამოკითხულ ბავშვთა 80% ერთხელ მაინც იყო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი, რაც ნამდვილად შემაშფოთებელია.



ბულინგის ამოსაცნობად საჭიროა ვიცოდეთ, რომ ის არის :


1)აგრესიული და ნეგატიური ქცევა

2)ხორციელდება რეგულარულად

3)არის წინასწარგანზრახული და მიზანმიმართული აქტიობა.


ბულინგი სოციალური მოვლენაა, რომელიც დამახასიათებელია ორგანიზებული ბავშვთა კოლექტივისათვის და პირველ რიგში სკოლისათვის . ამ ყველაფერს აქვს შემდეგი ახსნა- სკოლაში ხშირად არის ისეთი როლები ჩამოყალიბებული, როგორებიცაა "ლიდერი-გარიყული". გარიყულთა როლის "რისკის ჯგუფში " უმეტესად ხვდებიან ფიზიკური ნაკლის, სხვა ეროვნების, თავისებური ქცევის და ა.შ ბავშვები.

ბულინგის მრავალფეროვანი გამოვლინებები შეიძლება გავაერთიანოთ 2 ჯგუფში :

1)დამცირება

2)იზოლაცია

როგორც წესი, ბულინგის გამოყენება განსხვავებულია ბიჭებსა და გოგონებში . გოგონები უფრო მეტად მიმართავენ ზეწოლის ისეთ ირიბ ფორმებს როგორებიცაა ჭორების გავრცელება, ურთიერთობის შეწყვეტა და ა.შ, ბიჭები კი უმეტესად ფიზიკურ შეურაცხყოფას ირჩევენ.

ადრეულ პერიოდში სამეცნიერო ლიტერატურაში გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ მოძალადე საკუთარ თავში დაურწმუნებელი ბავშვი იყო, თუმცა ბოლოდროინდელმა კვლევებმა საპირისპირო დაადასტურა.


"სკეჩ-თეორიის თანახმად" არსებობს მოძალადის და მსხვერპლის ტიპიური მახასიათებლები.

მოძალადის ტიპიური მახასიათებლებია :


1) აქვთ ბატონობის მოთხოვნილება

2)არიან იმპულსურები

3)ხშირად აგრესიულად იქცეიან უფროსების მიმართ

4)არ განიცდიან მსხვერპლის მიმართ თანაგრძნობას

5)როგორც წესი ისინი ფიზიკურად ძლიერები არიან

მსხვერპლის ტიპიური მახასიათებელია :

1)არის მორიდებული, ჩაკეტილი, მგრძნობიარე

2)ახასიათებთ მაღალი შფოთვა

3)აქვთ დაბალი თვითშეფასება

4)მიდრეკილი არის დეპრესიისადმი

5)არ ჰყავს ახლო მეგობრები

6)ფიზიკურად სუსტია


გასათვალისწინებელია ისიც, რომ მსხვერპლთათვის დამახასიათებელია გარკვეული ქცევითი და ემოციური მახასიათებლები, რომლებზე ყურადღების გამახვილებაც მათ ამოცნობაში დაგვეხმარება. ესენია: უფროსებისა და თანატოლებისაგან დისტანცირება

, ნეგატივიზმი ბულინის თემის, აგრესიულობა, დაძაბულობა თანატოლების დანახვისას, დარდი, წუხილი გუნება-განწყობილების ხშირი ცვლილება .

ეს თემა სწორედ იმიტომ უნდა გახდეს უფრო მეტად აქტუალური, რომ ბულინგი ხშირად იწვევს მსხვერპლის ფსიქიკის დეფორმაციას და ხდება ფსიქიკური პათოლოგიური დარღვევების მიზეზი. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ზიანი ადგება არა მხოლოდ მსხვერპლს, არამედ მათაც ვინც ამ ფაქტის შემსწრენი არიან.


ბულინგის განმარტების შემდეგ ისმის კითხვა - რატომ ავლენენ ბავშვები თანატოლების მიმართ აგრესიას?

1) სურთ ყურადღების მიქცევა

2)საკუთარ თავზე აქვთ გადაჭარბებულად კარგი, ან ცუდი წარმოდგენა

3)არ შეუძლიათ მეგობრობა

4)არ აქვთ დანაშაულის გრძნობა

5)არიან უბრალოდ მოწყენილები.


ამ ყველაფერის ცოდნა საკმარისი არ არის, საჭიროა მოქმედება . სწორედ ამიტომ არსებობს გარკვეული რჩევები და მითითებები, რომლებიც ბულინგის პრევენციაში დაეხმარება საზოგადოებას, განსაკუთრებით კი მასწავლებლებს . ხშირად ისინი არ ერევიან სასკოლო ტერორში მხოლოდ იმიტომ, რომ არ იციან რა გააკეთონ და თავს უმწეოდ გრძნობენ.


რა შეიძლება რომ გააკეთოს მასწავლებელმა ბულინგის დროს?

1) განიხილოს შემთხვევა .მოაყოლოს ბავშვს მომხდარის შესახებ და გამოხატოს თანაგრძნობა და მხარდაჭერა .

2)ბავშვთან ერთად შეადგინოს უსაფრთხოების გეგმა.ერთად მოიფიქრონ ძალადობისაგან თავის არიდების გზები, მოილაპარაკონ თუ ვის შეიძლება უამბონ ეს ყველაფერი.

3)ჩართონ მსხვერპლი ბავშვი საქმიანობაში, რომელშიც მას საშუალება ექნება თანატოლებთან ერთად იმუშაოს, იურთიერთოს, მიიღოს მათგან მხარდაჭერა .

4)ბავშვის დასახმარებლად ჩართონ მისი საყვარელი ადამიანები -ამხანაგები, მასწავლებლები და ა.შ

5)დააკვირდნენ მოვლენის განვითარებას და ბავშვს

6)საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად ჩართონ მშობლები


არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დახმარება არა მხოლოდ მსხვერპლს, არამედ ტერორის ინიციატორსაც სჭირდება, მასწავლებელი უნდა შეეცადოს გაარკვიოს თუ რამ გამოიწვია აგრესიული ქცევა, ხშირად აგრესორებად ის ბავშვები გვევლინებიან, რომლებიც თავად არიან ძალადობის მსხვერპლნი .

ასეთი ბავშვების დასჯა არასწორი საქციელია, საჭიროა მისი დახმარება, რათა შეცვალოს აგრესიული ქცევა სოციალურად სასურველი ქცევით .მას უნდა ავუხნათ, თუ რა გვალენას ახდენს მისი ქცევა სხვებზე, გავიგოთ როგორ ესმის თავად მას მომხდარი, გავაგებინოთ საკუთარი პასუხისმგელობა და ქცევის შედეგები.


0
684
შეფასება არ არის
ავტორი:ანა ბოჭორიძე
ანა ბოჭორიძე
684
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0