x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ილიას მკვლელობის ახალი დეტალები
image დღემდე არ არსებოსბს ერთიანი პოზიცია ილიას მკვლელობის შესახებ. 104 წლის შემდეგაც არ კარგავს ეს საკითხი აქტუალურობას, მკვლევარები დროდადრო ახალ–ახალ ვერსიებს გვთავაზობენ, თუმცა გადაჭრით რაიმეს მტკიცება მაინც გაძნელებულია.
აქამდე საზოგადოების უმეტესობა მკვლელობის ერთ–ერთ მონაწილედ სერგო ორჯონიკიძეს თვლიდა, თუმცა გაჩნდა ვერსია, რომ ვინმე "იმერელში" უნდა ვიგულისხმოთ ივიკო იმერლიშვილი და არა სერგო ორჯონიკიძე, ეს ვერსია ახლახან გახმაურდა, მაგრამ როგორც ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, ისტორიკოსი და პროფესორი გურამ ყორანაშვილი ამბობს :
" ჯერ კიდევ სამი წლის წინ მკვლევარ –ისტორიკოსმა, თელავის უნივერსიტეტის პროფესორმა თენგიზ სიმაშვილმა წამოაყენა იმერლიშვილის ვერსია, თუმცა არგუმენტების სიმცირის გამო შეუძლებელია მცხეთელი იმერლიშვილი ჩაენაცვლოს სერგო ორჯონიკიძის აქამდე გავრცელებულ ვერსიას.
გურამ ყორანაშვილი თვლის, რომ ილიას მკვლელობით დაინტერესებული იყო, როგორც მაშინდელი სოციალ–დემოკრატიული პარტია, ასევე მეფის ხელისუფლება...
"ამიტომ ერთ–ერთი მათგანის გამორიცხვა გაუმართლებლად მიმაჩნია, ამის შესახებ არის ჩემი წიგნი "წიწამურის ტრაგედიის საიდუმლო", რომელიც 2004 წელს გამოვეცი, ამავე თვალსაზრისს ავითარებდა აწ განსვენებული ცნობილი ისტორიკოსი და მკვლევარი, გივი ჟორდანია. ილია ორივე მხარეს ყელში ეჩხირებოდა თავისი სიდიდით... მისი ბრძოლა ავტონომიისა და ქართული ეკლესიის ავტოკეფალიისათვის არ აწყობდა არც მეფის ხელისუფლებას და არც ქართულ სოციალ– დემოკრატებს, ამიტომ ისინი კორდინირებულად მოქმედებდნენ, რისი მაგალითიცაა ილიას მოურავის დიმიტრი ჯაშის ორმაგი აგენტობა და მისი თანამშრომლობა მცხეთის უბნის პრისტავ გრიციუნასთან.... გამოძიება და სასამართლო პროცესი, რომელიც 2–ჯერ გაიმართა მეფის რუსეთის მმართველობის პერიოდში, არ მიყვნენ დანაშაულის სწორ გზას, რადგან მკვლელობის უშუალო მონაწილეების საშუალებით, შეიძლებოდა ყველაფრისათვის სიმართლის მოფენა....მაგრამ საერთო ინტერესების გამო " ძაღლმა ძაღლის ტყავი არ დახია!"
მეორეს მხრივ, ილიას გაუჩნდა უამრავი შინაური მტერი, ეს რა თქმა უნდა, ხდებოდა სოციალ–დემოკრატების წაქეზებით...პირდაპირ არა მაგრამ იდეურად მკვლელობას ირიბად აღიარებდნენ კიდეც, სოციალ დემოკრატების ლიდერი ნოე ჯორდანია იმდროინდელ პრესაში წერდა:" ვთქვათ, სოციალ დემოკრატების მიერ მომზადებულმა ნიადაგმა მოამზადა ეს მკვლელობა, ამისათვის დასაგმობია თავად ეს ნიადაგი?"..
ილიას მკვლელობისთანავე 2 დღეში თბილისის გუბერნატორმა პეტერბურგში მეფის სახელმწიფო კანცელარიაში, პეტერბურგში გაგზავნა დეპეშა, სადაც მკვლელობის მონაწილეებად ასახელებდა სოციალ – დემოკრატების მიერ წაქეზებულ ადგილობრივ გლეხებს, იქვე აღნიშნავდა ძარცვის სიმულირებას...
მეფის "ოხრანკის" მონაწილეობა ამ საქმეში არ გამოირიცხება, ამ კუთხით მუშაობდა ბევრი მკვლევარი, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასარკვევი...4 წლის წინ ბაქოში, აზერბაიჯანის ცენტრალურ საისტორიო არქივში წავაწყდი წარმოშობით ლიტველი სტანისლაავ გრაციუნასის საქმეს, ეს იყო მეფის რუსეთის ერთგული მსახური, ეჭვს იწვევს მისი კარიერის სწრაფი იერარქიული ზრდა. უბნის პოლიციელის დაბალი თანამდებიბიდან, ილიას მკვლელობამდე მცირე ხნით ადრე უცბად გახდა "პრისტავის" მოვალეობის შემსრულებელი მცხეთაში, მკვლელობიდან მალევე კი დააწინაურეს " პრისტავად " თბილისის ორ რაიონში, ასევე დააჯილდოვეს სტანისლავის მესამე ხარისხის ორდენით!..აღნისნულ პიროვნებასთან როგორც ზემოთ მოგახსენეთ, თანამშრომლობდა მკვლელობის მონაწილე ჯაში და ბერბიჭაშვილიც. ფაქტი სახეზეა, აქ აშკარაა მეფის ხელისუფლების კვალი....
რაც შეეხება საბჭოთა პერიოდში ჩატარებულ გამოძიებასა და სასამართლოს, რომლითაც ვითომ დაინტეღესებილი იყო სტალინი, ეს სასამართლოც არ იყო მოწადინებული სიმართლის გამოძიებით, მათ უნდოდათ ცალმხრივად დაებრალებინათ ილიას მკვლელობა მეფის "ოხრანკა"– ჟანდარმერიისთვის!...იოსებ ირემაშვილმა, რომილიც კარგად იცნობდა სტალინს, (ერთად სწავლობდნენ გორის სასწავლებელსა და თბილისის სასულიერი სემინარიაში, შემდეგ კი მათი გძები გაიყო. ერთი წავიდა მენშევიკებში და მეორე ბოლშევიკი გახდა, ) გერმენიაში 1931 წელს გამოცემულ წიგნში "სტალინი და საქართველოს ტრაგედია", განაცხადა რომ ილის მკვლელობის უკან სტალინი იდგა! როგორც მოგეხსენებათ, სოციალ დემოკრატებმა შინაგანაწესით, ლონდონის მეხუთე ყრილობაზე აკრძალა პარტიაში ტერორიზმი და პარტიზანული გამოსვლები. ამ აკრზძალვის გადალახვას მაშინ სტალინი ვერ გაბედავდა, თუ მას არ ექნებოდა ზურგი ლენინისაგან..ილიას მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე შეხვდნენ ისინი ერთმანეთს...მაშინ ორჯონიკიძეც რა თქმა უნდა, სტალინის დავალებით დაუკავშირდა მკვლელებს, ასევე ამ ამბავში დიდი წვლილი იდეურად მიუძღოდა ფილიპე მახარაძეს! გიგლა ბერბიჭაშვილი თავიდან ტრაბახობდა ილიას მკვლელობით "ამ მარჯვენით მოვკალიო".
აღიარებდა, რომ მასზე გავლენა მოახდინა ფილიპე მახარაძის მიერ მებატონის მანკიერებების წინააღმდეგ მიმართულმა პროპაგანდამ... ბოლოს კი, 1941–1942 წელს სასამართლოზე უთქვამს ბოლო სიტყვაში:" დღეს თქვენგან გავიგე ვინ იყო ილია და ვინ მოვკალიო" ამას თავად თვითმხილველი სტენოგრაფისთი თამარ ბაგრატიონი ყვებოდა!
რაც შეეხება "იმერელის" ვინაობას, რასაც წყაროებიც გვამცნობენ, ეს გახლდათ სერგო ორჯონიკიძე, არგუმენტებიდან განსაკუთრებულია, ყოფილი მენშევიკის, რეპრესირებულის შალვა ბერიშვილის მოგონება:
1937 წელს როცა ორჯონიკიძე დაიღუპა (მოკლეს) პარიზში ყოფნისას, ქართველები და რუსი მენშევიკების შეხვედრაზე რუსი მენშევიკი შეკითხვაზე რა აზრის იყო სერგო ორჯონიკიძეზე? ბერიშვილს მიუგია: ჩვენ იგი "ჩავაქვესკნელეთო", მას კი უთქვამს: სერგო ორჯონიკიძის ცოდებისთვის ესეც მიემატებინათ და ფაქტი უამბნია:1911წელს, პარიზთან მდებარე ლონჟიუმაში მდებარე ლიცეუმში, ერთ–ერთი ლექცია ადრე დაამთავრა ლენინმა, დავრჩით სასაუბროდ რამდენიმე, მათ შორის სერგო ორჯონიიძე, ჩამოვარდა საუბარი დამსახურებებზე
– რუსეთის რევოლუციის დროს, ჯერი მიდგა სერგო ორჟონიკიძეზე, მას კი განუცხადებია, პარატიის დავალებით მონაწილეობა მივიღე ქართველი მწერლის, რეაქციონერის თავადის, სახელწიფო წევრის მკვლელობაშიო ... ეს მოგონება მოგვიანებით 1989წელს გოლა ხვედელიძემ, ბერიშვილის დისშვილმა გამოაქვეყნა გაზეთ "ერთობაში"...
ასე რომ, ორჯონიკიძისათვის ამ კიდევ ერთი მძიმე დანაშაულის მოხსნა საფუძველსაა მოკლებული.
ამ საკითხებზე მსჯელობა მხოლოდ მკვლევარებს შეგვიძლია. ეს ისტორიკოსების პრეროგატივაა...არაკომპეტენტური აადამიანები ვერ გააკეთებენ აღმოჩენებს.
4
990
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
990
  
2012, 18 ივნისი, 22:33
ნე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე.

ამ დო­კუ­მენ­ტებ­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ ილი­კო იმერ­ლიშ­ვი­ლი 1907 წელს და­ა­პა­ტიმ­რეს. მაგ­რამ მკითხ­ვე­ლი არ და­იბ­ნეს და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტის კითხ­ვი­სას, რად­გან ილი­კო იმერ­ლიშ­ვი­ლი 1907 წლის დე­კემ­ბერ­ში იმ დროს და­ა­პა­ტიმ­რეს, რო­დე­საც ორ ათე­უ­ლამ­დე სო­ცი­ალ-დე­მოკ­რატ ტე­რო­რის­ტ­თან ერ­თად, ცდი­ლობ­და სა­ფოს­ტო მა­ტა­რებ­ლის და­ყა­ჩა­ღე­ბას. 1907 წლის აგ­ვის­ტო­ში ილი­კო იმერ­ლიშ­ვი­ლი, თა­ვის "წი­თელ­რაზ­მე­ლებ­თან" ერ­თად, თა­ვი­სუფ­ლად და­თა­რე­შობ­და დუ­შე­თის მაზ­რა­ში.

გარ­და ამის, აღ­მოჩ­ნ­და დო­კუ­მენ­ტი, სა­ი­და­ნაც პირ­და­პირ ჩანს, თუ რა­ტომ მა­ლავ­დ­ნენ ასე გულ­მოდ­გი­ნედ სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბი და შემ­დეგ საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ილი­ას მკვლე­ლო­ბა­ში ილი­კო იმერ­ლიშ­ვი­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ამ დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით ილი­კო იმერ­ლიშ­ვი­ლი, არც მე­ტი და არც ნაკ­ლე­ბი, არა მარ­ტო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის, არა­მედ სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის ად­გი­ლობ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლა­დაა და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი. კვლე­ვის ამ ეტაპ­ზე, ჩემ მი­ერ მო­ძი­ე­ბუ­ლი სხვა მა­სა­ლე­ბი აზუს­ტებს ილი­კო იმერ­ლიშ­ვი­ლის პარ­ტი­ულ კუთ­ვ­ნი­ლე­ბას. დო­კუ­მენ­ტებ­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ იგი ბოლ­შე­ვი­კი იყო და თა­ნა­მედ­რო­ვე­ებ­ში მუ­დამ ამ პარ­ტი­ის წევ­რად მი­იჩ­ნე­ო­და.
2012, 18 ივნისი, 22:31
კომენტარის ავტორს დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისათვის, გთხოვთ წაიკითხოთ სრუკლად ჩემი ინტერვიუ გაზეთ 24 საათში, (http://24saati.ge/index.php/category/society/2012-06-05/29423.html) რადგან დი­დი ხა­ნი არაა, რაც გ ან­ვა­ახ­ლე კვლე­ვა-ძი­ე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ის­ტო­რიო ცენ­ტ­რა­ლურ, უახ­ლე­სი ის­ტო­რი ის ­ცენ­ტ­რა­ლუ­რი არ­ქი­ვის ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის, კი­ნო-ფო­ტო დო­კუ­მენ­ტე­ბის ცენ­ტ­რა­ლურ არ­ქი­ვებ­ში და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს სა­არ­ქი­ვო ფონ­დებ­ში. ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბის თუ რი­გი­თი თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის გუ­ლის­ხ­მი­ე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის და დახ­მა­რე­ბის შე­დე­გად, მცი­რე დრო­ში შევ­ძე­ლი ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის მკვე­ლე­ლო­ბის შე­სა­ხებ ახა­ლი, აქამ­დე უც­ნო­ბი უამ­რა­ვი დო­კუ­მენ­ტის და მა­სა­ლის მო­ძი­ე­ბა.

მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი მარ­თ­ლაც სენ­სა­ცი­უ­რი აღ­მოჩ­ნ­და. ჩემ მი­ერ ამ რა­მო­დე­ნი­მე დღის წინ მო­პო­ვე­ბუ­ლი, აქამ­დე გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბე­ლი და ხელ­და­უ­დე­ბე­ლი სა­არ­ქი­ვო დო­კუ­მენ­ტე­ბი უტყუ­ა­რად ასა­ბუ­თებს ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის მკვლე­ლო­ბა­ში ილი­კო იმერ­ლიშ­ვი­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ამ დო­კუ­მენ­ტებს შო­რის ყვე­ლა­ზე ფა­სე­უ­ლია თბი­ლი­სის პო­ლიც­მე­ის­ტე­რის სა­ხელ­ზე და­წე­რი­ლი მოხ­სე­ნე­ბა, რო­მე­ლიც, ჩე­მი აზ­რით, პირ­და­პირ ადას­ტუ­რებს ილი­ას მკვლე­ლო­ბა­ში სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტუ­ლი პარ­ტი­ის ბოლ­შე­ვი­კუ­რი ფრთის და უშუ­ა­ლოდ ილი­კო იმერ­ლიშ­ვი­ლის და მი­სი ბან­დის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ეს დო­კუ­მენ­ტი 1914 წლის 15 იან­ვ­რი­თაა და­თა­რი­ღე­ბუ­ლი. ვრცელ მოხ­სე­ნე­ბა­ში, რო­მელ­საც თბი­ლი­სის სამ­ძებ­რო პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი უგ­ზავ­ნის თბი­ლი­სის პო­ლიც­მე­ის­ტერს, სიტყ­ვა-სიტყ­ვით წე­რია შემ­დე­გი: "ილიკო იმერლიშვილმა თავისი დაჯგუფების წევრებთან ერთად ჩაიდინა უამრავი მკვლელობა კერძო და თანამდებობრივი პირებისა, სოფლის მამასახლისებისა, სტრაჟნიკებისა, მემემულე თავად ილია ჭავჭავაძისა (ქართველი მწერლის). . ეს ინ­ფორ­მა­ცია მე­ორ­დე­ბა სხვა დო­კუ­მენ­ტ­ში, სა­დაც მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მო­პო­ვე­ბუ­ლია აგენ­ტუ­რუ­ლი შეტყო­ბი­ნე­ბ
2012, 9 აპრილი, 0:38
ბერიას მიერ მოგონილ ჭორს ორჯონიკიძის მკვლელობაზე დგანა და იმეორებენ დღესაც, არავიტარი დოკუმენტი გარდა ბერიას და მისი აგენტების მიერ თქმული ვერ მოყავთ, ნახეთ ბატონო რეალური საარქივო დოკუმენტები და დარწმუნდებით ილიას რეალური მკვლელები ვინ იყვნენ
2012, 9 აპრილი, 0:32
გუშინ დავამთავრე თენგიზ სიმაშვილის ახლადგამოსული სამეცნიერო ნაშრომის კითხვა ,,სოციალ-დემოკრატი-ბოლშევიკი ტერორისტები ილია ჭავჭავაძის მკვლელები". აი ეს მართლაც საინტერესოა და არა მარტო. 300 მეტი საარქივო დოკუმენტის ასლი აქვს დართული და სადაც დოკუმენტურადაა დასაბუთებული თუ ვინ იღებდა ილიას მკვლელობაში მონაწილეობას. ყველა გამოტანილი დასკვნა თანდართული დოკუმენტითაა დასაბითებული, 460 გვერდიანი წიგია და ლამის სამი კვირა მოვუნდი წაკითვას, რადგან თან დოკუმენტებს ვადარებდი, მართლა საოცარია იქ მოყვანილი მასალის შინაარსი და ძალიან საინტერესოა. ფაქტობრივად ბოლომდეა გახსნილი ეს მკვლელობა, კითხვებიც აღარაა დარჩენილი, სხვები თუ მკითხაობენ ამ წიგნში ყველაფრია ნაჩვენები, ის რომ დიმიტრი ჯაში ილიას მკვლელოის პერიოდში იყო სოცილ-დემოკრატი და არა აგენტი, ის რომ გიგლა ბერბჭაშვილი და პავლე ფშავლიშვილი იყვნენ ილიკო იმერლიშვილის - ,,იმერელის" წითელი რაზმის წევრები, და ფაქტებითაა ნაჩვენები, რომ სწორედ მათ ჩაიდინეს ილიას მკვლელობა. დოკუმენტებია მოყვანილი სადაც იმერლიშვილის მეტსახელი რო იმერელი იყო ისიც გია ნათქვამი. საოცარია, ეს მასალები იდო არქივში და აქამდე არავინ რატომ ვერ ნახა? რატომ ვწერ ამას იცით, დრო არ მოვიდა რომ თქვენც ნახოთ და წაიკითხოთ, თვლი ფართო საზოგადოებამ უნდა იცოდეს ამის შესახებ,. იმ ემოციების ქვეშ ვიყავი რაც ამ შესანიშნავი წიგნის წაკითხვამ გამოწვია და დღეს ვათვალიერებდი რა საიტებს, ყველგან ძველისძველი, სიმართლესთან შორს მდგომი ინფორმაციები დევს ილიას მკვლელობაზე.
0 1 4