x
image
natia.a
რატომ შევიდა მოხუცი ცოლ-ქმარი ბათუმის კაფეში - ამბავი, რომელმაც მთელი ინტერნეტი აალაპაარაკა
image

გუშინ სოციალურ ქსელში მომხმარებელმა, სახელით ტატო ცეცხლაძე, ბათუმში მომხდარი რეალური ამბავი გამოაქვეყნა, რომელსაც თან ადგილზე გადაღებული ფოტო დაურთო. ფოტოზე ჩანს ხანშიშესული ქალი და მამაკაცი, რომლებიც კაფეში სხედან და შეკვეთას ელოდებიან. ამბავი იმდენად გულისამაჩუყებელია, რომ უკვე მთელი ინტერნეტი მოიცვა:



"გუშინ ბებო და ბაბუ მოვიდნენ, ხაჭაპური რა ღირსო.
10 ლარი–თქო. რა ამბავია 8 ლარად გაგვიკეთეო. ხელში 5 ლარიანი და ხურდები ეჭირათ. ბებომ ძველი, გაცრეცილი საცულე გახსნა და ხურდების შეგროვება დაიწყო. არ ვიცი რამდენი მოაგროვა, მაგრამ მეკითხება, რა დაჯდებოდა ლიმონათი და ხაჭაპური. ეს უკვე 19.80 იყო.
ვუთხარი დაბრძანდით და მოგართმევთ–თქო.
უფროსმა დათომ რა თქმა უნდა თქვა არაფერი გადაახდევინოთო.
ისე გაეხარდათ სიტყვებით ვერ ავღწერ.
ბებო მოყვა, რომ აფხაზეთიდან დევნილები ყოფილან. ბათუმში ცხოვრობდნენ რამდენიმე წელი, მერე წყალტუბოში გადავიდნენ. ბაბუს ახლახანს ოპერაცია გაუკეთეს და ბებომ სანამ მოკვდება ბათუმში წავიყვანო, ნაცნობ ადგილებს ვანახებო.
ამ ამბის მერე დავფიქრდი, ბათუმის ბულვარში ისეთი ფასებია, რიგითი მოკვდავი ვერ შეწვდება რომ მსუბუქად წაიხემსოს."


სოციალურ ქსელში 16 საათის წინ გამოქვეყნებულ ამ სტატუსს უკვე 5 ათასზე მეტი მოწონება და 400-მდე გაზიარება აქვს.



image


0
994
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
994
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0