x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
არეულობა აფხაზეთში.თანამდებობიდან გადადგა დე-ფაქტო შსს მინისტრი
imageაფხაზეთში სიტუაცია მხოლოდ გვიან ღამით ჩაცხრა.მომიტინგეები ითხოვდნენ დე-ფაქტო შსს მინისტრის გადადგომას.


გუშინ დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის ლეონიდ ძიაპშბას გადაყენების
მოთხოვნით ადგილობრივმა ოპოზიციონერებმა დე ფაქტო შსს-ს შენობასთან აქცია
გამართეს, რა დროსაც შეტაკებები და არეულობა მოხდა. დაახლოებით 700-მდე ადამიანი ჭიშკრის ჩამოხსნის შემდეგ ეზოში შეცვივდა, მომიტინგეებმა ცეცხლმოკიდებული ბოთლები გამოიყენეს.


მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე ოპოზიციონერსა და ე.წ.
სამართალდამცავებს შორის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაპირისპირება
მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიჭრა.


ბოლო მონაცემებით, ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არეულობის შედეგად 19
ადამიანია დაშავებული. აქედან 4 ადამიანი მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი
სროლის დროს დაშავდა.



ოპოზიციური პარტია ამცახარას წარმომადგენლები ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენებასა და 10 ივლისს დაგეგმილი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ რეფერენდუმის გადატანას მოითხოვენ. რაულ ხაჯიმბამ მინისტრი გადააყენა, თუმცა რეფერენდუმის გადატანაზე უარი უკვე განაცხადა.


რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების გამო აფხაზეთს ტურისტები მასობრივად სტოვებენ.


0
342
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
342
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0