x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
სრულ მარტოობაში:7 იდეალურად განცალკევებული სახლი მსოფლიოში
არც თუ იშვიათია, როდესაც ადამიანი მოისურვებს განმარტოვებით იცხოვროს, თუმცა განმარტოვებით ცხოვრებასაც გააჩნია.არსებობს დედამიწაზე ადგილები, სადაც ადამიანები განცალკევებით ცხოვრობენ ან აშენებენ სახლებს, ხოლო მათ მიერ შერჩეული ადგილი თქვენში აღტაცებას და აღფრთოვანებას იწვევს.გთავაზობთ 7 საუკეთესო განცალკევებულ საცხოვრებელს მსოფლიოში.



1)კაცხის სვეტი(საქართველო)-20 წელი ცხოვრობდა ბერი მაქსიმე ქავთარაძე ქალაქ ჭიათურის მახლობლად 40 მეტრიანი შთენილი კლდის წვერზე.იგი კვირაში ორჯერ ეშვებოდა კიბით სვეტიდან, რომ ელოცა .მოსახლეობამ მას "კიბე ზეცაში შეარქვა". ძირითადად მაქსიმე სრულ მარტოობაში და სიმყუდროვეში ატარებდა დღეებს.

image



2)სახლი მდინარე დრინაზე(სერბეთი)-ქალაქ ბაიანა-ბაშტას მახლობლად სახლი მდინარეზე 45 წლის წინ ააგეს მოცურავეთა ჯგუფმა, რომლებსაც დასვენების სჭირდებოდათ. სახლმა ამ ხნის მანძილზე გაუძლო უამრავ ქარიშხალს და წყალდიდობას.


ამჟამად ეს არაჩვეულებრივი ქოხი ქალაქ ბაიანა-ბაშტას ერთ-ერთი მთავარი ღირშესანიშნაობაა.


image



3) Casa do Penedo ანუ ქვის სახლი (პორტუგალია)-ეს არაჩველეულებრივი სახლი ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე იმყოფება და გარშემორტყმულია 4 გრანიტის ლოდით.ერთ დროს ეს სახლი ოჯახს ეუთვნოდა, რომელიც დასასვენებლად ამოდიოდა აქ. ამჟამად შენობაში მუზეუმია განთავსებული და ძალზე პოპულარული ადგილია ტურისტებისათვის.

image


4)ერთადერთი სახლი კუნძულ ედლიდაეიზე-(ისლანდია)-300 წლის წინ ამ კუნძულზე 5 ოჯახი ცხოვრობდა, რომლებიც ნადირობდნენ ალკებზე, თევზაობდნენ და მისდევდნენ მესაქონლეობას.თუმცა 1990 წლებში კუნძული უკაცრიელი გახდა. მონადირეთა ასოციაციამ რამდენიმე წლის წინ ამ კუნძულზე სახლის აშენება გადაწყვიტა მონადირეებისთვის, რომლებიც ალკებზე ნადირობენ.

image




5)სარკის კუბი-(შვედეთი)-სასტუმროს ნომერი, რომელიც ტყის მასივშია განთავსებული ხეებზე.მასზე ასვლა 12 მეტრიანი თოკის კიბითაა შესაძლებელი.ოთახის ზომა 4х4 -ზეა.უახლოესი სახლი "სარკის კუბიდან" 500 მეტრითაა დაშორებული.

image



6)სახლი ხეზე-(კანადა)-უისტლერის ტყეში ეს სახლი ააგო კომპიუტერების სპეციალისტმა ჯოელ ალენმა.იგი რამდენიმე თვე მოუნდა ამ პროექტის განხორციელებას.

image



7)კომპლექსი არწივის ბუდე(ნამიბია)-ეს არის სახლების კომპლექსი, რომელიც ნაწილობრივ გრანიტის ლოდებისგანაა აგებული.სახლის იატაკიც და კედლებიც ქვისაა.

სახლი მდებარეობს უდაბნოში, ბუნებრივი ნაკრძალის მახლობლად.

image


1
429
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
429
  
2016, 18 ივლისი, 9:32
ყველაფერი ყველაფერი მაგრამ მე-5-ს მუღამს ვერ გავუგე
0 1 1