x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
11 პროდუქტი, რომელსაც ზიანი მოაქვს, თუ კონკრეტულად განსაზღვრულ დროს არ მიირთმევთ!

ზოგიერთი პროდუქტი მკაცრად განსაზღვრულ დროს უნდა მიირთვათ, რომ მისგან სარგებელს თუ არ მიიღებთ, ზიანი მაინც აირიდით. ამ მითითებებით თუ იხელმძღვანელებთ, ყოველთვის კარგად იქნებით და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, არანაირ დისკომფორტს არ იგრძნობთ!


1. ყველი

image

image

ყველი ყველაზე გავრცელებული პროდუქტია დედამიწაზე. მას ყოველგვარი წესების გარეშე, დღის ნებისმიერ დროს მიირთმევენ: საუზმეზე – ჩაისთან ერთას, ლანჩზე, სადილის დროს, ღვინოსთან ერთად, და ხჭაპური, ხომ საერთოდ, ცალკე თემაა... ყველის ზომიერად და წესით განსაზღვრულ დროს მიღების შემთხვევაში, მას შეუძლია მუცლის შებერვის და წონაში მატების თავიდან არიდება, ხოლო ღამის საათებში მირთმევის შემთხვევაში, კუჭში სიმძიმეს და ძილის დარღვევას იწვევს.


2. ბრინჯი

image

image

ეს პროდუქტი აძლიერებს მეტაბოლიზმს [(ბერძნ. μεταβολή — „გარდაქმნა, გადაქცევა“) — ქიმიური რეაქციები, რომელიც ხდება ცოცხალი არსების ორგანიზმში. ეს პროცესი ორგანიზმებს საშუალებას აძლევს გაიზარდნონ და გამრავლდნენ, თავიანთი სტრუქტურა შეინახონ და აღადგინონ, და უპასუხონ გარემოს ზემოქმედებებს - ვიკიპედია] დღის მანძილზე, რაც ნახშირწყლების სრულად ათვისების შანსს იძლევა.

ბრინჯი, ღამე მირთმევის შემთხვევაში, წონის მატებას იწვევს.

3. ვაშლი

image

image

ვაშლის ქერქი დიდი რაოდენობით პექტინს შეიცავს და ის ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას. გარდა ამისა, ებრძვის კანცეროგენებს (ქიმიური ნივთიერება, ფიზიკური გამოსხივება ან ონკოგენური ვირუსი). ამიტომ, მისი მიღება დილის საათებში უფრო სასარგებლოა.

რას შეეხება ზიანს, ვაშლი კუჭში მოხვედრის შემდეგ, მჟავიანობის დონეს ამაღლებს, რაც თავის მხრივ, დისკომფორტს იწვევს, ძილის წინ.


4. შაქარი
image

image

ყველაზე ეფექტურად ჩვენი ორგანიზმი შაქარს დილით ებრძვის. ამასთან, შაქრის დაწვის შანსი დღის მანძილზე უფრო დიდია, ვიდრე ღამე.

შაქარი მხოლოდ ცხიმის სისქეს კი არ ზრდის, საჭმლის მომნელებელ სისტემასაც აღიზიანებს, რაც ძილის დარღვევასა იწვევს.

5. ბანანი
image

image

ბანანი ამცირებს კუჭის წვენის მჟავიანობის დონეს და გულძმარვას. ღამე მირთმევის შემთხვევაში, დაბალი მჟავიანობის ფონზე, კუჭში დარჩენილი საჭმლის გადამუშავება რთულდება და დიდი რაოდენობით ლორწოს გამომუშავება ხდებ, რაც პრობლემებს უქმნის საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას.


6. ხორცი
image

image

ხორცი დიდი რაოდენობით ცილას შეიცავს, ეხმარება ორგანიზმს ძალების გამომუშავებაში და აუმჯობესებს კონცენტრაციის ხარისხს. მაგრამ, ხორცის გადამუშავება ძალიან რთულია და მისი ღამე მირთმევის შემთხვევაში, კუჭში სიმძიმეს და ძილის დართვევას იწვევს.


7. ლობიო და პარკოსნები
image

image

პარკოსანი მცენარეების ყველა წარმომადგენელი დიდი რაოდენობით ბოჭკოვან ქსოვილს შეიცავს, რომელიც კუჭს ეხმარება საკვების გადამუშავებაში და ამცირებს ქოლესტერინის დონეს. გარდა ამისა, დამტკიცებილია, რომ ის ძილსაც აუმჯობესებს.

საკვები, რომელიც დიდი რაოდენობით ბოჭკოვან ქსოვილებს შეიცავს ზრდის მადას, რაც თავის მხრივ, წონის მატების მიზეზი შეიძლება გახდეს.



8. კაკალი

image

image

კაკალი ძალიან ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, ისეთებს, როგორიც ომეგა-3 და ანტიოქსიდანტები არის. უკანასკნელი კვლევების შედეგად, ცნობილი გახდა, რომ კაკალი აუმჯობესებს თავის ტვინის მუშაობის პროცესს. მაგრამ, თუ საღამოს გარდა, დღის სხვა მონაკვეთში მიირთმევთ, მისი მოქმედება ისეთი ეფექტური და შედეგიანი არ იქნება, როგორც საღამოს საათებში.

image

9. ლეღვი და გარგარი

image

image

ლეღვი და გარგრი მეტაბოლიზმის ამაღლებას იწვევს და ამიტომ უმჯობესია თუ მას დილის საათებში მიირთმევთ. ხოლო საღამე ეს პროდუქტები, გაზების დაგროვებას და მუცლის შებერილობას იწვევს.


10. ხაჭო
image

image

ხაჭო ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და ამშვიდებს კუჭ-ნაწლავის სისტემას, რაც თავის მხრივ, მშვიდ ძილს უწყობს ხელს.

image

11. რძე

image

image

თბილი რძე ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ეხმარება ადამიანს დაძინებაში. დიდი ფიზიკური დატვირთვის უქონლობის შემთხვევაში, რძეს გადამუშავება ძალიან რთულია და ართულებს, დღის მანძილზე მიღებული, საჭმლის მონელების პროცესს.

image

P. S. რძე და ყველი სასარგებლო პროდუქტები რიცხვში აღარ არის. იხ.: «რძე მეგობარი თუ მტერი?»

image

http://intermedia.ge/სტატია/74769-რძე-მეგობარი-თუ-მტერი/2/

image

და თუ მაინც ვერ ელევით ამ პროდუქტებს, ეს რჩევები აუცილებლად გაითვალისწინეთ.

0
799
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
799
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0