x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
აი, რამდენი უნდა გეძინოთ, თქვენი ასაკის შესაბამისად – ეს მნიშვნელოვანია!
image

image

ადამიანს, და საერთოდ, ყველა ცოცალ არსებას, იმისთვის რომ იცოცხლოს, ჟანგბადთან, წყალთან და საკვებთაე ერთად, ძილიც ესაჭიროება. ძილი, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის და კეთილდღეობის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. ჩვენ ცხოვრების მესამედს ძილზე ვხარჯავთ და «ჯანმრთელი ძილის» საერთო მდგომარეობა, მნიშვნელოვანი საკითხია მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე.

image

image
imageის, რომ კარგად გამოძინება ძალიან მნიშვნელოვანია, ყველასთვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ ცოტასთვის თუ არის 8 საათიანი ძილი პრიორიტეტული. სწორედ ეს არის რეკომენდირებული დრო ზრდასრული ადამიანისთვის. ბევშვებს, 18 წლამდე უფრო მეტი უნდა ეძინოთ, ხოლო მოხუცებს – უფრო ნაკლები.

image

ძილის ხანგრძლივობის რეკომენდირებული დრო, კონკრეტული ასაკის გათვალისწინებით


ეს დიაგრამა ძილის ეროვნული ფონდის მიერ არის შემუშავებული და მისი გრაფიკი გვიჩვენებს თუ რა რაოდენობის ძილი არის საჭირო თითოეული ჩვენგანისთვის, ასაკის გათვალისწინებით.

image

გრაფიკზწ მუქი ლურჯი ფერით მოცემულია ძილის რეკომენდირებული დრო, ხოლო მის ზემოთ და ქვებოთ, შედარებით ღია ფერით – ძილის დასაშვები ხანგრძლოვობა.


აღნიშნული დიაგრამის შექმნაში, მონაწილეობა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელმა მეცნიერებმა მიიღეს. მათ შორის იყვნენ გერონტოლოგები, ფიზიოლოგები, პედიატრები, გინეკოლოგები და ნევროლოგები.


რეკომენდირებული და დასაშვები ძილის ნორმების დარღვევის შემთხვევაში, ადამიანს პრობლემები ექმნება ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ძილის რეჟიმის დარღვევის სიმპტომი შეილება იყოს:



მუდმივად წელის ტკივილი


ხანგრძლივი ძილი შეიძლება წელის ტკივილის მიზეზი გახდეს. ეს იმიტომ ხდება, რომ ხანგრძლივი წოლის დროს, წელის კუნთები სუსტდება.

პრობლემის მოგვარება დაბალი ინტენსიობის ფიზიკური ვარჯიშით და დასვენების დღეებში სუფთა ჰაერზე სეირნობით ან ძუნძულით (სირბილი არა) შეიძლება.

თუ სპორტთან აქტიური შეხება გაქვთ, მსგავსი პრობლემა არ შეგაწუხებთ.


პრობლემები წონასთან დაკავშირებით


ხანგრძლივი ძილის დროს, ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესი ნელდება. მასში დაუხარჯავი ენერგიის აკუმულირება ხდება და ის ცხიმებად გარდაიქმნება. საბოლოო ჯამში, საქმე შეიძლება იქამდე მივიდეს, რომ ჭარბი წონა პრობლემად გექცეთ.


შფოთვა და დეპრესია


ძილის ნაკლებობა დიდი გავლენას ახდენს ორგანოიზმის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. იწვევს გაღიზიანებას, ადამიანი ნერვიული ხდება, უქვეითდება შრომისა და სტრესთან ბრძოლის უნარი. გარდა ამისა, ქვეითდება სიამოვნების განცდის უნარი, ყველა ასპექტში. ადამიანი აგრესიული და თავშეუკავებელი ხდება. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყველაზე მეტად ჩხუბის და აყალ-მაყალის მოთავეები, საცობებში და საზოგადოების თავშეყრის სხვა ადგილებში, ქრონიკულად გამოუძინებელი ადამიანები არიან.


მუდმივად თავის ტკივილი


თავის ტკივილის მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს: მაღალი წნევა, შაკიკი, ზოგიერთი მედიკამენტის უკუჩვენება, გადაღლა, სტრესი. თუ ჩამოთვლილი მიზეზებიდან არცერთი არ გახასიათებთ და თავი მაინც გტკივათ, განსაკუთრებით, დილის საათებში, მაშინ მიზეზი ძილის ნაკლებობა იქნება.


II ტიპის დიაბეტი


როდესაც ადამიანს საჭიროზე ნაკლები ან პირიქით – მეტი სძინავს, ორგანიზმი სირთულეებს განიცდის გლუკოზის გადამუშავებასთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება ინსულინრეზისტენტულობა და II ტიპის დიაბეტი გამოიწვიოს.


გულ-სისხლძარღვთა დაავადებები


გულს, ისევე როგორც ადამიანს, დასვენება ესაჭიროება და ძილის ნაკლებობა ან საჭიროზე მეტი ძილი, ზიანს აყენებს მის ფუნქციონირების პროცესს.


ძილთან დაკავშირებული ცუდი ჩვევების აღმოფხვრის ხერხები


* უპირველეს ყოვლისა, უნდა შეადგინოთ დღის რეჟიმი და მკაცრად დაიცვათ ის.
* დაძინებამდე 1 საათით ადრე, გამორთეთ ყველა სახის ელ. მოწყობილობა, მათ შორის მობილური ტელეფონიც.
* შეგიძლიათ დაკავდეთ მედიტაციით ან იოგის ვარჯიშებით. ეს ძილის წინ მოდუნებაში დაგეხმარებათ.
* დილა გამამხნევებელი ან სუნთქვითი ვარჯიშებით და ცივი შხაპით დაიწყეთ, რომ როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური აქტივობებისთვის მოემზადოს ორგანიზმი.
* დღის მანძილზე, დიდი რაოდენობით წყალი (30 მლ – სხეულის მასის ყოველ 1 კგ-ზე. მაგ., 60 კგ-ზე – 1800 მლ. დღის მანძილზე) დალიეთ, რომ ტვინმა აქტიურობა შეინარჩუნოს და ძილი არ მოგერიოთ.

image

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageროგორ უნდა გავუფრთხილდეთ სასიცოცხლო ენერგიას (ეს მნიშვნელოვანია!!!)

რატომ არის აუცილებელი ძილი ღამის 1 სთ-დან – 3 საათამდე

თუ ვერ იძინებთ და ცხვრების თვლაც მოგწყინდათ...

რატომ უნდა გვეძინოს სრულ სიბნელეში

მეცნიერებმა სამუშაო დღის დაწყების დრო დაადგინეს
ეს საშინელებაა!!! აი რა მოსდის ტვინს, ძილის წინ, სმარტფონის მოხმარების შემთხვევაში

6 დაავადება, რომელსაც ძილის ნაკლებობა იწვევს

2
17943
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
17943
  
2017, 26 სექტემბერი, 14:43
ნამდვილად არ მეგონა, თუ ნიუ-იორკში ცხოვრება ასე რთული არის
2017, 26 სექტემბერი, 4:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2