x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
შვეიცარიელმა მხატვარმა მორიგი სკანდალური პერფომანსი განახორციელა: გამვლელებს სთხოვდა მის გენიტალიებს შეხებოდა(ვიდეო)
image


სკანდალურმა შვეიცარიელმა მხატვარმა მილო მუარემ(Milo Moire) ახალი პროვოკაციული აქცია გამართა ლონდონში. ამჯერად მხატვარმა მამაკაცებს ინტიმურ ადგილებში აფათურებინა ხელები: საშოზე და მკერდზე.



"მე გამოვდივირ ქალთა უფლებების დაცვისთვის და მათი სექსუალური თვითგამორკვევისთვის.ქალებსაც აქვთ სექსუალური მოთხოვნილებები, ისევე, როგორც მამაკაცებს. და ქალებსაც აქვთ უფლება, თავად გადაწყვიტონ, როდის და ვის მისცენ მათთან მიკარების ან არ მიკარების უფლება", -განაცხადა "სარკის ყუთის" პერფომანსის დროს.




სწორედ ასე ჰქვია მის ახალ აქციას, რომლის არსი შემდეგში მდგომარეობს: მილო მეგაფონის საშულებით უხმობდა 18 წელზე უფროს ადამიანებს და სთავაზობდა, რომ მის მკერდსა და სასქესო ორგანოს შეხებოდნენ.მხატვარს სარკისებრი ყუთი ჰქონდა ჩამოცმული, რომლის შიგნითაც მსურველებს 30 წამის განმავლობაში შეეძლოთ ინტიმური ადგილებში ხელების ფათური.

imageimage

მალე პოლიცია მოვიდა და მილო დააპატიმრეს, თუმცა მანამდე რამდენიმე მამაკაცმა მაინც მოასწრო მუარეს გენიტალიებზე შეხება.


image




შეგახსენებთ, ეს არ არის პირველი პირველი ღონისძიება, რომლის დროსაც მილო მუარე
საჯაროდ გაშიშვლდა. შვეიცარიელი მხატვარი და მოდელი 2015 წლის თებერვალში
გერმანიის ქალაქ მიუნსტერის მუზეუმში მივიდა სრულიად შიშველი ბავშვით
ხელში.
image

ხოლო 2015 წლის ოქტომბერში მილო ბერლინის ცენტრში ყველა მსურველთან
ერთად იღებდა შიშველ სელფს.



ამა წლის იანვარში კი კელნში გააპროტესტა ახალი წლის ღამეს არაბი მიგრანტების მიერ ქალებზე განხორციელებული ძალადობა ლოზუნგით "პატივი გვეცით ჩვენ".


image

0
1352
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1352
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0