x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ბონსაის მფრინავი ხეები-იაპონელების ახალი გამოგონება(ვიდეო)
imageჰიპნოზი, რენტგენული მხედველობა, ზემაგნიტურობა, ნათელმხილველობა, ტელეპათია?!არა, იაპონიაში მოდაშია ლევიტაცია!


იაპონელმა გამომგონებლებმა გადაწყვიტეს გამოეყენებინათ მაგნიტური ლევიტაციის პრინციპი ბონსაის ხეებისთვის( ბონსაი-ოთახის პირობებში გამოზრდილი ჯუჯა ხე ან მცენარე, რომელიც ბუნებრივ პირობებში არსებული ხის ან მცენარის ზუსტი ასლია.)


ხეს ათავსებენ სპეციალურ ქოთანში "little star", რომლის დიამეტრი 6 სმ-ია.ქოთანში მოთავსებულია მაგნიტი, ხოლო მეორე მაგნიტი სპეციალურ, "energy base"-ის პლატფომაზეა განთავსებული.სწორედ მასზე ილივლივებს ხე დაახლოებით 2 სანტიმეტრის სიმაღლეზე.მაგნიტის გარდა პლატფორმაზე განთავსებულია მბრუნავი მექანიზმი, ასე რომ ბონსაის ხე მასზე დაიწყებს ბრუნვას.თვითონ ხე ცოცხალია და მას რა თქმა უნდა მოვლა სჭირდება.ქოთანში ჩაფენილია წყლით გაჟღენთილი ღრუბელი.

"energy base"-ი ენერგიის წყაროს როზეტიდან იღებს.



სხვა რა შეგვიძლია ვთქვათ?ის, რომ ნამდვილად ეფექტური სანახავია, ზიხარ სახლში და შენს გარშემო ბრზიალებენ ჰაერში დაკიდებული მინიატურული ხეები.




0
230
5-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
230
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0