სხვა ექიმებმა ბავშვი სენდვიჩის პაკეტში მოათავსეს 2016, 21 ივნისი, 9:51 ეს უჩვეულო ისტორია, შესაძლებელია, ახალი აღმოჩენის საფუძველი გახდეს მედიცინაში და იმ მშობლებს, რომლებსაც ყოველგვარი იმედი გადაეწურათ, იმის რწმენა გაუჩინოს, რომ შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, ყველაფერი კარგად იქნება.
ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ექიმებისთვისაც არ იყო ადვილი. მაგრამ, პატარამ მე-20-ე კვირაზე ზრდა შეწყვიტა. დედის ორგანიზმში დარჩენის შემთხვევაში, მას გადარჩენის არანაირი შანსი არა ჰქონდა, ხოლო მე-7-ე თვეზე დაბადების შემთხვევაში, მისი 500 გრამიანი წონით — ეს შანსი მინიმალური, მაგრამ მაინც იყო. ასე მოხდა სენსაცია კორნუოლში (ინგლისი) — პიქსი გრიფიტს-გრანტი ამ ქვეყანას სულ პატარა მოევლინა. სახელიც სწორედ პაწაწინა ფერიების სახელის მიხედვით შეურჩიეს. ბავშვი იმდენად პატარა და ნაზი იყო, რომ მის კანზე რბილი ქუდის ძაფიც კი კვალს ტოვებდა. ის ისეთი პატარა იყო, რომ მთლიანად ეტეოდა დედის ხელის გულებზე. მალე პატარა ახალი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა: წონაში კლება დაიწყო და მისი გადარჩენის შანსი კიდევ უფრო შემცირდა. და ექიმებმა მხოლოდ იმის მოფიქრება შეძლეს, რომ ახალშობილი სენდვიჩების პაკეტში მოათავსეს, მისი სასიცოცხლო სითბოს შენარჩუნების მიზნით. ეს, არც ისე, სასიამოვნო სანახავი იყო, მაგრამ გაამართლა... «ძალიან მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო! და ასეთ შედეგს არავინ ელოდა» — ყვება შერონი. 18 დღის მანძილზე გოგონას სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. მას 10-ჯერ გადაუსხეს სისხლი და ყოველი გადასხმის შემდეგ, მისი წონა სულ უფრო მცირდებოდა. დედას ბავშვის ხელში აყვანის უფლებას არ აძლევდნენ. მამა კი მხოლოდ ერთხელ შეუშვეს მის სანახავად. ორი თვის შემდეგ, საოცრება მოხდა. ექიმების ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და პიქსიმ წონაში მატება დაიწყო. 5 თვის ასაკში, ის 2 თვის ბავშვს ჰგავდა. თუმცა, კიდევ სამთვიანი დაკვირვების და სახლში გაწერის შემდეგ, პიქსი თავს ძალიან კარგადა გრძნობს და გალამაზდა კიდეც! 283 10-ს მოსწონს
|