x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
მომაკვდავ პატრიკ სუეიზს ცოლი სცემდა
imageმსახიობის უახლოესმა მეგობარმა ქალმა აღიარა, რომ პატრიკი ყოველ საღამოს ურეკავდა და ტიროდა.


პატრიკ სუეიზი ყოველთვის ბედნიერი ჩანდა, რამაც როლებმა შეუწყო ხელი.დიდება, სიმდიდრე და პოპულარობა არ აკლდა მსახიობს და მაშინაც კი, როდესაც ექიმებმა შეატყობინეს, რომ მომაკვდავი სენით იყო დაავადებული ცდილობდა თავი მხნედ დაეჭირა.


მაგრამ "ბინძური ცეკვების" და "მოჩვენების" ვარსკვლავის გამძლეობის შესახებ სიმართლე ახლახან Radar Online-სთან მიცემულ ინტერვიუში მისმა უახლოესმა მეგობარმა შარლოტა სტივენსმა გაამჟღავნა.


სტივენსმა აღიარა, რომ პატრიკი სიცოცხლის უკანასკნელ თვეებში ხშირად ურეკავდა გვიან ღამით და ტიროდა.ამბობდა, რომ ცოლი, ლიზი ნიემი პრაქტიკულად ყოველდღე სცემდა.



ცოლმა მსახიობის ახლობლებისგან და ნათესავებისგან სრული იზოლაცია მოახდინა.მისი ნახვა დედასაც კი აუკრძალა.


მაინც რითი იყო გამოწვეული ცოლის ასეთი საქციელი?ალბათ სამაგიეროს უხდიდა მრავალწლიანი ეჭვიანობის გამო.ამის საბაბი არსებობდა."ბიძური ცეკვების" გამოსვლის შემდეგ, პატრიკს ქალები ბუზებივით ესეოდნენ და მსახიობიც ხშირად ეფლირტავებოდა მათ.


ამის გამო ლიზი ცოფდებოდა, ეჭვიანობდა და 34 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ქალმა გადაწყვიტა მისთვის სამაგიერო გადაეხადა.


შეგახსენებთ, ჰოლივუდის ვარსკვლავს საშინელი დიაგნოზი, პანკრეასის კიბო ექიმებმა 2008 წლის მარტში დაუსვეს.2009 წლის 14 სექტემბერს მსახიობი გარდაიცვალა.იგი 57 წლის იყო.


შარლოტა ამ ინფორმაციას მრავალი წლის განმავლობაში მალავდა.ლიზა კი ხელმეორედ გათხოვდა 60 წლის ასაკში.ესმოდა რა მისი აღფრთოვანებული ინტერვიუები აქედან და იქედან, რომ იგი ძალზე ბედნიერია, შარლოტამ თავი ვეღარ შეიკავა და სიმართლე გაამჟღავნა.


image




0
542
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
542
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0