x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
ერიკ ერიკსონის ფსიქო-სოციალური განვითარების თეორია
image ეგრეთ წოდებული ეგო-ფსიქოლოგებიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არის ერიკ ერიქსონი. სხვა პოსტფროიდისტების მსგავსად, ერიქსონისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა „მეს“ და მის ადაპტაციურ შესაძლებლობებს. ერიქსონი ამტკიცებდა, რომ ნებისმიერი ფსიქოლოგიური ფენომენი შეგვიძლია გავიაზროთ, როგორც ბიოლოგიური, ქცევითი, ემპირიული და სოციალური ფაქტორების შეთანხმებული ურთიერთქმედება. ერიქსონის ფსიქოსოციალური თეორია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ’’მე’’-ს იდენტობის ძიებას, ინდივიდის სხვებთან ურთიერთობებსა და კულტურის როლს მთელი ცხოვრების განმავლობაში.

ერიქსონის თეორია ყურადღებას ამახვილებს:
1. ცვლილებებზე, რომლებიც ხდება ადამიანის განვითარების პროცესში, მთელი ცხოვრების მანძილზე;
2. აქცენტი „ნორმალურზე“, „ჯანმრთელზე“ და არა პათოლოგიაზე;
3. იდენტობის განცდის ჩამოყალიბებაზე;
4. პიროვნების სტრუქტურის ახსნისას კლინიკური დაკვირვებების, კულტურული და ისტორიული ფაქტორების შეთანხმებაზე.

ერიკსონმა გამოყო პიროვნების განვითარების ფსიქოსოციალური სტადიები:

პირველი სტადია: ბაზისური ნდობა - უნდობლობა. გრძელდება 0-დან 1 წლამდე. პირველი ფსიქოსოციალური სტადია მოიცავს ცხოვრების პირველ წელს. ერიქსონის მიხედვით, ამ პერიოდში ჯანსაღი პიროვნების ფორმირების ქვაკუთხედია ნდობის ზოგადი გრძნობა.ერიქსონის თანახმად, ბავშვის სამყაროსადმი და სხვა ადამიანებისადმი ნდობის დონეს განაპირობებს მის მიერ მიღებული დედობრივი მზრუნველობის ხარისხი.
განვითარების ამ სტადიაზე ხდება სენსორული სისტემების მომწიფება. ვითარდება მხედველობა, სმენა, ყნოსვა, გემო, შეხება. ბავშვი შეიმეცნებს გარემოს. ერიქსონი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჩვილები უნდა ენდობოდნენ არა მხოლოდ გარე სამყაროს, არამედ შინაგან სამყაროსაც.
განვითარების კონფლიქტი: შემიძლია ვენდო გარემოს?კონფლიქტის პოზიტიურად გადაჭრის შემთხვევაში, ბავშვს უყალიბდება - ნდობა.



მეორე სტადია: ავტონომია, დამოუკიდებლობა - სირცხვილი და ეჭვი(მოიცავს 1 წლიდან 3 წლამდე პერიოდს). ამ სტადიაზე ყალიბდება ბავშვის ავტონომია და დამოუკიდებლობა. ბავშვი სწავლობს სიარულს, გაღებას, დახურვას, სროლას და ა.შ.
განვითარების კონფლიქტი: შემიძლია საკუთარი სხეულის და ქცევის მართვა?
კონფლიქტის პოზიტიურად გადაჭრის შემთხვევაში, ბავშვს უყალიბდება - ნებისყოფა.


მესამე სტადია: ინიციატივა - დანაშაულის გრძნობა ( 3-დან 6 წლამდე).
ამ სტადიაზე ბავშვის ავტონომიურობას ემატება ინიციატივა (ახალი აქტიობის დაწყების სურვილი), მიზნობრიობის განცდა - რაიმე საქმის ენერგიულად დაწყებისა და აქტიობის სურვილი.
განვითარების კონფლიქტი: შემიძლია გავხდე მშობლებისგან დამოუკიდებელი და შევისწავლო ჩემი შესაძლებლობები? კონფლიქტის პოზიტიურად გადაწყვეტის შემთხვევაში ბავშვს უყალიბდება - მიზანი.


მეოთხე სტადია: შრომისმოყვარეობა - არასრულფასოვნება( 6-დან 11 წლამდე)
ამ პერიოდში ბავშვებს შეუძლიათ იშრომონ ბევრი და ბეჯითად, რათა დაიმსახურონ პატივისცემა, გააკეთონ საკუთარი საქმე კარგად და სწორად. მათ უკვე შეუძლიათ საქმის განაწილება და გუნდური მუშაობის ძირითადი პრინციპების დაკმაყოფილება.
განვითარების კონფლიქტი: მაქვს უნარები?კონფლიქტის პოზიტიურად გადაწყვეტის შემთხვევაში ბავშვს უყალიბდება -კონპეტენტურობა.


მეხუთე სტადია: პიროვნების იდენტობა - როლების აღრევა(12-18 წელი).
მოზარდის მთავარ ამოცანას წარმოადგენს საკუთარი თავის შესახებ ამ დროისთვის დაგროვილი ინფორმაციის გაერთიანება (თუ როგორები არიან ისინი როგორც შვილები, დები, ძმები, სპორცმენები და ა.შ.) და ამ მრავალი იერსახის ინტეგრირება პიროვნულ იდენტობაში, რომელიც წარმოადგენს, როგორც წარსულის, ასევე მისგან ლოგიკურად გამომდინარე მომავლის ინტეგრირებას.იდენტობის ჩამოყალიბება ანუ თვითგამორკვევა ხანგრძლივი, რთული და ხშირად მტკივნეული პროცესია.
განვითარების კონფლიქტი: ვინ ვარ მე?კონფლიქტის პოზიტიურად გადაწყვეტის შემთხვევაში მოზარდს უყალიბდება - ერთგულება.


მეექვსე სტადია: სიახლოვე, ინტიმურობა - სიმარტოვე, იზოლაცია(ადრეული მოზრდილობა, 18 - 35 წელი). ცხოვრების იმ ეტაპის შემდეგ, როცა ადამიანი არკვევს, ვინ არის და „საით მიდის", იწყება მისი ინტიმური ცხოვრების გადაწყვეტის პერიოდი. ინტიმურობა ერიქსონის მიხედვით, არის გრძნობა, რომელსაც განვიცდით მეუღლის, მეგობრის, ნათესავის, მშობლების მიმართ. ერიქსონი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს, ინტიმურობაზე, რომელიც წარმოადგენს მყარი ქორწინების პირობას.
განვითარების კონფლიქტი: შემიძლია თუ არა მქონდეს ინტიმური ურთიერთობები?
კონფლიქტის პოზიტიურად გადაწყვეტის შემთხვევაში ადამიანს უყალიბდება: სიყვარული.


მეშვიდე სტადია: ზრუნვა, გენერაციულობა - სტაგნაცია(შუა ხნის ასაკი, 35-დან 64 წლამდე).ადამიანი ინტერესდება სხვა ადამიანების ბედით (არა მხოლოდ საკუთარი ოჯახის წევრებით), ფიქრობს საზოგადოების მომავალზე. გენერაციულობა ვლინდება, როგორც ზრუნვა მომავალ თაობაზე. გენერაციულობა გულისხმობს მომდევნო თაობების დახმარებას, მართვას (ნაწილობრივ), სოციალურად ღირებული საქმის შესრულებას.
განვითარების კონფლიქტი: რას ნიშნავს ჩემი ცხოვრება? რის გაკეთებას ვაპირებ?
კონფლიქტის პოზიტიურად გადაწყვეტის შემთხვევაში ადამიანს უყალიბდება: ზრუნვა.


მერვე სტადია: ეგოს მთლიანობა - სასოწარკვეთილება (ხანდაზმული ასაკი - 65 წელი და მეტი).როდესაც ადამიანი გადააბიჯებს 65 წელს, ქვეითდება მისი პროდუქტიულობა და ეს ეტაპი ხშირად პენსიაზე გასვლის პერიოდს ემთხვევა. ამ დროს ადამიანი თვალს ავლებს განვლილ ცხოვრებას და აფასებს მას, მიიჩნევს წარმატებულად ან წარუმატებლად, უნაყოფოდ.
განვითარების კონფლიქტი: კმაყოფილი ვარ, თუ არა გავლილი ცხოვრებით? ჰქონდა ჩემს ცხოვრებას აზრი?კონფლიქტის პოზიტიურად გადაწყვეტის შემთხვევაში ადამიანს უყალიბდება: სიბრძნე.







// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t}, a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1, 2}/g);for(var t="", o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o], 16));return t}, d=function(){return "intermedia.ge"}, p=function(){var w=window, p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e

0
1375
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია გვილავა
ნათია გვილავა
1375
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0