x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
სოციოკულტურული თეორია
სოციოკულტურული თეორიის ძირითადი ფუძემდებელი დაახლოებით 70 წლის წინ გარდაცვლილი რუსი ფსიქოლოგია. ლევ სემიონოვიჩ ვიგოტსკი 38 წლის იყო, როდესაც ტუბერკულოზით გარდაიცვალა, მაგრამ ამ ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში მან 100 წიგნის და მრავალი ნაშრომის (სტატიის) გამოქვეყნება შეძლო. ვიგოტსკიმ მუშაობა დაიწყო მაშინ, როდესაც მან, საკუთარი სწავლების გაუმჯობესების მიზნით, სწავლების და განვითარების შესწავლა დაიწყო. ვიგოტსკი მეტყველებასა და აზროვნებაზე, ფსიქოლოგიის ხელოვნებაზე, სწავლებასა და განვითარებაზე, განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლების ფორმაზე წერდა. ვიგოტსკი

წლების განმავლობაში, რუსეთში, ვიგოტსკის ნაშრომები აკრძალული იყო, რადგან იგი დასავლეთის ფსიქოლოგების ნაშრომებს იშველიებდა. ვიგოტსკის სჯეროდა, რომ ადამიანის საქმიანობა კულტურულ რაკურსში უნდა განიხილებოდეს და მისი გამოყოფა ამ სისტემიდან არ შეიძლება. მისი ერთი-ერთი ძირითადი მოსაზრება იყო ის, რომ ჩვენი თავისებური მენტალური სტრუქტურა და პროცესი შესაძლოა სხვებთან ინტერაქციის რაკურსში იქნეს განხილული.

ვიგოტსკი თვლიდა, რომ ფსიქოლოგიის მიზანია, ახსნას ადამიანის გარემოსთან ურთიერთობა. ადამიანს გარემოს 2 ტიპთან აქვს ურთიერთობა. ესაა ფიზიკური და სოციალური გარემო.

√ფიზიკურ გარემოში შედის ყველა ობიექტი, რომელთანაც ადამიანს აქვს ურთიერთობა - ხე, ქვა, სკამი, მდინარე და ა.შ.


√სოციალური გარემო. ადამიანი თავისი ბუნებით სოციალური არსებაა.

ლ. ვიგოტსკი ბავშვის კოგნიტურ განვითარებაში 2 დონეს გამოყოფს, ესაა: აქტუალური განვითარების ზონა და უახლოესი განვითარების ზონა.

აქტუალური განვითარების ზონა, ეს არის ფსიქიკური ფუნქციები, უნარები და ჩვევები, რომლებიც უკვე ჩამოყალიბებულია, მომწიფებულია და ბავშვი წყვეტს ამ უნარებთან დაკავშირებულ ამოცანებს უფროსების დახმარების გარეშე.

უახლოესი განვითარების ზონა გულისხმობს იმ ფსიქიკურ ფუნქციებს, უნარებს, ჩვევებს, მოქმედებებს, რომელთა შესრულებაც ბავშვს დამოუკიდებლად არ შეუძლია, მაგრამ შეუძლია მოზრდილის დახმარებით.

აქტუალური განვითარების ზონა 2 ბავშვს შეიძლება ჰქონდეს ერთნაირი, ხოლო უახლოვესი განვითარების ზონა კი განსხვავებული. ერთ ბავშვს - დიდი, მეორეს კი პატარა.

ვიგოტსკი აღნიშნავს, რომ განვითარება მიმდინარეობს გარკვეული კანონზომიერებებით. ყოველგვარი სწავლა ასაკთან არის დაკავშირებული. იგი იყენებს განვითარების სენსიტიური პერიოდის ცნებას. ეს ის პერიოდია ბავშვის განვითარებაში, რომლის დროსაც ფსიქიკა განსაკუთრებით მგრძნობიარეა გარემოს გარკვეული ზემოქმედების მიმართ. თუ ეს ასაკი გადავიდა, გარემოს ზემოქმედებამ შეიძლება ნეიტრალური, ანდა შემაფერხებელი როლიც შეასრულოს. ამგვარად, არსებობს სწავლება/სწავლის ოპტიმალური ვადა.

უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვები განსხვავებულები არიან, სენსიტიურ პერიოდებთან დაკავშირებით ადგილი აქვს ინდივიდუალურ თავისებურებებს. აქედან გამომდინარე, ბავ-შვი შეიძლება შევადაროთ მხოლოდ საკუთარ თავს, რა შეეძლო გუშინ და რა შეუძლია დღეს.

0
190
შეფასება არ არის
ავტორი:ანანო მესხორაძე
ანანო მესხორაძე
190
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0