x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134576
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
,,საინტერესოა, როგორ წარმოუდგენიათ რუსთავი 2-ში შესვლა ახალ მეპატრონეებს... სპეცრაზმით?“

image"რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტი ინგრა გრიგოლია საკუთარ ფეისბუქ გვერძე შემდეგ სტატუსს აქვეყნებს : “გამიკვირდა?-არ გამიკვირდა სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება, ველოდი ამ ფინალს სააპელაციოში..ეხლა საინტერესოა, რას იზამს გვენეტაძის უზენაესი სასამართლო და კიდევ უფრო საინტერესოა, როგორ წარმოუდგენიათ ტელეკომპანიაში შესვლა ახალ მეპატრონეებს ..სპეცრაზმით???? ჩემი სოლიდარობა “რუსთავი ორის “ჟურნალისტებს“, მაგარ პროფესიონალებს და ჩემს მეგობრებს“imageბოლო ხანებში ინგა გრიგოლიას ფეისბუქ გვერდი საკმაოდ საინტერესო და აქტუალური გახდა, ამიტომაც წარმოგიდგენთ მის მიერ გამოქვეყნებულ განხადებებს სხვადასხვა საქმესთან დაკავშირებით : "მას მერე, რაც “რუსთავი ორთან“მოლაპარაკება ჩაიშალა, ბიძინა ივანისვილმა შეხვედრა ხვალ 12 საათზე მთელ ქართულ ტელე-მედიასთან დაგეგმა....შედგება.შეხვედრის ადგილი: თბილისი, ოქროყანა, ინოვაციების ქ. ნომერი 7 "ტექნოპარკი.. ვის ხვდება რეალურად ხვალ ქართული მედია- ქვეყნის არაფორმალურ მმართველს თუ უბრალოდ მოქალაქეს და რა იქნება მთავარი კითხვები, რა მოლოდინი აქვს მედიას- ძალიან ბევრი ჟურნალისტი დღეს 16.00-ზე “დღის ამბებში“ ...ტელე-მედია და ივანიშვილი"image"ლალი მოროშკინა, ია მეტრეველი, სანდრო ბრეგაძე, ჯემალ სეფიაშვილი და სხვები---ეს თამაზ მეჭიაურის ახალი პარტიის გუნდია...“დღის ამბებს ორზე“ ამ ახალი პოლიტიკური პარტიის ტემით გავხსნით..მეჭიაურმა თანამსრომლობა ბიზნესმენ ლევან ვასაძეს შესთავაზა.შემოდის თუ არა ოფიციალურად ვასაძე ქართულ პოლიტიკაში..14.00 -ზე"image"რატომ შემიყვარდა ასე მოკლე დროში ტელევიზია, სადაც “იმედიდან“გამოგდების შემდეგ შემიფარეს და დავიწყე მუშაობა? უკიდეგანო თავისუფლებისთვის, ძალიან კარგი გუნდისთვის, ვინც იქ მუშაობს, იმისთვის რომ სწრაფი ტემპებით იზრდება და ყველა რომ ცდილობს, მინიმალური რესურსით გააკეთოს საქმე, იმისთვის რომ არ მეშინია, წინა დღეს წაყვანილი გადაცემისთვის, მეორე დღეს მფლობელი არ დამიბარებს და არ მეტყვის, რომ ვიღაცას ზევით რაღაც არ მოეწონა, ან რომელიმე სტუმარი არ უნდა მოვიყვანო და რაც მთავარია იმისთვის, რომ არასოდეს არავინ მიჭედავს იმ მიზეზით, რა დავწერე ფეისბუქზე ან რომელიმე სხვა არხის გადაცემაში რატომ მივედი, ან რა ვთქვი....ამ უთავბოლოდ არეულ მედია სივრცეში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, დღეს ყველაზე ნათლად ვხედავ იმ ტელევიზიის მნიშვნელობას და მომავალს, რომელიც არაა რომელიმე პოლიტიკური ძალისკენ გადახრილ-გადმოხრილი, რომელიც თვალს არ ხუჭავს დღის მთავარ თემებზე და ფურფუშელებს არ სთავაზობს მაყურებელს და რომელიც ცდილობს ძალიან მწირი რესურსით დადოს საინტერესო პროდუქტი, სადაც მთავარი თავისუფალი სიტყვაა და არა შელამაზებულ-დამახინჯებული სიმართლე, რომელიც ყველა პოლიტიკური ძალისთვის თანაბრად ღიაა და არც ერთ ჟურნალისტს არ უკრძალავს უფლებას, რომელ გადაცემაშიც საჭიროდ თვლის, იქ მიიღოს მონაწილეობა და ღიად დააფიქსიროს თავისი აზრი.....რომელიც არ ახდენს სიბნელის ტირაჟირებას და არ ზღუდავს თავისუფალ სიტყვას...რა სირცხვილია ადამიანების გაყრა სამახურიდან, თან სუპერ პროფესიონალების, იმის გამო, რომ სხვა არხის გადაცემაში იყვნენ და თანაც არაფერი უთქვამთ თავად...უბრალოდ, გიორგი ისაკაძის სოლიდარობის გამო ისხდნენ იმ დარბაზში"image

1
381
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მთვრალი12
მთვრალი12
381
  
2016, 10 ივნისი, 20:55
კარგი შეკითხვაა !...
0 1 1