x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
კოკა ყანდიაშვილი:"ევროპელო რევიზორო,კომისარო.... მერამდენედ უნდა გვიღალატოთ და შეგვატოვოთ ღრუსეთს!?"
imageჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების უფლების გადავადებას გაურკვეველი ვადით სოციალური ქსელით ეხმურება.



შეგახსნებთ, რომ გასულ ოთხშაბათს ევროკავშირმა გადადო საქართველოსათვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხის განხილვა, ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ გერმანიისა და საფრანგეთის დელეგაციები გამოვიდნენ.


ვროპელი დიპლომატები დაუბრუნდებიან საქართველოსათვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხს მომავალ კვირას.


გასული წლის დეკემბერში ევროკომისიამ განაცხადა, რომ უკრაინამ და საქართველომ ყველა პირობა შეასრულეს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისათვის, თუმცა შემდგომ ერთ-ერთმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნების ნაწილი არ არის მზად უკრაინის მოქალაქეებისათვის ვიზების გაუქმებისათვის, ვინაიდან უკრაინა არასაკმარისად ეფექტურად ებრძვის კორუფციას.



შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილებას საქართველოს და უკრაინის გარდა, თურქეთი და კოსოვო ელოდება.მთლიანობაში 127 მილიონი ადამიანი.



ამასთანავე, როგორც "ინტერპრესნიუსი" იუწყება, გერმანიის სამთავრობო წრეებში იზრდება უკმაყოფილება იმის გამო, რომ საქართველოსთვის, უკრაინისა და კოსოვოსთვის ვიზალიბერალიზაცია იგეგმება.


გერმანიის შსს მინისტრმა ტომას დე მეზიერმა, პარლამენტში გამართულ დახურულ სხდომაზე განაცხადა, რომ გერმანიაში აქტიურობენ ქართული კრიმინალური ჯგუფები, რომლებიც ძირითადად, ბინების ძარცვით არიან
დაკავებული. წერს გამოცემა Die Welt-ი.


ამასათანავე გერმანიის ფინანსთა ყოფილი მინისტრი პერ შტაინბრიუკი, რომელიც ბუნდესტაგში საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრია, საქართველოსთვის და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების კატეგორიული წინააღმდეგია. „სანამ ევროზონაში პრობლემებს არ მოვაგვარებთ, მიგრაციული კრიზისიდან გამოსავალს არ ვიპოვით და რუსეთთან დროებით შეთანხმებას არ მივაღწევთ, მომხრე ვარ, რომ დაწესდეს მორატორიუმი ევროზონაში გაწევრიანებზე, ევროკავშირის გაფართოებაზე და ნატო-ში ახალი ქვეყნების მიღებაზე“, - აცხადებს დეპუტატი.


image

"ევროპელო რევიზორო, კომისარო, ბიუროკრატო, ჩინოვნიკო - შენ დედა გყაავს?


1. მერამდენედ უნდა გვიღალატოთ და შეგვატოვოთ ღრუსეთს!?



2. ის დიპლომატიური, ისტორიული და არსებული სიტუაციის ცოდნა შეგირცხვინეთ
თითოეულს - საქართველოს, უკრაინას, თურქეთსა და კოსოვოს, ერთ კონტექსტში
რომ განიხილავთ, თუნდაც ვიზალიბერალიზაციის კუთხით. ზედმიწევნით კარგად
იცით, რომ საქართველო იმდენად წინ არის წასული, თურქეთისა და უკრაინასთან
შედარებით, ვიზალიბერალიზაციის საკითხში, რამდენადაც შორსაა ერთმანეთისგან
ჩინეთი და არგენტინა. თუ გათანაბრებაზე ვსაუბრობთ, მაშინ გადაიხადეთ
საბერძნეთის ვალები და გაინაწილეთ თანაბრად პრობლემები..... ეს სამართლიანი
იქნება?


3. ის პოლიტიკოსები, ასეთი თავგამოდებით, რომ ამტკიცებდით -
დიახ, დიახ, უკრაინას უნდა მიებას ჩვენი ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის
საკითხები და ვიზალიბერალიზაციაო, გამოდით უნდა დაგითვალოთ პატრიოტიზმის,
პოლიტიკური ალღოსა და "პრადვინუტობის" კოეფიციენტი....



4. ჰერ ტომას დე მეზიერ - ანუ, საქართველოს მოქალაქეებს, ბინები ისევ
საქართველოში რომ გაეძარცვათ, მაშინ მოგვცემდით უვიზო მიმოსვლის უფლებას?
გერმანიის მოქალაქეები, ან სხვა ევროპული ქვეყნების შვილები, არ ქურდობენ,
არ ყაჩაღობენ, არ თაღლითობენ? მაფიოზები ჩვენი მოგონილი არ არის, ვერც
პროცენტულად გადაგიჯოკრავთ კრიმინალით - ცოტანი ვართ ზოგადად, არც
თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით განვითარებული კრიმინალური სამყარო
გვყავს და არც საერთაშორისო თაღლითური სინდიკატები. ისე რომ თითიდან
გამოწოვილი საბაბია. მაგ ლოგიკით ყველა ევროპულ ქვეყანას უნდა აეკრძალოს
უვიზო მიმოსვლა. იტალიას, პოლონეთს, საფრანგეთს, პორტუგალიასა და ესპანეთს.
დაგიშლიათ ევროპა და ეგაა.....


5. უხერხულია კია, ამ ციფრის, ხუთიანის გასწვრივ, სინდისსა და ნამუსზე რომ მიწევს საუბარი საქართველოში, მაგრამ რომელი ევროპული კულტურა და ფასეულობა გაძლევთ უფლებას, ჯერ დააწესოთ ათასგვარი პირობა, ვიზალიბერალიზაციის მისაღებად? მერე კომისარებმა ყველა ევროპული ქვეყნისა, ასობით ვიზიტებისა და რევიზიების შედეგად, ერთხმად იყვიროთ, რომ საქართველომ ყველაფერი პირნათლად შეასრულაო
და ბოლოს, კრიმინალის, რომელსაც ეროვნება არ გააჩნია, სარჩულით - ჩვენ
ქვეყანას უარი უთხრათ? მოიგონოთ "შეჩერების" მექანიზმები და თქვენი
უნიათობითა და მიყრუებით გაუბედურებულ, ლტოლვილებად ქცეულ მუსლიმების
მოზღვავებას დააბრალოთ ეს უარი???


6. პერ შტაინბრიუკის ციტატა -
"სანამ ევროზონაში პრობლემებს არ მოვაგვარებთ, მიგრაციული კრიზისიდან
გამოსავალს არ ვიპოვით და რუსეთთან დროებით შეთანხმებას არ მივაღწევთ,
დაწესდეს მორატორიუმი ევროზონაში გაწევრიანებზე, ევროკავშირის გაფართოებაზე
და ნატო-ში ახალი ქვეყნების მიღებაზე ".... აქ მნიშვნელოვანია
ა)
სანამ პრობლემებს არ მოაგვარებთ...? - უკაცრავად, ვის აბოლებთ? ევროპის
მთელი ისტორისს მანძილზე, დაასახელეთ 1 წელი თუ არა, 1 დღე მაინც,
პრობლემები რომ არ გქონოდათ... - ანუ, მარადიული მორატორიუმი დაგვიწესეთ?

ბ) რომელია მიგრაციული კრიზისიდან გამოსავალი? აღარ მიუყრუებთ სხვა
ქვეყნების აწიოკებას, თუ ყველას თურქეთში გადაასახლებთ იმ პირობით, რომ
თურქეთს უვიზო მიმოსვლას მისცემთ - მარადიული მორატორიუმის გაუქმების
ჟამს???
და ბოლოს, ყველაზე მთავარი, მტკივნეული და შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისათვის განცხადება.... -

გ) რუსეთთან რომელ დროებით შეთანხმებაზე საუბრობთ? როგორც ლენინთან და
სტალინთან 70 წლიანზე? აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონის, ყარაბახის,
დნეპრისპირეთის, ყირიმისა და "ნოვოროსიის" შეტყაპუნებით? - თქვენ, ჰერ
შტაინბრიუკ, უდაოდ მართებულათ მოგმართავენ რუსები - "ხერ".....


7.
ევროპელო რევიზორო, კომისარო, ბიუროკრატო, ჩინოვნიკო - იცოდე, რომ
საქართველო აუცილებლად დაუბრუნდება თავის ევროპულ ოჯახს, მანამ შენ ბოლომდე
გაანადგურებ ამ პერსპექტივას! პირველი ევროპელი ხომ საქართველოში დაიბადა,
იგი დედამ შობა.
მაშ ასე, ევროპელო რევიზორო, კომისარო, ბიუროკრატო, ჩინოვნიკო - შენ დედა გყაავს?"




0
406
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
406
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0