x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გარდაიცვალა კრივის ლეგენდა მუჰამედ ალი
imageსპორტსმენი ბოლო 32 წელიწადი პარკინსონის დაავადებით იტანჯებოდა.


მოკრივე მუჰამედ ალი, რომელიც სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად 74 წლის ასაკში გარდაიცვალა ფინიქსის ერთ-ერთ საავადმყოფოში.


სპორტსმენი 3 ივნისს გვიან ღამით გარდაიცვალა.


2 ივნისს ალის მდგომარობა გაუარესდა, ფილტვებმა შეწყვიტა ფუნქციონირება, იგი ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე შეაერთეს.ექიმებმა გააფრთხილეს სპორტსმენის ნათესავები, რომ მდგომარეობა უიმედი იყო.



პარსკინსონის დაავადებით სპორტსმენი ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან იტანჯებოდა, მდგომარობა სულ უფრო ურთულდებოდა, რის გამოც იშვიათად ჩნდებოდა საზოგადოებაში.


მუჰამედ ალი (დაბადებით კასიუს კლეი) დაიბადა 1942 წლის 17 იანვარს კენტუკიში, 1959 და 1960 წლებში „ოქროს ხელთათმანების“ სამოყვარულო ტურნირში გაიმარჯვა, ხოლო იმავე 1960 წელს მძიმეწონოსანთა შორის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.


ალი პირველი მძიმეწონოსანი მოკრივე გახდა, ვინც მსოფლიო ჩემპიონობა სამჯერ მოიპოვა.


იგი კრივის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მოკრივედ ითვლება და სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად.მასზე უამრავი წიგნებია დაწერილი და ფილმებია გადაღებული. იგი 37-ჯერ იყო -ის "Sports Illustrated"-ის გარეკანზე, რითაც მხოლოდ კალათბურთელ მაიკლ ჯორდანს ჩამორჩება.

image


0
192
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
192
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0