x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
დათო მარსაგიშვილი ოლიმპიადის მიღმა რჩება?!

ქართველმა მოჭიდავეებმა 12 შესაძლებლიდან 11 ლიცენზია მოიპოვეს, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე .თავისუფალი ჭიდაობა - სრული გუნდით 6 სპორტსმენით იასპარეზებს.
57 კგ - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
65 კგ - ზურაბ იაკობიშვილი
74 კგ- იაკობ მაქარაშვილი
86 კგ - სანდრო ამინაშვილი
97 კგ - ელიზბარ ოდიკაძე
125 კგ - გენო პეტრიაშვილი
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - 5 სპორტსმენით წარსდგება
66 კგ - შმაგი ბოლქვაძე
75 კგ - ზურაბ დათუნაშვილი
85 კგ - რობერტ კობლიაშვილი
98 კგ - რევაზ ნადარეიშვილი
130 კგ - იაკობ ქაჯაია

ამ დროისათვის ნაკრების მთავარ მწვრთნელებს რევაზ მინდორაშვილსა და ბეგი დარჩიას ოფიციალური შემადგენლობები არ დაუსახელებიათ, საგზური ისევ ფედერაციის საკუთრება არის და არა სპორტსმენის. ანუ შეიძლება ლიცენზია ერთმა მოიპოვოს, მაგრამ მწვრთნელს უფლება ექნება, მის ნაცვლად თამაშებზე სხვა წაიყვანოს.
imageimageყველას წარმატებებს ვუსურვებ მაგრამ მინდა ჩემი აზრი დავაფიქსირო . (და მგონია რომ კიდევ ბევრი ფიქრობს ასე ) მართალია სანდრო ამინაშვილმა (თავისუფალი -86) გააკეთა ლიცენზია მაგრამ ჯობდა უფრო ძლიერი გაეშვათ. ამინაშვილს მწითურმაც აჯობა და სამეულიც ვერ გააკეთა საქართველოზე, ამ წუთას ამინაშვილს მარსაგიშვილი ჯობია. დათო უფრო კარგ ფორმაშია და უფრო მეტი შანსი აქვს .ბევრი იბრძოლა ამისთვის და უნდა დაუფასდეს. მისი არ გაშვება რიოზე იქნება ყველაზე დიდი შეცდომა.
იმედია ნაკრების მთავარი მწვრთნელი რევაზ მინდორაშვილი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და დათო მარსაგიშვილს გაუშვებს ოლიმპიადაზე.ეს ნაკებისთვისაც კარგი იქნება და იმ გულშემატკივრების დიდ ნაკადსაც გაახარებს რომლებიც დათოს უჭერენ მხარს...



4
819
1-ს არ მოსწონს
ავტორი:სარა არაბული
სარა არაბული
819
  
2016, 1 ივნისი, 15:53
ეგ ვიცი, მაგრამ შენ ნაწვალებზე სხვა რო გაუშვან სამართლიანია? თორემ უფლება რომ აქვს ვიცი
2016, 1 ივნისი, 13:33
დათო მარსაგიშვილი უნდა წავიდეს
2016, 1 ივნისი, 12:47
ლიცენზია ფედერაციის საკუთრება და არა მოჭიდავის !
2016, 1 ივნისი, 12:44
ისიც არ შეიძლება, როდესაც ლიცენზიას მოიპოვებ და შენს მაგივრად სხვას უშვებენ
0 1 4