საზოგადოება ყველაზე უცნაური გინესის რეკორდსმენები !!! 2016, 22 მაისი, 12:56 ყველაზე უცნაური გინესის რეკორდსმენები:
1) იზაბელ ვარლის სხეულის 93% ტატუირებით არის დაფარული. 2) სარვან სინგის წვერის სიგრძე 2 მეტრსა და 33 სმ-ს აღწევს. 3) ყველაზე გრძელი/დიდი ცხვირი მსოფლიოში ეკუთვნის თურქ, მეჰმედ უზურეკს. მისი სიგრძე 8, 8 სმ-ია შუბლიდან ნესტოებამდე. 4) თურქმა ირლეკ ილმაზმა თვალიდან ცრემლის ნაცვლად რძე 280 სმ-ს მანძილზე გადაასხა. 5) ჩინელ სი ციპინგს მსოფლიოში ყველაზე გრძელი თმები აქვს. მათი სიგრძე 5627 მილიმეტრია. იგი თმას 1973 წლიდან იზრდის. 6) ხე პინგ-პინგი მონღოლეთიდან, ცნობილია როგორც ყველაზე პატარა ადამიანი დედამიწის ზურგზე. მისი სიმაღლე 74, 61 სმ-ია. ამ ფოტოზე იგი ყველაზე გრძელი ფეხების მქონე ქალის – სვეტლანა პანკრატოვას – გვერდით/ქვეშ დგას. სამწუხაროდ მსოფლიოს ყველაზე პატარა ადამიანი დღეს უკვე გარდაცვლილია. 7) მსოფლიოში ყველაზე გრძელი ძაღლის ყურებია 34, 9 სმ მარჯვენა და 34, 2 მარცხენა. ეს შინაური ცხოველი ბრაიან და ქრისტინა ფლენსერების კუთვნილებაა, რომლებიც ილინოისის შტატში ცხოვრობენ. 8) კიმ გუდმანს თვალების “გადმოყრა” 11 მილიმეტრზე შეუძლია. ეს რეკორდი 1998 წელს გინესის რეკორდების ტელე-გადაცემაში დამყარდა. 9) ყველაზე ტევადი ნავი. 10) გერმანიაში, ფოგტლანდის რეგიონში, ვიოლინოსა და ხემის შექმნის ოსტატებმა დაამზადეს მასიური ვიოლინო – სიგრძით 4.2 მეტრი და სიგანით 1.23 მეტრი. ინსტრუმენტი და მისი 5.1 მეტრიანი ხემი ჩვეულებრივ ვიოლინოს შვიდჯერ აღემატება ზომებით. მის დასაკრავად სამი ადამიანია საჭირო – ერთი სიმებზე უკრავს, დანარჩენი ორი ხემს ამოძრავებს. 519 1-ს მოსწონს
|