x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
69 წლის სუზან სარანდონს პორნოფილმის გადაღება სურს
imageამერიკელმა მსახიობმა სუზან სარანდონმა გამოთქვა სურვილი პენსიაზე გასვლის შემდეგ გადაიღოს ფილმი დიდებისთვის, ამის შესახებ იუწყება The Independent-ი.


69 წლის მსახიობის აზრით დღეისთვის პორნოფილმების უმეტესობა ძალიან ბრუტალურია, ქალის სიამოვნებას საერთოდ არ ექცევა ყურადღება, ხოლო ქალ-რეჟისორს შეეძლება ამ კუთხით ბევრი საინტერესო სექსუალური სცენა გადაიღოს.


"ამიტომ ვფიქრობ, რომ როდესაც აღარ ვითამაშებ ფილმებში დავკავდები ამით"-განაცხადა სუზან სარანდონმა.


მსახიობი ამჟამად საფრანგეთში კანის 69- კინოფესტივალზე იმყოფება.15 მაისს სარანდონმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში, რომელიც კინოში ქალთა პრობლემებს შეეხებოდა.



სუზან სარანდონი ოთხჯერ იყო ნომინირებული "ოსკარზე", ხოლო ჯილდო მიიღო საუკეთესო ქალის როლის შესრულებისთვის 1996 წელს ფილმისთვის, "მიცვალებული მოდის".


პოპულარობა მოიპოვა ისეთი ფილმებით, როგორიცაა "ატლანტიკ სიტი", "ტელმა და ლუიზა", "დედინაცვალი" და სხვა.


მსახიობი პაციფისტია და აქტიურად მონაწილეობს ერაყში ომის წინააღმდეგ გამართულ აქციებში.



0
340
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
340
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0